კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აპრილში "გაზაფხულის წაყინვებს" ველოდებით" - რას ამბობენ სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ ვარდნაზე
"აპრილში "გაზაფხულის წაყინვებს" ველოდებით" - რას ამბობენ სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ ვარდნაზე

მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა მკვეთ­რად და­ე­ცა და ეს მა­შინ, როცა უკან ჩა­მო­ვი­ტო­ვეთ თბი­ლი ზამ­თა­რი და ასე­ვე თბი­ლად და­წყე­ბულ გა­ზა­ფხულ­ზე, უკვე ხე­ხი­ლიც აყ­ვავ­და.

17 მარტს თბი­ლის­ში გა­ზა­ფხუ­ლის თოვ­ლი მო­ვი­და, თუმ­ცა რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, თოვ­ლი მარ­ტში სხვა წლებ­შიც მო­სუ­ლა.

რამ გა­მო­იწ­ვია ტემ­პე­რა­ტუ­რის ვარ­დნა, აცი­ე­ბა და რო­გო­რი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი უახ­ლო­ე­სი 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში? - ამა­ზე AMBEBI.GE-ს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გე­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე ესა­უბ­რე­ბა:

- 15 მარ­ტი­დან გა­ვაფრ­თხი­ლეთ ხალ­ხი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცივი, ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბი უნდა შე­მო­სუ­ლი­ყო და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო.

16 მარტს დაბ­ლობ­ში ყველ­გან წვიმ­და - რო­გორც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე - აღ­მო­სავ­ლეთ­ში, მა­ღალმთა­ში - თოვ­და. ღა­მი­თაც და დღი­სი­თაც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბარ­ში უკვე ყველ­გან თოვ­და, მათ შო­რის, თბი­ლის­ში. გა­რე­უბ­ნებ­ში უმე­ტე­სად თოვ­ლი იყო და ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში - თოვლ-ჭყა­პი, დრო­გა­მოშ­ვე­ბით წვიმ­და, იყო ცივი, ნის­ლი­ა­ნი და ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი.

დღეს გა­მო­ი­და­რა, მაგ­რამ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში ვვა­რა­უ­დობთ, რომ ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­საძ­ლოა -4 გრა­დუ­სამ­დე და­ე­ცეს. თბი­ლის­ში -1 გრა­დუს­ზე და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რას არ ვე­ლო­დე­ბით. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს მხო­ლოდ ერთი ღა­მით ხდე­ბა.

21-22 მარტს ღა­მის სა­ა­თებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს. ვე­ლო­დე­ბით და­დე­ბით ტემ­პე­რა­ტუ­რას ბარ­ში/დაბ­ლობ­ში, ხოლო მთა­ში და მა­ღალ მთა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ღა­მით უარ­ყო­ფი­თი ტემ­პე­რა­ტუ­რაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

სა­ერ­თოდ ად­რე­უ­ლი წა­ყინ­ვე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა აპ­რი­ლის პირ­ველ დე­კა­და­ში არ­სე­ბობს ხოლ­მე, ამი­ტომ, ჯერ და­ზღვე­უ­ლე­ბი არაფ­რის­გან ვართ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ღა­მის სა­ა­თებ­ში ღრუბ­ლი­ა­ნო­ბას ვი­ნარ­ჩუ­ნებთ, ამი­ტომ, ძა­ლი­ან არ მოყი­ნავს. კარ­გია, რომ ჯერ ყვე­ლა­ფე­რი არ აყ­ვა­ვე­ბუ­ლა და არ მგო­ნია, ამ წა­ყინ­ვებ­მა რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზი­ა­ნოს.

მარ­ტის თოვ­ლი­ა­ნი თბი­ლი­სი, ფოტო: ნა­თუ­ლი ფა­ნო­ზიშ­ვი­ლი‎

- ე.ი. ტემ­პე­რა­ტუ­რის ვარ­დნას ისევ აპ­რილ­ში პირ­ველ დე­კა­და­ში ვე­ლო­დე­ბით?

- კი, ამას "გა­ზა­ფხუ­ლის წა­ყინ­ვებს" ვე­ძა­ხით და ის ყო­ველ­თვის აპ­რი­ლის პირ­ველ დე­კა­და­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. შე­იძ­ლე­ბა არც არა­ფე­რი იყო, მაგ­რამ ბო­ლომ­დე გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია.

- თბი­ლის­ში თოვ­ლის მოს­ვლას, ჭარბ ნა­ლექს ხალ­ხი იმას უკავ­ში­რებს, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ქუ­ჩა­ში ნაკ­ლე­ბი ტრან­სპორ­ტი მოძ­რა­ობს და თვითმფრი­ნა­ვე­ბიც ისე აქ­ტი­უ­რად აღარ დაფ­რი­ნა­ვენ...

- თოვ­ლი წელს ძა­ლი­ან ბევ­რჯერ მო­სუ­ლა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში... ტრან­სპორ­ტი არა­ფერ შუ­ა­შია. სხვა წლებ­ში თოვ­ლი მო­სუ­ლა მათ შო­რის დე­და­ქალ­შიც, ნა­ლექს ვგუ­ლის­ხმობ...

გუ­შინ მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა მთელს კა­ხეთ­ში +1-დან +2 გრა­დუ­სამ­დე მერ­ყე­ობ­და. თბი­ლის­ში +3 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­და. ტრან­სპორ­ტის გა­ჩე­რე­ბას ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ცე­მა­ზე არ უმოქ­მე­დია, ეს ატ­მოს­ფე­რო­ში ჰა­ე­რის მა­სე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის ბრა­ლია. ამას ვე­ლო­დე­ბო­დით და ზუს­ტად ასეც მოხ­და.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmm
214

თოვლი მარტში და აპრილში კი არა მაისშიც მოსულა, ამას მიჩვეულები ვართ და ადრეული ხეხილი რომ ყოველწლიურად ყვავილში იყინება იმასაც. მთავარია ვაზიც არ მოყინოს რაც გასხლულია.

ჯონდო
5

აპრილი დამდგარი არ არის და "წელს როგორ მოსულა"?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"აპრილში "გაზაფხულის წაყინვებს" ველოდებით" - რას ამბობენ სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ ვარდნაზე

"აპრილში "გაზაფხულის წაყინვებს" ველოდებით" - რას ამბობენ სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ ვარდნაზე

მიმდინარე კვირაში საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და ეს მაშინ, როცა უკან ჩამოვიტოვეთ თბილი ზამთარი და ასევე თბილად დაწყებულ გაზაფხულზე, უკვე ხეხილიც აყვავდა.

17 მარტს თბილისში გაზაფხულის თოვლი მოვიდა, თუმცა როგორც გავარკვიეთ, თოვლი მარტში სხვა წლებშიც მოსულა.

რამ გამოიწვია ტემპერატურის ვარდნა, აციება და როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში? - ამაზე AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგეტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე ესაუბრება:

- 15 მარტიდან გავაფრთხილეთ ხალხი იმის თაობაზე, რომ საქართველოში ცივი, ნოტიო ჰაერის მასები უნდა შემოსულიყო და გავრცელებულიყო.

16 მარტს დაბლობში ყველგან წვიმდა - როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე - აღმოსავლეთში, მაღალმთაში - თოვდა. ღამითაც და დღისითაც აღმოსავლეთ საქართველოში ბარში უკვე ყველგან თოვდა, მათ შორის, თბილისში. გარეუბნებში უმეტესად თოვლი იყო და ცენტრალურ უბნებში - თოვლ-ჭყაპი, დროგამოშვებით წვიმდა, იყო ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი.

დღეს გამოიდარა, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ვვარაუდობთ, რომ ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -4 გრადუსამდე დაეცეს. თბილისში -1 გრადუსზე დაბალ ტემპერატურას არ ველოდებით. საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ერთი ღამით ხდება.

21-22 მარტს ღამის საათებში ტემპერატურა მოიმატებს. ველოდებით დადებით ტემპერატურას ბარში/დაბლობში, ხოლო მთაში და მაღალ მთაში ჯერჯერობით ღამით უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

საერთოდ ადრეული წაყინვების საშიშროება აპრილის პირველ დეკადაში არსებობს ხოლმე, ამიტომ, ჯერ დაზღვეულები არაფრისგან ვართ. საბედნიეროდ, ღამის საათებში ღრუბლიანობას ვინარჩუნებთ, ამიტომ, ძალიან არ მოყინავს. კარგია, რომ ჯერ ყველაფერი არ აყვავებულა და არ მგონია, ამ წაყინვებმა რაიმე სერიოზულად დააზიანოს.

მარტის თოვლიანი თბილისი, ფოტო: ნათული ფანოზიშვილი‎

- ე.ი. ტემპერატურის ვარდნას ისევ აპრილში პირველ დეკადაში ველოდებით?

- კი, ამას "გაზაფხულის წაყინვებს" ვეძახით და ის ყოველთვის აპრილის პირველ დეკადაშია მოსალოდნელი. შეიძლება არც არაფერი იყო, მაგრამ ბოლომდე გამორიცხული არაფერია.

- თბილისში თოვლის მოსვლას, ჭარბ ნალექს ხალხი იმას უკავშირებს, რომ ახალი კორონავირუსის გამო ქუჩაში ნაკლები ტრანსპორტი მოძრაობს და თვითმფრინავებიც ისე აქტიურად აღარ დაფრინავენ...

- თოვლი წელს ძალიან ბევრჯერ მოსულა აღმოსავლეთ საქართველოში... ტრანსპორტი არაფერ შუაშია. სხვა წლებში თოვლი მოსულა მათ შორის დედაქალშიც, ნალექს ვგულისხმობ...

გუშინ მაქსიმალური ტემპერატურა მთელს კახეთში +1-დან +2 გრადუსამდე მერყეობდა. თბილისში +3 გრადუსი დაფიქსირდა. ტრანსპორტის გაჩერებას ტემპერატურის დაცემაზე არ უმოქმედია, ეს ატმოსფეროში ჰაერის მასების გადაადგილების ბრალია. ამას ველოდებოდით და ზუსტად ასეც მოხდა.

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში

"დათო ყოველთვის ჩემს გვერდითაა, რა საქმეც არ უნდა წამოვიწყო" - 2000-ინი წლების ცნობილი კლიპების რეჟისორის ახალი ცხოვრება კეთილი ნახატების სამყაროში

როდემდე იქნება ძალაში ძველი სანომრე ნიშნები