პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ განვასხვავოთ ალერგია კორონავირუსისგან და როგორ დავიცვათ სასუნთქი სისტემა - იმუნოლოგის რეკომენდაციები
როგორ განვასხვავოთ ალერგია კორონავირუსისგან და როგორ დავიცვათ სასუნთქი სისტემა - იმუნოლოგის რეკომენდაციები

ახალ­მა კო­რო­ნა­ვირუს­მა ლა­მის ყვე­ლა­ფე­რი და­ა­ვი­წყოს ადა­მი­ა­ნებს. არა­და გა­ზა­ფხუ­ლია, სე­ზო­ნუ­რი ალერ­გი­ის გამ­წვა­ვე­ბის პე­რი­ო­დი. ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტი ბევრ ადა­მი­ანს აწუ­ხებს. რო­გორ უნდა გან­ვას­ხვა­ვოთ ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და კო­რო­ნა­ვირუ­სი ერ­თმა­ნე­თის­გან, ამა­ზე რჩე­ვებს ექიმ-ალერ­გო­ლო­გი, ალერ­გი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ექი­მი ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი გვაძ­ლევს. ასე­ვე გვე­სა­უბ­რე­ბა სე­ზო­ნუ­რი ალერ­გი­ის მთა­ვარ სიმპტო­მებ­ზე და იმა­ზეც, რო­გორ და­იც­ვან თავი სხვა­დას­ხვა ქრო­ნი­კუ­ლი სა­სუნ­თქი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­მა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პი­რო­ბებ­ში.

- ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში. შე­საძ­ლოა იყოს სე­ზო­ნუ­რი, მა­გა­ლი­თად, მხო­ლოდ გა­ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ემარ­თე­ბო­დეთ ან მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აწუ­ხებ­დეს ადა­მი­ანს. სე­ზო­ნურ ალერ­გი­ულ რი­ნიტს ძი­რი­თა­დად იწ­ვევს ხე­ე­ბის, ბა­ლა­ხე­ბი­სა და სა­რე­ვე­ლე­ბის ყვა­ვი­ლის მტვრის მარ­ცვლე­ბი. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ალერ­გე­ნე­ბია ოთა­ხის მტვრის ტკი­პე­ბი, ნეს­ტის სო­კოს სპო­რე­ბი, ცხო­ვე­ლის ქერტლი, ტა­რა­კა­ნი, რაც ძი­რი­თა­დად შე­ნო­ბის შიგ­ნით გვხვდე­ბა.

ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტის ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბია:

  • ცხვი­რი­დან უხვი წყლი­სე­ბუ­რი გა­მო­ნა­დე­ნი
  • გახ­ში­რე­ბუ­ლი ცე­მი­ნე­ბა
  • გე­მოვ­ნე­ბის შეც­ვლა
  • ტკი­ვი­ლი სა­ხის არე­ში
  • თვა­ლე­ბის ქა­ვი­ლი
  • სი­წით­ლე
  • თვა­ლის ქვე­და ქუ­თუ­თო­ე­ბის შე­შუ­პე­ბა და კა­ნის ფე­რის გა­მუ­ქე­ბა ე.წ. „მუქი რგო­ლე­ბის“ არ­სე­ბო­ბა
  • ყუ­რე­ბის და ყე­ლის ქა­ვი­ლი
  • იშ­ვი­ა­თად ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა
  • პირ­ღია სუნ­თქვა
  • ღა­მით ხში­რი გაღ­ვი­ძე­ბა
  • დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა
  • შრო­მის უნა­რის დაქ­ვე­ი­თე­ბა.
  • ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის 20-40%-ს ასე­ვე აღე­ნიშ­ნე­ბათ ას­თმაც, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებს ხვე­ლა და/ან მსტვი­ნა­ვი სუნ­თქვა, სულ­ხუთ­ვა, სუნ­თქვის გახ­ში­რე­ბა შე­ტე­ვის დროს.

- რო­გორ გან­ვას­ხვა­ვოთ ალერ­გია სხვა ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან და ამ შემ­თხვე­ვა­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან?

- ხში­რად პა­ცი­ენ­ტებს უჭირთ გა­არ­ჩი­ონ, ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნის მი­ზე­ზი არის ალერ­გია, გა­ცი­ე­ბა თუ გრი­პი. ახლა უკვე სა­ყუ­რა­დღე­ბო გახ­და ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია.

გა­ცი­ე­ბა

გა­ცი­ე­ბას იწ­ვევს ვირუ­სის დახ­ლო­ე­ბით 200-მდე ქვე­ტი­პი. იგი თვით­გან­კურ­ნე­ბა­დი და­ა­ვა­დე­ბაა, მიმ­დი­ნა­რე­ობს სიმპტო­მე­ბის მსუ­ბუ­ქი გა­მოვ­ლი­ნე­ბით, ახა­სი­ა­თებს ყე­ლის ტკი­ვი­ლი, ცე­მი­ნე­ბა, ცხვი­რის გა­ჭედ­ვა და/ან ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი, უფე­რო ან მომ­წყვა­ნო-მოყ­ვი­თა­ლო ფე­რის, მსუ­ბუ­ქი ხვე­ლა, რო­მე­ლიც ხში­რად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ცხვი­რის და ყე­ლის სიმპტო­მე­ბის ალა­გე­ბის შემ­დეგ. იშ­ვი­ა­თად ახა­სი­ა­თებს ცხე­ლე­ბა, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, თა­ვის ტკი­ვი­ლი, დის­კომ­ფორ­ტის შეგ­რძნე­ბა ყუ­რის და სა­ხის არე­ში.

გრი­პი

გრი­პის ვირუსს ახა­სი­ა­თებს სე­ზო­ნუ­რო­ბა, ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბია ცხე­ლე­ბა, თა­ვის და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა, ხვე­ლა, ზოგ­ჯერ ყე­ლის ტკი­ვი­ლი, ცხვი­რი­დან მოყ­ვი­თა­ლო-მომ­წვა­ნო გა­მო­ნა­დე­ნი.

კო­რო­ნა­ვირუ­სი

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს წამ­ყვა­ნია მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბა, მშრა­ლი ხვე­ლა, დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას აქვს სიმპტო­მე­ბის მსუ­ბუ­ქი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, ზო­გი­ერ­თი შე­საძ­ლოა უსიმპტო­მოც იყოს, თუმ­ცა შე­საძ­ლოა გარ­თულ­დეს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით და სუნ­თქვის მძი­მე უკ­მა­რი­სო­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით ასა­კო­ვან პა­ცი­ენ­ტებ­ში. თუმ­ცა, რად­გან ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი ბო­ლომ­დე შეს­წავ­ლი­ლი არაა, არ ვი­ცით შო­რე­უ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი.

- რა საპ­რე­ვენ­ციო ზო­მებს უნდა მი­მარ­თონ პა­ცი­ენ­ტებ­მა სე­ზო­ნუ­რი ალერ­გი­ის­გან თავ­და­სა­ცა­ვად?

- გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ არ­სე­ბობს მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი, რო­მელ­საც ალერ­გენსპე­ცი­ფი­ურ იმუ­ნო­თე­რა­პი­ას ვუ­წო­დებთ, მო­იხ­სე­ნი­ე­ბა რო­გორც „ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლი აცრა“, რაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მკვეთ­რად უმ­სუ­ბუ­ქებს სიმპტო­მებს პა­ცი­ენტს, შე­საძ­ლოა სრუ­ლად გა­ნი­კურ­ნოს კი­დეც. ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს თუ ად­რე­ულ ასაკ­ში აქვთ ეს მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, სა­მო­მავ­ლოდ და­ახ­ლო­ე­ბით 70%-ით უმ­ცირ­დე­ბათ ას­თმის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კიც. მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა უმ­ჯო­ბე­სია გა­და­წყდეს ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, პრე­ვენ­ცი­ის­თვის მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია ალერ­გე­ნე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, თუ კვი­პა­როს­ზე გაქვთ ალერ­გია, მისი ყვა­ვი­ლო­ბის დროს მო­ე­რი­დეთ ქა­რი­ან ამინ­დში გა­რეთ აქ­ტი­ვო­ბას, უმ­ჯო­ბე­სია სე­ირ­ნო­ბა წვი­მის დროს ან შემ­დეგ რად­გან გარ­კვე­ულ­წი­ლად სუფ­თავ­დე­ბა მისი ყვა­ვი­ლის მტვრის­გან ჰა­ე­რი, მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბი­სას და­ხუ­რეთ ფან­ჯა­რა და გა­მო­ი­ყე­ნეთ კონ­დინ­ცი­ო­ნე­რი, უმ­ჯო­ბე­სია HEPA გამ­წმენ­დი ფილტრით, გა­მო­ი­ყე­ნეთ სათ­ვა­ლე, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბი­სას მი­ი­ღეთ შხა­პი, რათა მოხ­დეს ალერ­გი­უ­ლი მტვრის ნა­წი­ლა­კე­ბის ჩა­მო­რე­ცხვა სხე­უ­ლი­დან, ხში­რად გა­მო­ი­რე­ცხეთ ცხვი­რის ლორ­წო­ვა­ნი ზღვის მა­რი­ლის შემ­ცვე­ლი ხსნა­რე­ბით, ოთა­ხის და­სუფ­თა­ვე­ბა უმ­ჯო­ბე­სია მოხ­დეს სვე­ლი წე­სით და HEPA ფილტრის მქო­ნე მტვერ­სას­რუ­ტით, ტან­საც­მე­ლი და თეთ­რე­უ­ლი სა­სურ­ვე­ლია გაშ­რეს საშ­რობ ოთახ­ში პრობ­ლე­მურ სე­ზონ­ზე.

- რო­გორ და­იც­ვან თავი სა­სუნ­თქი სის­ტე­მის სხვა­დას­ხვა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­მა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის დროს?

- ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ ჯერ მა­ღა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ბევ­რი არ გვაქვს, რად­გან ცოტა დროა გა­სუ­ლი და დაგ­რო­ვი­ლი მა­სა­ლა სრულ­ყო­ფი­ლი არაა, თუმ­ცა რაც გა­მო­იკ­ვე­თა ფაქ­ტია რომ, რისკ ჯგუ­ფებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან 70 წლის და მეტი ასა­კის პი­რე­ბი, ასე­ვე სა­სუნ­თქი სის­ტე­მის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, ამი­ტომ, ას­თმის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­კონ­ტრო­ლო ვი­ზი­ტი ექიმ­თან, სიმ­ძი­მის შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა და შე­ტე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, სპაზ­მის მომხსნე­ლი პრე­პა­რა­ტის მუდ­მი­ვად თან ტა­რე­ბა, რად­გან ას­თმა რო­გორც სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფექ­ცი­ის დროს, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის დრო­საც შე­იძ­ლე­ბა გამ­წვავ­დეს.

- რა ქმე­დე­ბებს მო­ი­ცავს პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის?

