Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ომზე უარესია“ - უმძიმესი მდგომარეობა იტალიაში, სადაც კუბოების დეფიციტია, გარდაცვლილთა ახლობლები კი დაკრძალვის რიგს ელოდებიან
"ეს ომზე უარესია“ - უმძიმესი მდგომარეობა იტალიაში, სადაც კუბოების დეფიციტია, გარდაცვლილთა ახლობლები კი დაკრძალვის რიგს ელოდებიან

იტა­ლი­ა­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით, COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი ყო­ველ დღე მკვეთ­რად იზ­რდე­ბა. გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ქვე­ყა­ნამ უკვე ჩი­ნეთს გა­ას­წრო. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სით 41 035 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, 3405 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 4440 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა მთელ ქვე­ყა­ნა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ბერ­გა­მო­ში, სა­დაც გარ­დაც­ვლილ­თა დაკ­რძალ­ვა­სა და კრე­მა­ცი­ა­ზე რი­გე­ბია. დამ­კრძა­ლა­ვი ბი­უ­რო­ე­ბი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ.

ადა­მი­ა­ნე­ბი სიის მი­ხედ­ვით ელო­დე­ბი­ან, რო­დის მოვა მათი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დაკ­რძალ­ვი­სა და კრე­მა­ცი­ის რიგი. Washington Post-ის ცნო­ბით, გა­დავ­სე­ბუ­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­სა და სა­საფ­ლა­ო­ე­ბის მორ­გე­ბი.

იტა­ლი­ა­ში მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი. იკ­რძა­ლე­ბა 10-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა, ამი­ტო­მაც დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ას მხო­ლოდ მღვდე­ლი და რამ­დე­ნი­მე ნა­თე­სა­ვი ეს­წრე­ბა. საფ­ლა­ვე­ბი და­ხუ­რუ­ლია და უკვე დაკ­რძა­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნის საფ­ლავ­ზე მის­ვლის უფ­ლე­ბა ახ­ლობ­ლებს არ აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ
16:09 / 19-03-2020

"დღესაც მჯერა, რომ ადამიანმა რომელსაც კორონავირუსი აქვს, სახლის პირობებში უნდა იმკურნალოს" - რას წერს იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ

09:01 / 21-03-2020

"თავიდანვე უნდა ჩაგეკეტათ საზღვრები" - ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ჩინეთში, რომელიც შვილებთან ერთად ორი თვე კარანტინში ცხოვრობდა

10:43 / 21-03-2020

"პანიკის ასაცილებლად პაციენტებს პნევმონიის დიაგნოზს უსვამენ" - რუსების პროტესტი კორონავირუსზე დამალულ სტატისტიკაზე და მიმართვა პუტინს

12:11 / 21-03-2020

"კორონავირუსის გამო ყველა ტაძარი დაიკეტა... ასეთი რამ 700 წელია არ მომხდარა" - რას ჰყვება ინდოეთში მცხოვრები ქართველი მხატვარი

22:36 / 22-03-2020

ესპანეთის კლინიკებში ადგილები აღარ ჰყოფნით - საგამოფენო დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყო (ფოტოები)

ნა­თე­სა­ვებს გარ­დაც­ვლი­ლის ცხედ­რის ნახ­ვის უფ­ლე­ბაც არ აქვთ, რად­გა­ნაც, შე­საძ­ლოა, ის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენ­დეს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. საფრ­თხის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით კი, მათ გარ­დაც­ვლი­ლის ცხედ­რის ნახ­ვა და მას­თან გა­მომ­შვი­დო­ბე­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ.

"ვფიქ­რობ, ეს ომზე უა­რე­სია. რამ­დე­ნი­მე დღეა კრე­მა­ცი­ის­თვის ჩვენს რიგს ვე­ლო­დე­ბით“ - ამ­ბობს იტა­ლი­ე­ლი მარ­ტა ტეს­ტა, რომ­ლის მა­მაც COVID-19-ით გარ­და­იც­ვა­ლა.

