მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სინგაპურში COVID-19-ით ინფიცირებულთა კონტაქტებს დეტექტივები ავლენენ - "ეს ფაზლებს ჰგავს, 24 საათი ვმუშაობთ მათ ამოსახსნელად"
სინგაპურში COVID-19-ით ინფიცირებულთა კონტაქტებს დეტექტივები ავლენენ - "ეს ფაზლებს ჰგავს, 24 საათი ვმუშაობთ მათ ამოსახსნელად"

კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის კუ­თხით, სინ­გა­პუ­რი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა. ამ დრო­ის­თვის COVID-19-ით იქ 345 ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და მათ შო­რის 124 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

რო­გორც BBC წერს, კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი ქვე­ყა­ნა­ში 2020 წლის შუა რი­ცხვებ­ში გა­მოვ­ლინ­და, მას შემ­დეგ, რაც ჩი­ნე­თი­დან ტუ­რის­ტე­ბის 20 კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ჩა­ვი­და. ისი­ნი ეწ­ვივ­ნენ სხვა­დას­ხვა ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს, კა­ფე­ებს, ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს და ოთხ დღე­ში ქვე­ყა­ნა და­ტო­ვეს.

თუმ­ცა, მა­ლე­ვე მათ­თან კონ­ტაქ­ტში მყოფ სინ­გა­პუ­რელ ადა­მი­ა­ნებს კო­რო­ნა­ვირუ­სი აღ­მო­აჩ­ნდათ. თავ­და­პირ­ვე­ლად COVID-19 აღ­მო­აჩ­ნდა ერთ-ერთი აფ­თი­ა­ქის გამ­ყიდ­ველ ქალს, რო­მელ­მაც ვირუ­სი თა­ვის ქმარს, ასე­ვე 6 თვის ბავ­შვს და ინ­დო­ნე­ზი­ელ დამ­ხმა­რე ქალს გა­დას­დო.

ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბის დღი­დან­ვე სა­ხელ­მწი­ფომ მკაც­რი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა და­ი­წყო და სწო­რედ ამას მი­ა­წე­რენ კო­რო­ნა­ვირუს­თან წარ­მა­ტე­ბულ ბრძო­ლას.

მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათი წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო მკურ­ნა­ლო­ბის რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ მე­თოდ­ში არ არის. მათი სა­ი­დუმ­ლო და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე გა­მოვ­ლე­ნაა, რაც ექი­მებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რომ წარ­მა­ტე­ბით უმ­კურ­ნა­ლონ ინ­ფი­ცი­რე­ბულს და გა­მო­ა­ჯან­მრთე­ლონ.

რო­გორ ავ­ლე­ნენ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე?

სინ­გა­პურ­ში კონ­ტაქ­ტე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბია შექ­მნი­ლი, რომ­ლე­ბიც 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ გარ­და ამი­სა, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის კონ­ტაქ­ტებს ეძე­ბენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დე­ტექ­ტი­ვე­ბიც. ისი­ნი იყე­ნე­ბენ ყვე­ლა რე­სურსს მათ სა­პოვ­ნე­ლად და ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევთ, რომ და­ა­ვა­დე­ბა ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე გა­მო­ავ­ლი­ნონ.

"ეს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ასე რომ არ ვიქ­ცე­ო­დეთ, და­ა­ვა­დე­ბულ­თა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა და ბევ­რი გარ­დაც­ვლი­ლი გვე­ყო­ლე­ბო­და,“ - ამ­ბობს დე­ტექ­ტი­ვე­ბის ერთ-ერთი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი ზუ­ბა­ი­და სა­ი­დი.

მისი თქმით, კონ­ტაქ­ტე­ბის ძი­ე­ბა ფაზ­ლებს ჰგავს და დე­ტექ­ტი­ვე­ბი 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ მათ ამო­სახ­სნე­ლად. ისი­ნი იყე­ნე­ბენ ყვე­ლა მე­თოდს, მო­ნა­ცემ­თა ანა­ლიზს, ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ას, ფა­რუ­ლი კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რებს, ეძე­ბენ ადა­მი­ა­ნებს იმის იხედ­ვით, თუ სად გა­მო­ი­ყე­ნა საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თი, ან ელექტრო­ნუ­ლი გა­სა­ღე­ბი.

ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა კონ­ტაქ­ტე­ბის პოვ­ნის პრო­ცეს­ში სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბიც არი­ან ჩარ­თულ­ნი. "რო­ი­ტერ­სის" ფოტო

მე­დი­ცი­ნის ექ­სპერ­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი ჯერ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა სწო­რედ ასე­თი მუ­შა­ო­ბაა. იმა­საც აცხა­დე­ბენ, რომ გარ­და­უ­ვა­ლია ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სით ვინ­მე არ გარ­და­იც­ვა­ლოს, მაგ­რამ პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, რომ სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, მსხვერ­პლი ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა.

სინ­გა­პუ­რე­ლი ქალი, ჯული იხ­სე­ნებს, რომ მას შემ­დეგ, რაც ექი­მებ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტუ­რეს, სის­ტე­მა ამუ­შავ­და.

"კლი­ნი­კა­ში ვი­წე­ქი როცა და­მი­რე­კეს და ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­მომ­კი­თხეს, თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი, თუ რას ვა­კე­თებ­დი ბოლო 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. გა­მომ­კი­თხეს ვის­თან ერ­თად ვი­ყა­ვი, რას ვა­კე­თებ­დი, შე­ად­გი­ნეს სია. ისი­ნი ეძებ­დნენ ახლო კონ­ტაქ­ტებს, მათ, ვის­თა­ნაც 30 წუთ­ზე მეტი გა­ვა­ტა­რე და­ახ­ლო­ე­ბით 2 მეტ­რის მან­ძილ­ზე“, - ამ­ბობს ჯული და იხ­სე­ნებს, რომ მისი გა­მო­კი­თხვა 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და 50 კონ­ტაქ­ტი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ყვე­ლა მათ­განს და­უ­კავ­შირ­და და ყვე­ლა მათ­გა­ნი კა­რან­ტინ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. არც ერთ მათ­განს კო­რო­ნა­ვირუ­სი არ აღ­მო­აჩ­ნდა, თუმ­ცა ასეც რომ ყო­ფი­ლი­ყო, სა­ხი­ფა­თო არ იქ­ნე­ბო­და, რად­გა­ნაც სა­წყის ეტაპ­ზე­ვე იქ­ნე­ბო­და გა­მოვ­ლე­ნი­ლი. სინ­გა­პურ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით სწო­რედ ასეა გა­მოვ­ლე­ნი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა, ად­რე­ულ ეტაპ­ზე და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქით, ამის გამო ხერ­ხდე­ბა ის, რომ ჯერ არ ჰყავთ მსხვერ­პლი და ასე­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ფერ­ხდე­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა.

კონ­ტაქ­ტე­ბის გა­მო­სავ­ლენ ამ სის­ტე­მას "ოქ­როს სტან­დარტს“ უწო­დე­ბენ და გან­სხვა­ვე­ბით აშშ-სგან და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის­გან სინ­გა­პურ­ში მას კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან იყე­ნე­ბენ.

გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სით 245 912 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ­გან 10 048 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, 88 465 კი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

სინგაპურში COVID-19-ით ინფიცირებულთა კონტაქტებს დეტექტივები ავლენენ - "ეს ფაზლებს ჰგავს, 24 საათი ვმუშაობთ მათ ამოსახსნელად"

სინგაპურში COVID-19-ით ინფიცირებულთა კონტაქტებს დეტექტივები ავლენენ - "ეს ფაზლებს ჰგავს, 24 საათი ვმუშაობთ მათ ამოსახსნელად"

კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, სინგაპური ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. ამ დროისთვის COVID-19-ით იქ 345 ადამიანია ინფიცირებული და მათ შორის 124 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

როგორც BBC წერს, კორონავირუსის შემთხვევები ქვეყანაში 2020 წლის შუა რიცხვებში გამოვლინდა, მას შემდეგ, რაც ჩინეთიდან ტურისტების 20 კაციანი ჯგუფი ჩავიდა. ისინი ეწვივნენ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს, კაფეებს, ხალხმრავალ ადგილებს და ოთხ დღეში ქვეყანა დატოვეს.

თუმცა, მალევე მათთან კონტაქტში მყოფ სინგაპურელ ადამიანებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ. თავდაპირველად COVID-19 აღმოაჩნდა ერთ-ერთი აფთიაქის გამყიდველ ქალს, რომელმაც ვირუსი თავის ქმარს, ასევე 6 თვის ბავშვს და ინდონეზიელ დამხმარე ქალს გადასდო.

ვირუსის დადასტურების დღიდანვე სახელმწიფომ მკაცრი ზომების გატარება დაიწყო და სწორედ ამას მიაწერენ კორონავირუსთან წარმატებულ ბრძოლას.

მედიკოსები ამბობენ, რომ მათი წარმატების საიდუმლო მკურნალობის რაიმე განსაკუთრებულ მეთოდში არ არის. მათი საიდუმლო დაავადების ადრეულ ეტაპზევე გამოვლენაა, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს, რომ წარმატებით უმკურნალონ ინფიცირებულს და გამოაჯანმრთელონ.

როგორ ავლენენ ინფიცირებულებს ადრეულ ეტაპზევე?

სინგაპურში კონტაქტების გამოსავლენად სპეციალური მობილური ჯგუფებია შექმნილი, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, მაგრამ გარდა ამისა, ინფიცირებულის კონტაქტებს ეძებენ პროფესიონალი დეტექტივებიც. ისინი იყენებენ ყველა რესურსს მათ საპოვნელად და ეს შესაძლებლობას აძლევთ, რომ დაავადება ადრეულ ეტაპზევე გამოავლინონ.

"ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ასე რომ არ ვიქცეოდეთ, დაავადებულთა კატასტროფული რაოდენობა და ბევრი გარდაცვლილი გვეყოლებოდა,“ - ამბობს დეტექტივების ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელი ზუბაიდა საიდი.

მისი თქმით, კონტაქტების ძიება ფაზლებს ჰგავს და დეტექტივები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მათ ამოსახსნელად. ისინი იყენებენ ყველა მეთოდს, მონაცემთა ანალიზს, ვიზუალიზაციას, ფარული კამერის ჩანაწერებს, ეძებენ ადამიანებს იმის იხედვით, თუ სად გამოიყენა საკრედიტო ბარათი, ან ელექტრონული გასაღები.

ინფიცირებულთა კონტაქტების პოვნის პროცესში სამხედრო მოსამსახურეებიც არიან ჩართულნი. "როიტერსის" ფოტო

მედიცინის ექსპერტების განმარტებით, მთავარი მიზეზი იმისა, რომ გარდაცვალების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა სწორედ ასეთი მუშაობაა. იმასაც აცხადებენ, რომ გარდაუვალია ქვეყანაში ვირუსით ვინმე არ გარდაიცვალოს, მაგრამ პროგნოზირებენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მსხვერპლი ნაკლები იქნება.

სინგაპურელი ქალი, ჯული იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც ექიმებმა კორონავირუსი დაუდასტურეს, სისტემა ამუშავდა.

"კლინიკაში ვიწექი როცა დამირეკეს და ყველა დეტალი გამომკითხეს, თითოეული ნაბიჯი, თუ რას ვაკეთებდი ბოლო 7 დღის განმავლობაში. გამომკითხეს ვისთან ერთად ვიყავი, რას ვაკეთებდი, შეადგინეს სია. ისინი ეძებდნენ ახლო კონტაქტებს, მათ, ვისთანაც 30 წუთზე მეტი გავატარე დაახლოებით 2 მეტრის მანძილზე“, - ამბობს ჯული და იხსენებს, რომ მისი გამოკითხვა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა 50 კონტაქტი და ჯანდაცვის სამინისტრო ყველა მათგანს დაუკავშირდა და ყველა მათგანი კარანტინში გადაიყვანეს. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, სახიფათო არ იქნებოდა, რადგანაც საწყის ეტაპზევე იქნებოდა გამოვლენილი. სინგაპურში ჯერჯერობით სწორედ ასეა გამოვლენილი კორონავირუსის ყველა შემთხვევა, ადრეულ ეტაპზე და ოფიციალური პირების თქით, ამის გამო ხერხდება ის, რომ ჯერ არ ჰყავთ მსხვერპლი და ასევე მნიშვნელოვნად ფერხდება ვირუსის გავრცელება.

კონტაქტების გამოსავლენ ამ სისტემას "ოქროს სტანდარტს“ უწოდებენ და განსხვავებით აშშ-სგან და ევროპის ქვეყნებისგან სინგაპურში მას კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან იყენებენ.

გლობალური მასშტაბით კორონავირუსით 245 912 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 10 048 პაციენტი გარდაიცვალა, 88 465 კი გამოჯანმრთელდა.

დამანგრეველი მიწისძვრა ხორვატიაში და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები - უმძიმესი ფოტოები ზაგრებიდან

FBI-ის შეფი, რომლისაც აშშ-ს პრეზიდენტებსაც კი ეშინოდათ

ესპანეთში საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იტევს - ადამიანებს კლინიკების დერეფნებში მკურნალობენ