- რად­გან ჯერ ვაქ­ცი­ნა არ გვაქვს, პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მო­ი­ცავს ყვე­ლა იმ ქმე­დე­ბას, რაც გან­კუთ­ვნი­ლია ზო­გა­დად გრი­პის­მაგ­ვარ და­ა­ვა­დე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და მო­წო­დე­ბუ­ლია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ: თუ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არაა, თავი უნდა შე­ვი­კა­ვოთ ნე­ბის­მი­ე­რი მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან. თუ უკვე დაბ­რუნ­დნენ მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ პი­რე­ბის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დაც­ვა, რად­გან თვით­შეგ­რძნე­ბა - „მე ეს არ და­მე­მარ­თე­ბა,“ უკვე არა­ერ­თხელ გახ­და ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის და ზო­გა­დად მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სა­ბე­დის­წე­რო. შე­საძ­ლო ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ან­თან ახლო კონ­ტაქ­ტის­გან თა­ვის არი­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე. ხე­ლის ხში­რი და­ბა­ნა, არა­ნაკ­ლებ 20 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში საპ­ნი­თა და წყლით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ წყა­ლი დ სა­პო­ნი ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლია, შე­იძ­ლე­ბა სპირ­ტის შემ­ცვე­ლი ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა . (თუმ­ცა ბავ­შვე­ბის­თვის არაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი სპირ­ტის შემ­ცვე­ლი ხსნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა) და­უშ­ვე­ბე­ლია თვა­ლე­ბის, ცხვირ­სა და პი­რის ღრუს და­უ­ბა­ნე­ლი ხე­ლით შე­ხე­ბა, ხვე­ლი­სა და ცე­მი­ნე­ბის დროს უნდა მოხ­დეს პირ­სა და ცხვირ­ზე ერთჯე­რა­დი ცხვირ­სა­ხო­ცის ან მოხ­რი­ლი იდაყ­ვის აფა­რე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ან/და სა­მუ­შაო ად­გი­ლის ხში­რი გა­ნი­ა­ვე­ბა და და­ლა­გე­ბა სვე­ლი წე­სით; ბევრ ქვე­ყა­ნა­ში უკვე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, ჩვენ­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, რად­გან ვირუ­სი საკ­მა­ოდ სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

როგორ განვასხვავოთ ალერგია კორონავირუსისგან და როგორ დავიცვათ სასუნთქი სისტემა - იმუნოლოგის რეკომენდაციები

როგორ განვასხვავოთ ალერგია კორონავირუსისგან და როგორ დავიცვათ სასუნთქი სისტემა - იმუნოლოგის რეკომენდაციები

ახალმა კორონავირუსმა ლამის ყველაფერი დაავიწყოს ადამიანებს. არადა გაზაფხულია, სეზონური ალერგიის გამწვავების პერიოდი. ალერგიული რინიტი ბევრ ადამიანს აწუხებს. როგორ უნდა განვასხვავოთ ალერგიული დაავადებები და კორონავირუსი ერთმანეთისგან, ამაზე რჩევებს ექიმ-ალერგოლოგი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ნინო მჭედლიშვილი გვაძლევს. ასევე გვესაუბრება სეზონური ალერგიის მთავარ სიმპტომებზე და იმაზეც, როგორ დაიცვან თავი სხვადასხვა ქრონიკული სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე ადამიანებმა ახალი კორონავირუსის პირობებში.

- ალერგიული რინიტი მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს აღენიშნება ნებისმიერ ასაკში. შესაძლოა იყოს სეზონური, მაგალითად, მხოლოდ გაზაფხულის პერიოდში ემართებოდეთ ან მთელი წლის განმავლობაში აწუხებდეს ადამიანს. სეზონურ ალერგიულ რინიტს ძირითადად იწვევს ხეების, ბალახებისა და სარეველების ყვავილის მტვრის მარცვლები. მთელი წლის განმავლობაში არსებული ალერგენებია ოთახის მტვრის ტკიპები, ნესტის სოკოს სპორები, ცხოველის ქერტლი, ტარაკანი, რაც ძირითადად შენობის შიგნით გვხვდება.