მისი თქმით, მამა კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ არ უნა­ხავს და ახლა არც ცხედ­რის ნახ­ვის უფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ ადა­მი­ა­ნებს, რომ დაკ­რძალ­ვის ნაც­ვლად კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი დაწ­ვან, ამის გამო კრე­მა­ტო­რი­უ­მებ­ში არ­ნა­ხუ­ლი რი­გე­ბია.

ბერ­გა­მო­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­დან სა­საფ­ლა­ო­ზე მიც­ვა­ლე­ბულ­თა ცხედ­რე­ბის გა­და­სას­ვე­ნებ­ლად ჯარი გა­მო­იყ­ვა­ნეს. მათ ერ­თდრო­უ­ლად 65 ცხე­და­რი გა­და­ას­ვე­ნეს, რაც უმ­ძი­მე­სი სა­ნა­ხა­ვი იყო.

დე­ფი­ცი­ტია კუ­ბო­ებ­ზე. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ოჯა­ხე­ბი კუ­ბოს ვერ შო­უ­ლო­ბენ და მიც­ვა­ლე­ბუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოთახ­ში ჰყავთ. ოთახ­ში შეს­ვლა კი აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ, რად­გა­ნაც შე­საძ­ლოა ვირუ­სის გა­და­დე­ბის საფრ­თხე არ­სე­ბობ­დეს.

"88 წლის მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა გუ­შინ. მას რამ­დე­ნი­მე დღე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ჰქონ­და. ვერ დავ­რე­კეთ სას­წრა­ფო­ში, იმი­ტომ რომ ხა­ზე­ბი ყო­ველ­თვის გა­დატ­ვირ­თუ­ლია. ის მარ­ტო, თა­ვის ოთახ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. კუბო ვერ იშო­ვეს და ცხე­და­რი თა­ვი­სი­ვე ოთახ­შია, ნა­თე­სა­ვებს კი ოთახ­ში შეს­ვლა აუკ­რძა­ლეს მა­ნამ­დე, სა­ნამ კუ­ბოს იშო­ვი­ან“, - უყ­ვე­ბა Guardian-ს იტა­ლი­ე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

რო­გორც "გარ­დი­ა­ნი“ წერს, ბერ­გა­მო­ში 80 დამ­კრძა­ლა­ვი ბი­უ­როა და ყვე­ლა მათ­გა­ნი სა­ათ­ში ოც ზარს იღებს. ყვე­ლა­ფერს ისიც ემა­ტე­ბა, რომ დამ­კრძა­ლა­ვი ბი­უ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და ეს საქ­მეს კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს.

იტა­ლი­ე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­შინ­ლად უმ­ძიმთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ყო­ვე­ლი­ვეს­თან გამ­კლა­ვე­ბა. "საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვა და მერე ის, რომ გარ­დაც­ვლილ­საც ვერ ნა­ხუ­ლობ და საფ­ლავ­ზეც ვერ მი­დი­ხარ, უდი­დე­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სია" - ამ­ბობს ერთ-ერთი იტა­ლი­ე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zura
34

რატომ წერთ ამას, ამით ხომ ხალხს აპანიკებთ

rasa
2

წარმოუდგენელი საშინელებაა :(

ავტორი:

"ეს ომზე უარესია“ - უმძიმესი მდგომარეობა იტალიაში, სადაც კუბოების დეფიციტია, გარდაცვლილთა ახლობლები კი დაკრძალვის რიგს ელოდებიან

"ეს ომზე უარესია“ - უმძიმესი მდგომარეობა იტალიაში, სადაც კუბოების დეფიციტია, გარდაცვლილთა ახლობლები კი დაკრძალვის რიგს ელოდებიან

იტალიაში ახალი კორონავირუსით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ დღე მკვეთრად იზრდება. გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ქვეყანამ უკვე ჩინეთს გაასწრო. ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით 41 035 ადამიანი დაინფიცირდა, 3405 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 4440 გამოჯანმრთელდა.

რთული ვითარებაა მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი, ბერგამოში, სადაც გარდაცვლილთა დაკრძალვასა და კრემაციაზე რიგებია. დამკრძალავი ბიუროები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

ადამიანები სიის მიხედვით ელოდებიან, როდის მოვა მათი მიცვალებულის დაკრძალვისა და კრემაციის რიგი. Washington Post-ის ცნობით, გადავსებულია საავადმყოფოებისა და სასაფლაოების მორგები.

იტალიაში მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. იკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება, ამიტომაც დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ მღვდელი და რამდენიმე ნათესავი ესწრება. საფლავები დახურულია და უკვე დაკრძალული ადამიანის საფლავზე მისვლის უფლება ახლობლებს არ აქვთ.

ნათესავებს გარდაცვლილის ცხედრის ნახვის უფლებაც არ აქვთ, რადგანაც, შესაძლოა, ის საფრთხეს წარმოადგენდეს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით კი, მათ გარდაცვლილის ცხედრის ნახვა და მასთან გამომშვიდობება ეკრძალებათ.

"ვფიქრობ, ეს ომზე უარესია. რამდენიმე დღეა კრემაციისთვის ჩვენს რიგს ველოდებით“ - ამბობს იტალიელი მარტა ტესტა, რომლის მამაც COVID-19-ით გარდაიცვალა.

მისი თქმით, მამა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ არ უნახავს და ახლა არც ცხედრის ნახვის უფლებას აძლევენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები რეკომენდაციას უწევენ ადამიანებს, რომ დაკრძალვის ნაცვლად კორონავირუსით გარდაცვლილის ცხედარი დაწვან, ამის გამო კრემატორიუმებში არნახული რიგებია.

ბერგამოში საავადმყოფოებიდან სასაფლაოზე მიცვალებულთა ცხედრების გადასასვენებლად ჯარი გამოიყვანეს. მათ ერთდროულად 65 ცხედარი გადაასვენეს, რაც უმძიმესი სანახავი იყო.

დეფიციტია კუბოებზე. არის შემთხვევები, როცა ოჯახები კუბოს ვერ შოულობენ და მიცვალებული დღეების განმავლობაში ოთახში ჰყავთ. ოთახში შესვლა კი აკრძალული აქვთ, რადგანაც შესაძლოა ვირუსის გადადების საფრთხე არსებობდეს.

"88 წლის მამაკაცი გარდაიცვალა გუშინ. მას რამდენიმე დღე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ვერ დავრეკეთ სასწრაფოში, იმიტომ რომ ხაზები ყოველთვის გადატვირთულია. ის მარტო, თავის ოთახში გარდაიცვალა. კუბო ვერ იშოვეს და ცხედარი თავისივე ოთახშია, ნათესავებს კი ოთახში შესვლა აუკრძალეს მანამდე, სანამ კუბოს იშოვიან“, - უყვება Guardian-ს იტალიელი მასწავლებელი.

როგორც "გარდიანი“ წერს, ბერგამოში 80 დამკრძალავი ბიუროა და ყველა მათგანი საათში ოც ზარს იღებს. ყველაფერს ისიც ემატება, რომ დამკრძალავი ბიუროების თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია და ეს საქმეს კიდევ უფრო ართულებს.

იტალიელები ამბობენ, რომ საშინლად უმძიმთ ფსიქოლოგიურად ყოველივესთან გამკლავება. "საყვარელი ადამიანის დაკარგვა და მერე ის, რომ გარდაცვლილსაც ვერ ნახულობ და საფლავზეც ვერ მიდიხარ, უდიდესი ფსიქოლოგიური სტრესია" - ამბობს ერთ-ერთი იტალიელი.

ესპანეთის კლინიკებში ადგილები აღარ ჰყოფნით - საგამოფენო დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყო (ფოტოები)

ანგელა მერკელი კარანტინში გადაიყვანეს

პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდასტურდა