მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სავაჭრო ცენტრებსა და მოლებში განთავსებული ტანსაცმლის მაღაზიების ნაწილი დროებით იხურება
სავაჭრო ცენტრებსა და მოლებში განთავსებული ტანსაცმლის მაღაზიების ნაწილი დროებით იხურება

ქარ­თუ­ლი სა­ცა­ლო ბიზ­ნე­სის ასო­ცი­ა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, 19 მარ­ტი­დან 1-ელ აპ­რი­ლამ­დე სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში და მო­ლებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი 400-მდე მა­ღა­ზია იხუ­რე­ბა.

რო­გორც ასო­ცი­ა­ცი­ა­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­დეს, 1-ელ აპ­რი­ლამ­დე იხუ­რე­ბა შემ­დე­გი მა­ღა­ზი­ე­ბი: “ვა­ი­კი­კი”, “ოვს”, “ტე­რა­ნო­ვა”, “პენ­ტი”, “მა­ტა­ლა­ნი”, “კო­ლე­ზი­ო­ნე”, “ბატა”, “ეკო”, “ჯე­ოქ­სი”, “კორ­სო იტა­ლია”, “ოკა­ი­დი”, “ჯა­კა­დი”, “პარ­ფო­ი­სი”, “ავ ლაბი”, “ლე­ვის”, “ლი”, “ლა­კოს­ტი”, “გესი”, “მავი”, “ფექ­ტო­რი”, “ატ­რიო”, “კიდს გა­ლე­რი”, “ზარა”, “ბერშკა”, “პულ ენდ ბე­ა­რი”, “მა­სი­მო დუტი”, “კო­ტო­ნი”, “ნორს ფე­ი­სი”, “ტიმ­ბერ­ლენ­დი”, “დი­ზე­ლი”, “მა­გე­ლა­ნი”, “მი­ნიო”, “ართ თა­ი­მი”, “ვა­ბე­ნე”, “ტრუ­სარ­დი”, “ბენე შუზი”, “პულ ლავი”, ‘კელ­ვინ კლა­ი­ნი”, “ბოგი მი­ლა­ნო”, “რო­მა­ნი”.

"გვინ­და მო­გახ­სე­ნოთ რომ ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ და ოპე­რი­რე­ბას უწე­ვენ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში ან/და მო­ლებ­ში გან­თავ­სე­ბულ მა­ღა­ზი­ებს.

ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რა რომ დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით ქვე­ყა­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­ჩე­რე­ბი­დან გავ­რცე­ლე­ბის ეტაპ­ზე გა­და­ვი­და, გა­მო­ცხა­დე­ბი­ლია მსოფ­ლიო პან­დე­მია და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ეფექ­ტუ­რი და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად და ვე­მორ­ჩი­ლე­ბით რა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ შე­სას­რუ­ლე­ბელ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, თავი ავა­რი­დოთ და­ხუ­რულ და ხალ­ხმრა­ვალ სივ­რცე­ებს, ამას­თან, ვი­ჩენთ რა მა­ღალ სა­ზო­ა­დო­ებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი და მო­ლე­ბი და მათ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ჩვე­ნი ობი­ექ­ტე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ პო­ტენ­ცი­ა­ლუ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის კე­რას, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შექ­მნი­ლი „ფორს-მა­ჟო­რუ­ლი“ გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2020 წლის 19 მარ­ტი­დან, 2020 წლის 1 აპ­რი­ლამ­დე დრო­ე­ბით დავ­ხუ­როთ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ჩვე­ნი ყვე­ლა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი.

ამას­თან, მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID 19) ფონ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, ბიზ­ნეს სექ­ტორ­ზე საგ­რძნობ­ლად უარ­ყო­ფი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­ახ­დი­ნა გა­ყიდ­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­თი­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო მთე­ლი რიგი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და გა­მოს­ცა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რო­გორც ქვეყ­ნის სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტვის, ისე სა­ჯა­რო თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბის დრო­ე­ბი­თი და­ხურ­ვის შე­სა­ხებ. ამას­თან, ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა, რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის დრო­ე­ბი­თი და­ხურ­ვის წა­ნა­პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენს.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მოვ­თქვამთ აუ­ცი­ლე­ბელ მზად­ყოფ­ნას ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ სა­ხელ­მწი­ფოს ორ­გა­ნო­ებ­თან რათა ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით და მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით გა­მო­ვი­დეთ არ­სე­ბუ­ლი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან.