ალერგიული რინიტის ძირითადი სიმპტომებია:

  • ცხვირიდან უხვი წყლისებური გამონადენი
  • გახშირებული ცემინება
  • გემოვნების შეცვლა
  • ტკივილი სახის არეში
  • თვალების ქავილი
  • სიწითლე
  • თვალის ქვედა ქუთუთოების შეშუპება და კანის ფერის გამუქება ე.წ. „მუქი რგოლების“ არსებობა
  • ყურების და ყელის ქავილი
  • იშვიათად ტკივილის შეგრძნება
  • პირღია სუნთქვა
  • ღამით ხშირი გაღვიძება
  • დაღლილობის შეგრძნება
  • შრომის უნარის დაქვეითება.
  • ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების 20-40%-ს ასევე აღენიშნებათ ასთმაც, რომელსაც ახასიათებს ხველა და/ან მსტვინავი სუნთქვა, სულხუთვა, სუნთქვის გახშირება შეტევის დროს.

- როგორ განვასხვავოთ ალერგია სხვა ინფექციებისგან და ამ შემთხვევაში ახალი კორონავირუსისგან?

- ხშირად პაციენტებს უჭირთ გაარჩიონ, ცხვირიდან გამონადენის მიზეზი არის ალერგია, გაციება თუ გრიპი. ახლა უკვე საყურადღებო გახდა ახალი კორონავირუსული ინფექცია.

გაციება

გაციებას იწვევს ვირუსის დახლოებით 200-მდე ქვეტიპი. იგი თვითგანკურნებადი დაავადებაა, მიმდინარეობს სიმპტომების მსუბუქი გამოვლინებით, ახასიათებს ყელის ტკივილი, ცემინება, ცხვირის გაჭედვა და/ან ცხვირიდან გამონადენი, უფერო ან მომწყვანო-მოყვითალო ფერის, მსუბუქი ხველა, რომელიც ხშირად უმჯობესდება ცხვირის და ყელის სიმპტომების ალაგების შემდეგ. იშვიათად ახასიათებს ცხელება, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, დისკომფორტის შეგრძნება ყურის და სახის არეში.

გრიპი

გრიპის ვირუსს ახასიათებს სეზონურობა, ძირითადი სიმპტომებია ცხელება, თავის და კუნთების ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ხველა, ზოგჯერ ყელის ტკივილი, ცხვირიდან მოყვითალო-მომწვანო გამონადენი.

კორონავირუსი

ახალი კორონავირუსის დროს წამყვანია მაღალი ცხელება, მშრალი ხველა, დაღლილობის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, კუნთების ტკივილი, პაციენტების უმრავლესობას აქვს სიმპტომების მსუბუქი გამოვლინება, ზოგიერთი შესაძლოა უსიმპტომოც იყოს, თუმცა შესაძლოა გართულდეს ფილტვების ანთებით და სუნთქვის მძიმე უკმარისობით განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში. თუმცა, რადგან ახალი კორონავირუსი ბოლომდე შესწავლილი არაა, არ ვიცით შორეული გამოსავალი.

- რა საპრევენციო ზომებს უნდა მიმართონ პაციენტებმა სეზონური ალერგიისგან თავდასაცავად?

- გასათვალისწინებელია, რომ არსებობს მკურნალობის მეთოდი, რომელსაც ალერგენსპეციფიურ იმუნოთერაპიას ვუწოდებთ, მოიხსენიება როგორც „ანტიალერგიული აცრა“, რაც დროთა განმავლობაში მკვეთრად უმსუბუქებს სიმპტომებს პაციენტს, შესაძლოა სრულად განიკურნოს კიდეც. ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებს თუ ადრეულ ასაკში აქვთ ეს მკურნალობა ჩატარებული, სამომავლოდ დაახლოებით 70%-ით უმცირდებათ ასთმის განვითარების რისკიც. მედიკამენტების მიღება უმჯობესია გადაწყდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, პრევენციისთვის მნიშნელოვანია ალერგენების თავიდან არიდება, მაგალითად, თუ კვიპაროსზე გაქვთ ალერგია, მისი ყვავილობის დროს მოერიდეთ ქარიან ამინდში გარეთ აქტივობას, უმჯობესია სეირნობა წვიმის დროს ან შემდეგ რადგან გარკვეულწილად სუფთავდება მისი ყვავილის მტვრისგან ჰაერი, მანქანით მგზავრობისას დახურეთ ფანჯარა და გამოიყენეთ კონდინციონერი, უმჯობესია HEPA გამწმენდი ფილტრით, გამოიყენეთ სათვალე, სახლში დაბრუნებისას მიიღეთ შხაპი, რათა მოხდეს ალერგიული მტვრის ნაწილაკების ჩამორეცხვა სხეულიდან, ხშირად გამოირეცხეთ ცხვირის ლორწოვანი ზღვის მარილის შემცველი ხსნარებით, ოთახის დასუფთავება უმჯობესია მოხდეს სველი წესით და HEPA ფილტრის მქონე მტვერსასრუტით, ტანსაცმელი და თეთრეული სასურველია გაშრეს საშრობ ოთახში პრობლემურ სეზონზე.

- როგორ დაიცვან თავი სასუნთქი სისტემის სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებმა ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს?

- ახალი კორონავირუსის შესახებ ჯერ მაღალი მტკიცებულების რეკომენდაციები ბევრი არ გვაქვს, რადგან ცოტა დროა გასული და დაგროვილი მასალა სრულყოფილი არაა, თუმცა რაც გამოიკვეთა ფაქტია რომ, რისკ ჯგუფებს განეკუთვნებიან 70 წლის და მეტი ასაკის პირები, ასევე სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, ამიტომ, ასთმის მქონე პირებისთვის მნიშვნელოვანია საკონტროლო ვიზიტი ექიმთან, სიმძიმის შესაბამისი მკურნალობის ჩატარება და შეტევის შემთხვევაში, სპაზმის მომხსნელი პრეპარატის მუდმივად თან ტარება, რადგან ასთმა როგორც სხვა ნებისმიერი ინფექციის დროს, ახალი კორონავირუსის დროსაც შეიძლება გამწვავდეს.

- რა ქმედებებს მოიცავს პროფილაქტიკური ღონისძიებები კორონავირუსის პრევენციისთვის?

- რადგან ჯერ ვაქცინა არ გვაქვს, პროფილაქტიკური ღონისძიებები მოიცავს ყველა იმ ქმედებას, რაც განკუთვნილია ზოგადად გრიპისმაგვარ დაავადებებთან მიმართებაში და მოწოდებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ: თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი მოგზაურობისგან. თუ უკვე დაბრუნდნენ მოგზაურობიდან, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პირების თვითიზოლაციის წესების დაცვა, რადგან თვითშეგრძნება - „მე ეს არ დამემართება,“ უკვე არაერთხელ გახდა ოჯახის წევრებისთვის და ზოგადად მოსახლეობისთვის საბედისწერო. შესაძლო ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება სამედიცინო ნიღბის გამოყენების გარეშე. ხელის ხშირი დაბანა, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში საპნითა და წყლით, იმ შემთხვევაში, თუ წყალი დ საპონი ხელმიუწვდომელია, შეიძლება სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება . (თუმცა ბავშვებისთვის არაა რეკომენდებული სპირტის შემცველი ხსნარების გამოყენება) დაუშვებელია თვალების, ცხვირსა და პირის ღრუს დაუბანელი ხელით შეხება, ხველისა და ცემინების დროს უნდა მოხდეს პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცის ან მოხრილი იდაყვის აფარება საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის ხშირი განიავება და დალაგება სველი წესით; ბევრ ქვეყანაში უკვე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა, რადგან ვირუსი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება.

როგორ დავიცვათ პერსონალური მონაცემები პანდემიის დროს - სახელმწიფო ინსპექტორის რეკომენდაციები

გუგული მაღრაძის ინსტიტუტი ფსიქოლოგთა ჯგუფს ჩამოაყალიბებს, რომელიც კორონავირუსის გამო დასტრესილ ხალხს დაეხმარება

"კორონავირუსით ინფიცირებულ 80 წლის პაციენტის მდგომარეობა დადებითი დინამიკით მიმდინარეობს" - კლინიკის დირექტორი