სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო
როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო

ამე­რი­კუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო, 26 წლის ქეთა ოთა­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ კა­ი­ზერსლა­უ­ტერნ­ში მდე­ბა­რე NATO-ს ბა­ზა­ზე იმ­ყო­ფე­ბა, AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რა პრე­ვენ­ცი­ულ ზო­მებს ატა­რე­ბენ ბა­ზა­ზე ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის.

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ქა­ლის თქმით, მე­თა­უ­რო­ბა ცდი­ლობს, ბა­ზა­ზე მცხოვ­რე­ბი ჯა­რის­კა­ცე­ბი ვირუ­სის­გან და­იც­ვას და მოწ­მდე­ბა ყვე­ლა, ვინც ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­დის. მაქ­სი­მა­ლუ­რად გამ­კაც­რე­ბუ­ლია სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ზო­მე­ბი.

- თქვენს ბა­ზა­ზე იყო ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა?

- არა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩვენს ბა­ზა­ზე არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. მომ­დევ­ნო 1 წელი აქ უნდა ვიყო. სამ­ხედ­რო­ე­ბი, უმე­ტე­სად ბა­ზა­ზე ვცხოვ­რობთ და ჩვე­ნი­ვე ბა­ზას ვა­კონ­ტრო­ლებთ. ეს არის სა­მე­დი­ცი­ნო ბა­ტა­ლი­ო­ნი და სი­მარ­თლე გი­თხრათ, დი­დად არ გვე­ში­ნია, პა­ნი­კა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია. და­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რეთ შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა და მომ­ზა­დე­ბა, სრულ მზად­ყოფ­ნა­ში ვართ... სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი გრა­ფი­კით.

ამ ეტაპ­ზე, ყვე­ლა­ნა­ი­რი წვრთნე­ბი და ვარ­ჯი­შე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია. მე­თა­უ­რო­ბამ მოგ­ვცა შე­სა­ბა­მი­სი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი - ცდი­ლო­ბენ, ერ­თმა­ნეთ­თან ახლო კონ­ტაქ­ტში არ ვი­ყოთ, თუმ­ცა, ძვე­ლე­ბურ ტემპში ვმუ­შა­ობთ.

- მოწ­მდე­ბა ყვე­ლა შე­მომ­სვლე­ლი, მათ შო­რის, რო­გორც სამ­ხედ­რო, ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი?

- დიახ, ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­დი­ან სხვა­დას­ხვა პი­რე­ბი, მათ შო­რის კონ­ტრაქ­ტო­რე­ბიც და მათ ვა­მოწ­მებთ, ვე­კი­თხე­ბით, სად იყ­ვნენ, რა გა­რე­მოც­ვა­ში, ვის­თან ჰქონ­დათ კონ­ტაქ­ტი... ყვე­ლა­ნი გულ­წრფე­ლე­ბი არი­ან და ყვე­ლა­ფერს ღიად გვიყ­ვე­ბი­ან. ცდი­ლო­ბენ პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ხა­ტონ ჩვენს მი­მართ, ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ ჩვენს შრო­მას და ყვე­ლა ჩვენს მი­თი­თე­ბას უსი­ტყვოდ ას­რუ­ლე­ბენ...

ზო­გა­დად, ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა ზედ­მი­წევ­ნით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად ტარ­დე­ბა, თუმ­ცა ახლა სრუ­ლი­ად სხვა რე­ჟიმ­ზე გა­და­ვე­დით - მაქ­სი­მა­ლუ­რი წეს­რი­გი და მო­ბი­ლი­ზა­ცი­აა.

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ პრო­ფე­სი­ად სამ­ხედ­რო საქ­მე?

- პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი გოგო ვარ, ვინც მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ქვეყ­ნის ძლი­ერ არ­მი­ა­ში მსა­ხუ­რობს. ყო­ველ­თვის მინ­დო­და ჯარ­ში მემ­სა­ხუ­რა და ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნე... კონ­ტრაქ­ტი 3 წელ­სა და 20 კვი­რას გრძელ­დე­ბა... ჩემი სფე­როა ლო­ჯის­ტი­კა, ანუ ქვე­და­ნა­ყო­ფის მო­მა­რა­გე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბა ვარ­ჩიე. თუმ­ცა მა­ნამ­დე იყო 70 დღი­ა­ნი ურ­თუ­ლე­სი სა­წყი­სი მომ­ზა­დე­ბის კურ­სი....

გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი იყო პირ­ვე­ლი კვი­რა, რო­მელ­საც "წი­თელ ფა­ზას" ვე­ძახ­დით. ტე­ლე­ფო­ნე­ბი ჩა­მოგ­ვარ­თვეს და გა­რე­სამ­ყა­როს­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი კავ­ში­რი გავ­წყვი­ტეთ, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ოთახ­ში თით­ქმის არ შევ­დი­ო­დით, დღე­ში 16 სა­ა­თი გა­რეთ ვი­ყა­ვით და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გვი­წევ­და ფი­ზი­კუ­რი და მენ­ტა­ლუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი... გახ­სე­ნე­ბაც მი­ჭირს.

ასე რომ, საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­ზა­დე­ბა გა­ვი­ა­რეთ და კო­რო­ნა ვირუს­მა არ უნდა შეგ­ვა­ში­ნოს!

წეს­რი­გი და დის­ციპ­ლი­ნა არის ამე­რი­კუ­ლი ჯა­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი. ახლა სწო­რედ ის დროა, რო­დე­საც უნდა და­ვამ­ტკი­ცოთ, რომ სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნით, ასე­თი პრობ­ლე­მის შე­ჩე­რე­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა.

"ჯა­რის­კა­ცის ფიც­ში” გვი­წე­რია, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ერ­თნა­ი­რად ძლი­ე­რე­ბი უნდა ვი­ყოთ. თუ მენ­ტა­ლუ­რად ძლი­ე­რი ხარ, ყვე­ლა­ფერს გა­და­ლა­ხავ!

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
2

წარმატებები. უფალი გფარავდეს

ana
7

yochag shen carmatebebiii

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო

ამერიკული შეიარაღებული ძალების ქართველი სამხედრო, 26 წლის ქეთა ოთარაშვილი, რომელიც ამჟამად გერმანიაში, ქალაქ კაიზერსლაუტერნში მდებარე NATO-ს ბაზაზე იმყოფება, AMBEBI.GE-ს უყვება, რა პრევენციულ ზომებს ატარებენ ბაზაზე ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის.

ქართველი სამხედრო ქალის თქმით, მეთაურობა ცდილობს, ბაზაზე მცხოვრები ჯარისკაცები ვირუსისგან დაიცვას და მოწმდება ყველა, ვინც ტერიტორიაზე შედის. მაქსიმალურად გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური ზომები.

- თქვენს ბაზაზე იყო ვირუსის გამოვლენის შემთხვევა?

- არა, ჯერჯერობით, ჩვენს ბაზაზე არ დაფიქსირებულა. მომდევნო 1 წელი აქ უნდა ვიყო. სამხედროები, უმეტესად ბაზაზე ვცხოვრობთ და ჩვენივე ბაზას ვაკონტროლებთ. ეს არის სამედიცინო ბატალიონი და სიმართლე გითხრათ, დიდად არ გვეშინია, პანიკაზე საუბარი ზედმეტია. დამატებით გავიარეთ შესაბამისი ცოდნა და მომზადება, სრულ მზადყოფნაში ვართ... სამუშაო საათები გადანაწილებული გვაქვს სპეციალური გრაფიკით.

ამ ეტაპზე, ყველანაირი წვრთნები და ვარჯიშები შეჩერებულია. მეთაურობამ მოგვცა შესაბამისი ინსტრუქციები - ცდილობენ, ერთმანეთთან ახლო კონტაქტში არ ვიყოთ, თუმცა, ძველებურ ტემპში ვმუშაობთ.

- მოწმდება ყველა შემომსვლელი, მათ შორის, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები?

- დიახ, ბაზის ტერიტორიაზე შემოდიან სხვადასხვა პირები, მათ შორის კონტრაქტორებიც და მათ ვამოწმებთ, ვეკითხებით, სად იყვნენ, რა გარემოცვაში, ვისთან ჰქონდათ კონტაქტი... ყველანი გულწრფელები არიან და ყველაფერს ღიად გვიყვებიან. ცდილობენ პატივისცემა გამოხატონ ჩვენს მიმართ, ძალიან აფასებენ ჩვენს შრომას და ყველა ჩვენს მითითებას უსიტყვოდ ასრულებენ...

ზოგადად, ეს არის ადგილი, სადაც ყველა ღონისძიება ზედმიწევნით ორგანიზებულად ტარდება, თუმცა ახლა სრულიად სხვა რეჟიმზე გადავედით - მაქსიმალური წესრიგი და მობილიზაციაა.

- რატომ აირჩიეთ პროფესიად სამხედრო საქმე?

- პირველი ქართველი გოგო ვარ, ვინც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნის ძლიერ არმიაში მსახურობს. ყოველთვის მინდოდა ჯარში მემსახურა და ოცნება ავიხდინე... კონტრაქტი 3 წელსა და 20 კვირას გრძელდება... ჩემი სფეროა ლოჯისტიკა, ანუ ქვედანაყოფის მომარაგების სპეციალობა ვარჩიე. თუმცა მანამდე იყო 70 დღიანი ურთულესი საწყისი მომზადების კურსი....

განსაკუთრებით რთული იყო პირველი კვირა, რომელსაც "წითელ ფაზას" ვეძახდით. ტელეფონები ჩამოგვართვეს და გარესამყაროსთან ყველანაირი კავშირი გავწყვიტეთ, რაც ძალიან რთული იყო. მთელი დღის განმავლობაში, ოთახში თითქმის არ შევდიოდით, დღეში 16 საათი გარეთ ვიყავით და ამ დროის განმავლობაში გვიწევდა ფიზიკური და მენტალური ვარჯიშები... გახსენებაც მიჭირს.

ასე რომ, საკმაოდ ძლიერი ფსიქოლოგიური მომზადება გავიარეთ და კორონა ვირუსმა არ უნდა შეგვაშინოს!

წესრიგი და დისციპლინა არის ამერიკული ჯარის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც უნდა დავამტკიცოთ, რომ სიფრთხილის გამოჩენით, ასეთი პრობლემის შეჩერებაც კი შეიძლება.

"ჯარისკაცის ფიცში” გვიწერია, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ერთნაირად ძლიერები უნდა ვიყოთ. თუ მენტალურად ძლიერი ხარ, ყველაფერს გადალახავ!

რა ახალი იარაღი შეიძინა თავდაცვის სამინისტრომ ქართული არმიისთვის?

საბჭოთა კონტრდაზვერვის ყველაზე დიდი მარცხი: ვინ იყო აშშ-ის საიდუმლო აგენტი, რომელიც კრემლში, ბრეჟნევის გვერდით, წლების განმავლობაში იმყოფებოდა

აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი ტიპის შეიარაღებით აღიჭურვა