ამა­ვე დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა რო­გორც ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის (ბან­კე­ბის) ასე­ვე სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა და პრო­ცე­სე­ბის ერ­თობ­ლი­ვი კო­ორ­დი­ნი­რე­ბა",-აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 400 ობი­ექ­ტში ჯამ­ში 8000 ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სავაჭრო ცენტრებსა და მოლებში განთავსებული ტანსაცმლის მაღაზიების ნაწილი დროებით იხურება

სავაჭრო ცენტრებსა და მოლებში განთავსებული ტანსაცმლის მაღაზიების ნაწილი დროებით იხურება

ქართული საცალო ბიზნესის ასოციაციის განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, 19 მარტიდან 1-ელ აპრილამდე სავაჭრო ცენტრებში და მოლებში განთავსებული 400-მდე მაღაზია იხურება.

როგორც ასოციაციაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, 1-ელ აპრილამდე იხურება შემდეგი მაღაზიები: “ვაიკიკი”, “ოვს”, “ტერანოვა”, “პენტი”, “მატალანი”, “კოლეზიონე”, “ბატა”, “ეკო”, “ჯეოქსი”, “კორსო იტალია”, “ოკაიდი”, “ჯაკადი”, “პარფოისი”, “ავ ლაბი”, “ლევის”, “ლი”, “ლაკოსტი”, “გესი”, “მავი”, “ფექტორი”, “ატრიო”, “კიდს გალერი”, “ზარა”, “ბერშკა”, “პულ ენდ ბეარი”, “მასიმო დუტი”, “კოტონი”, “ნორს ფეისი”, “ტიმბერლენდი”, “დიზელი”, “მაგელანი”, “მინიო”, “ართ თაიმი”, “ვაბენე”, “ტრუსარდი”, “ბენე შუზი”, “პულ ლავი”, ‘კელვინ კლაინი”, “ბოგი მილანო”, “რომანი”.

"გვინდა მოგახსენოთ რომ ჩვენი კომპანიები წარმოადგენენ და ოპერირებას უწევენ სავაჭრო ცენტრებში ან/და მოლებში განთავსებულ მაღაზიებს.

ვითვალისწინებთ, რა რომ დღეის მონაცემებით ქვეყანა კორონავირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადავიდა, გამოცხადებილია მსოფლიო პანდემია და მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტური და კოორდინირებული ღონისძიების განხორციელება ვირუსთან საბრძოლველად და ვემორჩილებით რა საქართველოს მთავრობის სავალდებულოდ შესასრულებელ რეკომენდაციებს, თავი ავარიდოთ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს, ამასთან, ვიჩენთ რა მაღალ საზოადოებრივ პასუხისმგებლობას, გამომდინარე იქიდან, რომ სავაჭრო ცენტრები და მოლები და მათში განთავსებული ჩვენი ობიექტები წარმოადგენენ პოტენციალურად კორონავირუსის გავრცელების კერას, მივიღეთ გადაწყვეტილება შექმნილი „ფორს-მაჟორული“ გარემოებიდან გამომდინარე, 2020 წლის 19 მარტიდან, 2020 წლის 1 აპრილამდე დროებით დავხუროთ სავაჭრო ცენტრებში განთავსებული ჩვენი ყველა სავაჭრო ობიექტი.

ამასთან, მსოფლიოში კორონავირუსის (COVID 19) ფონზე განვითარებულმა მოვლენებმა, ბიზნეს სექტორზე საგრძნობლად უარყოფითი ცვლილებები მოახდინა გაყიდვების მიმართულებით, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ მიიღო მთელი რიგი გადაწყვეტილებები და გამოსცა რეკომენდაციები როგორც ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვის, ისე საჯარო თავშეყრის ადგილების დროებითი დახურვის შესახებ. ამასთან, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, რაც მოსალოდნელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და სავაჭრო ცენტრების დროებითი დახურვის წანაპირობას წარმოადგენს.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე გამოვთქვამთ აუცილებელ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ სახელმწიფოს ორგანოებთან რათა ერთობლივი ძალისხმევით და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ არსებული რთული ვითარებიდან.

ამავე დროს მნიშვნელოვანი იქნება როგორც ფინანსური ინსტიტუტების (ბანკების) ასევე სავაჭრო ცენტრებისა და სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერა და პროცესების ერთობლივი კოორდინირება",-აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, 400 ობიექტში ჯამში 8000 ადამიანია დასაქმებული.

"აამოძრავა ოთხივე კიდურის თითები, შეუძლია ხელის მოხრა..." - რას წერს ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობაზე

"დავითი ძალიან განიცდის და დაკრძალვაზე ჩასასვლელად გზებს ეძებს" - დავით ბაგრატიონის დედა ესპანეთში ინსულტით გარდაიცვალა

"აპრილში "გაზაფხულის წაყინვებს" ველოდებით" - რას ამბობენ სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ ვარდნაზე