საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკმა მრიცხველების წაკითხვის დისტანციური წესი შეიმუშავა
სემეკმა მრიცხველების წაკითხვის დისტანციური წესი შეიმუშავა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მე­კი) მრი­ცხვე­ლე­ბის დის­ტან­ცი­უ­რი წა­კი­თხვის წესი შე­ი­მუ­შა­ვა. კერ­ძოდ, იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რო­მელ­თა სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თებ­ში მდე­ბა­რე­ობს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და სას­მე­ლი წყლის მრი­ცხვე­ლე­ბი, ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს მრი­ცხვე­ლის ჩვე­ნე­ბა ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მით მი­ა­წო­დონ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რის შე­სა­ხებ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მი­რე­ბას, მათ შო­რის მრი­ცხვე­ლის ჩვე­ნე­ბის მი­წო­დე­ბის პე­რი­ო­დუ­ლო­ბა­ზე, კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

დის­ტან­ცი­ურ წეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სე­მე­კის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID-19) გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ფორს-მა­ჟო­რის დროს მომ­ხმა­რებ­ლის მიერ მრი­ცხვე­ლის წა­კი­თხვის დის­ტან­ცი­უ­რი წე­სის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კომ­პა­ნია უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იქ­ნე­ბა, მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა თუ სას­მე­ლი წყლის ოდე­ნო­ბა და­ი­ან­გა­რი­შოს შე­სა­ბა­მი­სი მომ­ხმა­რებ­ლის მიერ წინა პე­რი­ოდ­ში (წინა წლის იმა­ვე თვე­ში ან წინა წლის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი აღ­რი­ცხვი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში) და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მოხ­მა­რე­ბის მი­ხედ­ვით. გან­სხვა­ვე­ბა ფაქ­ტობ­რივ (მომ­ხმა­რებ­ლის მიერ რე­ა­ლუ­რად მოხ­მა­რე­ბუ­ლი) და და­რი­ცხულ (წინა პე­რი­ო­დის მოხ­მა­რე­ბის მი­ხედ­ვით და­რი­ცხუ­ლი) მოხ­მა­რე­ბას შო­რის უნდა გას­წორ­დეს/გა­და­ან­გა­რიშ­დეს მრი­ცხვე­ლის ფაქ­ტობ­რი­ვი ჩვე­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და ლ. საყ­ვა­რე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID-19) გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის ერთ-ერთ ეფექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა და ადა­მი­ა­ნებს შო­რის უშუ­ა­ლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლის დაც­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის/მიმ­წო­დებ­ლე­ბის მიერ მომ­ხმა­რებ­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი მრი­ცხვე­ლი­დან ჩვე­ნე­ბის აღე­ბი­სას. შე­სა­ბა­მი­სად, სე­მე­კი მო­უ­წო­დებს მომ­ხმა­რებ­ლებს, ისარ­გებ­ლონ მრი­ცხვე­ლის წა­კი­თხვის დის­ტან­ცი­უ­რი მე­თო­დით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

სემეკმა მრიცხველების წაკითხვის დისტანციური წესი შეიმუშავა

სემეკმა მრიცხველების წაკითხვის დისტანციური წესი შეიმუშავა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) მრიცხველების დისტანციური წაკითხვის წესი შეიმუშავა. კერძოდ, იმ მოქალაქეებს, რომელთა საცხოვრებელ ფართებში მდებარეობს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მრიცხველები, ეძლევათ შესაძლებლობა, კომპანიის წარმომადგენლებს მრიცხველის ჩვენება ელექტრონული ფორმით მიაწოდონ. აღნიშნული პროცედურის შესახებ მოქალაქეების დეტალურ ინფორმირებას, მათ შორის მრიცხველის ჩვენების მიწოდების პერიოდულობაზე, კომუნალური მომსახურების კომპანიები უზრუნველყოფენ.

დისტანციურ წესთან დაკავშირებით სემეკის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პაკეტი ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ახალი რეგულაციის მიხედვით, ფორს-მაჟორის დროს მომხმარებლის მიერ მრიცხველის წაკითხვის დისტანციური წესის გამოუყენებლობის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილი იქნება, მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა თუ სასმელი წყლის ოდენობა დაიანგარიშოს შესაბამისი მომხმარებლის მიერ წინა პერიოდში (წინა წლის იმავე თვეში ან წინა წლის მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში) დაფიქსირებული მოხმარების მიხედვით. განსხვავება ფაქტობრივ (მომხმარებლის მიერ რეალურად მოხმარებული) და დარიცხულ (წინა პერიოდის მოხმარების მიხედვით დარიცხული) მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს/გადაანგარიშდეს მრიცხველის ფაქტობრივი ჩვენების შესაბამისად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა სოციალური დისტანცირება და ადამიანებს შორის უშუალო კომუნიკაციის მინიმუმამდე დაყვანა. აღნიშნულის დაცვა შეუძლებელია გამანაწილებელი კომპანიების/მიმწოდებლების მიერ მომხმარებლის საცხოვრებელ ფართში დამონტაჟებული მრიცხველიდან ჩვენების აღებისას. შესაბამისად, სემეკი მოუწოდებს მომხმარებლებს, ისარგებლონ მრიცხველის წაკითხვის დისტანციური მეთოდით

პრეპარატ "რემდოსოვირს" ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ - ამირან გამყრელიძე

უდაბნოს კალიის მიგრაცია საქართველოში არ დაფიქსირდება - სურსათის ეროვნული სააგენტო

"20 ადამიანი სხვადასხვა საავადმყოფოში დაკვირვებაზე იმყოფება" - ამირან გამყრელიძე უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე