საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შინაური ცხოველები და კორონავირუსი - რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ოთხფეხა მეგობრები გყავთ
შინაური ცხოველები და კორონავირუსი - რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ოთხფეხა მეგობრები გყავთ

28 თე­ბერ­ვალს ჰონგ-კონ­გში ადა­მი­ა­ნის­გან ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და. შემ­თხვე­ვის შეს­წავ­ლა და­ი­წყო რო­გორც ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ისე ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­მაც.

ჯან­მო-ს დას­კვნით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბი­სას ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გე­ნენ და ჯერ­ჯე­რო­ბით, არც ერთი მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვა არ ადას­ტუ­რებს, გა­და­დის თუ არა COVID-19 ძაღ­ლებ­ზე ან კა­ტებ­ზე, ან პი­რი­ქით ისი­ნი არი­ან თუ არა გა­დამ­ტა­ნე­ბი.

სა­კი­თხი უამ­რავ ადა­მი­ანს აინ­ტე­რე­სებს, რო­მელ­თაც სახ­ლში ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბი ჰყავს, ამი­ტომ AMBEBI.GE-მ კი­თხვე­ბით ვე­ტე­რი­ნარ მა­რი­ამ ჩხიკ­ვიშ­ვილს მი­მარ­თა:

- ჰონგ-კონ­გში აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი არ და­დას­ტურ­და. იმ ძაღლს კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თიც არ გა­მოვ­ლე­ნია. ადა­მი­ა­ნის კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გან­ხვა­ვე­ბით, ის კო­რო­ნა­ვირუ­სი, რაც ცხო­ვე­ლებს ემარ­თე­ბათ და რაც სა­ხე­ობ­რი­ვია, ისე­დაც არ­სე­ბობ­და მათ­ში და ნაწ­ლა­ვუ­რი ფორ­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს და არა ზედა სა­სუნ­თქი სის­ტე­მის ფორ­მით. ამი­ტომ, ამ ორ და­ა­ვა­დე­ბას სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს.

იმ კვლე­ვის დროს ჩათ­ვა­ლეს, რომ ვირუ­სი მოხ­ვდა ძაღ­ლის ლორ­წო­ვან გარ­სებ­ზე, რად­გა­ნაც და­ა­ვა­დე­ბულ პატ­რონ­თან ჰქონ­და შე­ხე­ბა და სხვა არა­ფე­რი.

კო­რო­ნა­ვირუ­სი ცხო­ვე­ლებ­ში, კა­ტებ­ში და ძაღ­ლებ­ში, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, აქამ­დეც არ­სე­ბობ­და ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს და­ა­ვა­დე­ბა ვლინ­დე­ბო­და და ამ სა­ხე­ო­ბებ­ში, ჩემი ღრმა რწმე­ნით, კი­დევ ბევ­რი წელი გა­მოვ­ლინ­დე­ბა, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ:

  • არა­ნა­ი­რი მსგავ­სე­ბა ადა­მი­ა­ნის კო­რო­ნა­ვირუს­თან (იგუ­ლის­ხმე­ბა სიმპტო­მე­ბი) აღ­ნიშ­ნულ ვირუსს ცხო­ვე­ლებ­ში არ აქვს;
  • ის ფაქ­ტი, რომ WHO და­ად­გი­ნა ვირუ­სის ზო­ო­ნო­ზუ­რი (ადა­მი­ა­ნი­სა და ცხო­ვე­ლის სა­ერ­თო და­ა­ვა­დე­ბა) ხა­სი­ა­თი, არ გუ­ლის­ხმობს ავ­ტო­მა­ტუ­რად ძაღ­ლი-კა­ტის ყო­ლის, ან მათ­თან კონ­ტაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში საფრ­თხეს, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჯერ არ და­უდ­გე­ნია თუ რო­მე­ლი ცხო­ვე­ლი­დან მოხ­და ვირუ­სის სა­ხეც­ვლა და ადა­მი­ან­ზე გავ­რცე­ლე­ბა;
  • ავ­ტო­მა­ტუ­რად ყვე­ლა ცხო­ვე­ლი არ არის ამ ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი, არც ქუ­ჩის და არც სახ­ლში მცხოვ­რე­ბი, მე­ტიც, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა მათ­ში საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა, მიმ­დი­ნა­რე­ობს ნაწ­ლა­ვუ­რი ფორ­მით და არ გა­აჩ­ნია ფილ­ტვის­მი­ე­რი ფორ­მა;
  • გა­ცი­ლე­ბით ხში­რად გვხვდე­ბა ცხო­ვე­ლებ­ში პარ­ვო­ვირუ­სუ­ლი ენ­ტე­რი­ტი, რო­მე­ლიც იგი­ვე ოჯა­ხის ვირუ­სებს მი­ე­კუთ­ნე­ბა, ვიდ­რე კო­რო­ნა­ვირუ­სი, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით ინ­კურ­ნე­ბა ცხო­ვე­ლებ­ში და არა­ნა­ი­რი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი არ არის

- ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ამ თე­მის ირ­გვლივ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პა­ნი­კა რას უკავ­შირ­დე­ბა და რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ ძაღ­ლე­ბის, კა­ტე­ბის პატ­რო­ნე­ბი?

