სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იხურება ყველა სავაჭრო ობიექტი მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი ქსელის, საფოსტო გზავნილების და ბანკების გარდა
იხურება ყველა სავაჭრო ობიექტი მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი ქსელის, საფოსტო გზავნილების და ბანკების გარდა

"ყვე­ლა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი, გარ­და სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ე­ბი­სა, სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლი­სა, სა­ბან­კო და სა­ფოს­ტო გზავ­ნი­ლე­ბის ქსე­ლი­სა, ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი­სა უნდა იყოს და­ხუ­რუ­ლი" - შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ა­კე­თა.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი უკვე დას­რულ­და და გა­დავ­დი­ვართ ახალ, შიდა გავ­რცე­ლე­ბის ეტაპ­ზე, რაც მთავ­რო­ბის მხრი­დან და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გამ­კაც­რე­ბას მო­ი­თხოვს.

ჩვენ, თა­ვის დრო­ზე, შევ­წყვი­ტეთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მუ­შა­ო­ბა, შევ­წყვი­ტეთ სხვა­დას­ხვა კო­მერ­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბა, დავ­ხუ­რეთ სა­ზღვრე­ბი იმ ქვეყ­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ რის­კის შემ­ცვე­ლე­ბი ვირუ­სის გა­რე­დან შე­მო­ტა­ნის თვალ­საზ­რი­სით, მაგ­რამ დღეს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, ვრწმუნ­დე­ბით, რომ იწყე­ბა შიდა გავ­რცე­ლე­ბის ეტა­პი და იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, გა­დავ­დგათ გამ­კაც­რე­ბის შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი.

უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს შეხ­ვედ­რის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი გახ­ლდათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლია: ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ყვე­ლა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი, გარ­და სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ე­ბი­სა, სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლი­სა, ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი ქსე­ლი­სა, სა­ფოს­ტო გზავ­ნი­ლე­ბის ქსე­ლი­სა და სა­ბან­კო გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის ქსე­ლი­სა, უნდა იყოს და­ხუ­რუ­ლი იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვის და მო­ბი­ლუ­რო­ბის ხა­რის­ხი შევ­ზღუ­დოთ.

ეს არის ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც დრო­ში შე­ზღუ­დუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იმის­თვის, რომ ვირუ­სის შიდა გა­და­ცე­მა შე­ვა­ფერ­ხოთ,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სხდო­მას, რო­მელ­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია ხელ­ძღვა­ნე­ლობ­და, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nk
8

ზომები დიახაც მისაღებია. ვრჩებით სახლში! ახლა იმაზე ვიფიქროთ, უმუშევრებმა უფულოდ როგორ ვიყიდოთ სურსათი

ზაზა
62

უმაგრესი მთავრობა ჰყავს საქართველოს!ეს უფრო კარგად ჩანს უნიათო ევროპიდან.ასე გააგრძელეთ, ბატონო გიორგი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

იხურება ყველა სავაჭრო ობიექტი მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი ქსელის, საფოსტო გზავნილების და ბანკების გარდა

იხურება ყველა სავაჭრო ობიექტი მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი ქსელის, საფოსტო გზავნილების და ბანკების გარდა

"ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, საბანკო და საფოსტო გზავნილების ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურებისა უნდა იყოს დახურული" - შესაბამისი განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

"მოგეხსენებათ, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და გადავდივართ ახალ, შიდა გავრცელების ეტაპზე, რაც მთავრობის მხრიდან დამატებითი ღონისძიებების გამკაცრებას მოითხოვს.

ჩვენ, თავის დროზე, შევწყვიტეთ საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა, შევწყვიტეთ სხვადასხვა კომერციული ობიექტების მუშაობა, დავხურეთ საზღვრები იმ ქვეყნებთან, რომლებიც იყვნენ რისკის შემცველები ვირუსის გარედან შემოტანის თვალსაზრისით, მაგრამ დღეს კონსულტაციების შედეგად, ვრწმუნდებით, რომ იწყება შიდა გავრცელების ეტაპი და იძულებულები ვართ, გადავდგათ გამკაცრების შემდგომი ნაბიჯები.

უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრის ძირითადი მიზანი გახლდათ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია: ქვეყნის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და საბანკო განყოფილებების ქსელისა, უნდა იყოს დახურული იმისათვის, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვის და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ.

ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც დროში შეზღუდული იქნება, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის შიდა გადაცემა შევაფერხოთ,“ - განაცხადა გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელძღვანელობდა, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.

კახა კალაძის ემოციური მიმართვა იტალიელებს - "როგორც თბილისის მერი და როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ..."

ევროპის ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის გრაფიკი ცნობილია

მთავრობა Georgian Airways-ის მიერ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანისთვის დაგეგმილ ჩარტერულ რეისებს არ დაასუბსიდირებს