- რა ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ვის­მენ­დი და რაც სა­მი­ნის­ტრო­ებ­მაც გა­ავ­რცე­ლეს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ცხო­ვე­ლებს და გან­სა­კუთ­რე­ბით, ქუ­ჩის ცხო­ვე­ლებს უნდა ერი­დონ, არას­წო­რი იყო. ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ფუძ­ველს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მოკ­ლე­ბუ­ლია (ცნო­ბის­თვის, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­შია ქუ­ჩა­ში ცხო­ვე­ლებ­თან და­უც­ვე­ლი კონ­ტაქ­ტის­გან თა­ვის არი­დე­ბა, ავტ).

არ­სე­ბობს ევ­რო­პის ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლი, რო­გორ უნდა აა­რი­დოს ადა­მი­ან­მა თავი ვირუსს, რო­გორ გა­უფრ­თხი­ლეს გა­რე­მო­ე­ბას მათი ცხო­ვე­ლე­ბის კონ­დი­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. რა ფორ­მით უნდა და­გეგ­მოს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, თუნ­დაც ძაღ­ლთან და კა­ტას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას.

ასე რომ, ცხო­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ ეტაპ­ზე პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად არ არ­სე­ბობს!"

თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ჩვე­ნი ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მა­ინც ვიზ­რუ­ნოთ და რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა ამის­თვის:

  • ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი გა­სე­ირ­ნე­ბი­სას აა­რი­დეთ კონ­ტაქტს სხვა ცხო­ვე­ლებ­თან
  • სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბი­სას სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­უ­წ­მინ­დეთ თა­თე­ბი და ჩა­მო­რე­ცხეთ ბეწ­ვი
  • გა­ას­ტე­რი­ლეთ ის ზე­და­პი­რე­ბი, რო­მელ­ზეც თქვე­ნი ცხო­ვე­ლი ხში­რად ჯდე­ბა
  • გაწ­მინ­დეთ მათი სა­თა­მა­შო ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით
  • გა­ას­ტე­რი­ლეთ მათი საკ­ვე­ბის ჯამი ხელ­თათ­მა­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით
  • თუ თა­ვად გაქვთ ვირუ­სის სიმპტო­მი, გა­ი­კე­თეთ ნი­ღა­ბი
  • მო­ე­რი­დეთ ცხო­ვე­ლის მიერ თქვენს ალოკ­ვას ან პი­რის შე­ხე­ბას კან­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

შინაური ცხოველები და კორონავირუსი - რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ოთხფეხა მეგობრები გყავთ

შინაური ცხოველები და კორონავირუსი - რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ოთხფეხა მეგობრები გყავთ

28 თებერვალს ჰონგ-კონგში ადამიანისგან შინაური ცხოველის კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევის შესწავლა დაიწყო როგორც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც.

ჯანმო-ს დასკვნით, კორონავირუსის გავრცელებისას შინაური ცხოველები საფრთხეს არ წარმოადგენენ და ჯერჯერობით, არც ერთი მეცნიერული კვლევა არ ადასტურებს, გადადის თუ არა COVID-19 ძაღლებზე ან კატებზე, ან პირიქით ისინი არიან თუ არა გადამტანები.

საკითხი უამრავ ადამიანს აინტერესებს, რომელთაც სახლში ოთხფეხა მეგობრები ჰყავს, ამიტომ AMBEBI.GE-მ კითხვებით ვეტერინარ მარიამ ჩხიკვიშვილს მიმართა:

- ჰონგ-კონგში აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა. იმ ძაღლს კლინიკური სურათიც არ გამოვლენია. ადამიანის კორონავირუსისგან განხვავებით, ის კორონავირუსი, რაც ცხოველებს ემართებათ და რაც სახეობრივია, ისედაც არსებობდა მათში და ნაწლავური ფორმით მიმდინარეობს და არა ზედა სასუნთქი სისტემის ფორმით. ამიტომ, ამ ორ დაავადებას საერთო არაფერი აქვს.

იმ კვლევის დროს ჩათვალეს, რომ ვირუსი მოხვდა ძაღლის ლორწოვან გარსებზე, რადგანაც დაავადებულ პატრონთან ჰქონდა შეხება და სხვა არაფერი.

კორონავირუსი ცხოველებში, კატებში და ძაღლებში, როგორც აღვნიშნე, აქამდეც არსებობდა ათწლეულების განმავლობაში. ეს დაავადება ვლინდებოდა და ამ სახეობებში, ჩემი ღრმა რწმენით, კიდევ ბევრი წელი გამოვლინდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ:

  • არანაირი მსგავსება ადამიანის კორონავირუსთან (იგულისხმება სიმპტომები) აღნიშნულ ვირუსს ცხოველებში არ აქვს;
  • ის ფაქტი, რომ WHO დაადგინა ვირუსის ზოონოზური (ადამიანისა და ცხოველის საერთო დაავადება) ხასიათი, არ გულისხმობს ავტომატურად ძაღლი-კატის ყოლის, ან მათთან კონტაქტის შემთხვევაში საფრთხეს, ვინაიდან აღნიშნულ ორგანიზაციას ჯერ არ დაუდგენია თუ რომელი ცხოველიდან მოხდა ვირუსის სახეცვლა და ადამიანზე გავრცელება;
  • ავტომატურად ყველა ცხოველი არ არის ამ ვირუსის მატარებელი, არც ქუჩის და არც სახლში მცხოვრები, მეტიც, აღნიშნული დაავადება მათში საკმაოდ იშვიათად გვხვდება, მიმდინარეობს ნაწლავური ფორმით და არ გააჩნია ფილტვისმიერი ფორმა;
  • გაცილებით ხშირად გვხვდება ცხოველებში პარვოვირუსული ენტერიტი, რომელიც იგივე ოჯახის ვირუსებს მიეკუთნება, ვიდრე კორონავირუსი, რომელიც წარმატებით ინკურნება ცხოველებში და არანაირი საფრთხის შემცველი არ არის

- ჩვენს მოსახლეობაში ამ თემის ირგვლივ გავრცელებული პანიკა რას უკავშირდება და როგორ უნდა მოიქცნენ ძაღლების, კატების პატრონები?

- რა ინფორმაციასაც ვისმენდი და რაც სამინისტროებმაც გაავრცელეს, რომ ადამიანები ცხოველებს და განსაკუთრებით, ქუჩის ცხოველებს უნდა ერიდონ, არასწორი იყო. ეს ინფორმაცია საფუძველს აბსოლუტურად მოკლებულია (ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებშია ქუჩაში ცხოველებთან დაუცველი კონტაქტისგან თავის არიდება, ავტ).

არსებობს ევროპის ვეტერინარული ასოციაციის მიერ გავრცელებული პროტოკოლი, როგორ უნდა აარიდოს ადამიანმა თავი ვირუსს, როგორ გაუფრთხილეს გარემოებას მათი ცხოველების კონდიციის გათვალისწინებით. რა ფორმით უნდა დაგეგმოს ღონისძიებები, თუნდაც ძაღლთან და კატასთან ურთიერთობისას.

ასე რომ, ცხოველებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს!"

თუმცა აუცილებელია, ჩვენი ოთხფეხა მეგობრების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე მაინც ვიზრუნოთ და რამდენიმე რჩევა ამისთვის:

  • შინაური ცხოველი გასეირნებისას აარიდეთ კონტაქტს სხვა ცხოველებთან
  • სახლში დაბრუნებისას საგულდაგულოდ გაუწმინდეთ თათები და ჩამორეცხეთ ბეწვი
  • გაასტერილეთ ის ზედაპირები, რომელზეც თქვენი ცხოველი ხშირად ჯდება
  • გაწმინდეთ მათი სათამაშო ანტისეპტიკური საშუალებით
  • გაასტერილეთ მათი საკვების ჯამი ხელთათმანების გამოყენებით
  • თუ თავად გაქვთ ვირუსის სიმპტომი, გაიკეთეთ ნიღაბი
  • მოერიდეთ ცხოველის მიერ თქვენს ალოკვას ან პირის შეხებას კანზე

LIVE: გადაცემა "სპორტალი" - სტუმრები: ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე და მოფარიკავე სანდრო ბაზაძე

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კორონავირუსის სიმპტომები აქვთ - ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია

"3 ადამიანი, რომელთაც კორონავირუსი ახლახან დაუდასტურდა, ერთი ოჯახის წევრები არიან და მათი მოგზაურობის ისტორია აშშ-ს უკავშირდება"