მსოფლიო
სამართალი

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"20 ადამიანი სხვადასხვა საავადმყოფოში დაკვირვებაზე იმყოფება" - ამირან გამყრელიძე უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე
"20 ადამიანი სხვადასხვა საავადმყოფოში დაკვირვებაზე იმყოფება" - ამირან გამყრელიძე უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, უცხო­ეთ­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს 20 მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დაკ­ვირ­ვე­ბა­ზე.

რო­გორც მან დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ქარ­თვე­ლი ეპი­დე­მი­ლო­გე­ბი და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მჭიდ­რო კავ­შირ­ში იქ­ნე­ბა უცხო­ეთ­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან.

„სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აწა­მო­რებს მო­ნი­ტო­რინგს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ძი­რი­თა­დად ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში და მიმ­დი­ნა­რე­ობს დაკ­ვირ­ვე­ბა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ოც­მა­დე მო­ქა­ლა­ქეა მო­თავ­სე­ბუ­ლი. ეს ციფ­რე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბა. დღე­ი­დან იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რომ მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცია იქ­ნე­ბა ჩვენს ეპი­დე­მი­ო­ლო­გებს, კლი­ნი­ცის­ტებ­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს შო­რის, რათა მოხ­დეს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს­თან, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მკურ­ნა­ლო­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან, რომ მათ­თან ჩვენ­გან იყოს მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცია. რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან, ასე­ვე მედ­პე­სო­ნალ­თან. სამ­წუ­ხა­როდ გვაქვს სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა, ეს­პა­ნეთ­ში. ხან­დაზ­მუ­ლი მო­ქა­ლა­ქის, რო­მელ­საც ჰქონ­და კო­რო­ნა­ვირუს­თან ერ­თად მრა­ვა­ლი რის­კფაქ­ტო­რი, ანუ რამ­დე­ნი­მე თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა. მო­გე­ხე­ნე­ბათ, ამ ინ­ფექ­ცი­ის­თვის მთა­ვა­რი რის­კფაქ­ტო­რია ასა­კი და თან­ხმლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღეს 197 ადა­მი­ა­ნი გა­ვი­და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ი­დან.

„დღემ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია 238 კონ­ტაქ­ტის ჩაღ­რმა­ვე­ბუ­ლი კვლე­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია მათ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 10 ათა­სი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი. კა­რან­ტინ­ში დღე­ის­თვის 1344 ადა­მი­ა­ნია და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში 1446. დღეს 197 უკვე გა­ვი­და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ი­დან ანუ მათ გა­უ­ვი­დათ ორ­კვი­რი­ან ვადა, რაც ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან და და­უბ­რუნ­დე­ბი­ან ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბერ­ძნეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც არი­ან. მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო­ე­ბი და სა­ელ­ჩო­ე­ბი აღ­რი­ცხა­ვენ.

„ეს, ბუსნებ­რი­ვია, ეფუძ­ნე­ბა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­საც აღ­რი­ცხა­ვენ ჩვე­ნი სა­კონ­სუ­ლო­ე­ბი და სა­ელ­ჩო­ე­ბი. მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ზა­რებ­ზეა ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვინც უშუ­ა­ლოდ მი­მარ­თა სა­კონ­სუ­ლო­ებ­სა და სა­ელ­ჩო­ებს. გვაქვს რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა სა­ბერ­ძნე­ში, არის იტა­ლი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში. ყვე­ლა ეს შემ­თხვე­ვა არის მკაც­რად აღ­რი­ცხუ­ლი. ჩვენ ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრთან ვართ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში. ყვე­ლა ეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩვენ აღ­რი­ცხუ­ლი გვყავს, არის თვი­თი­ზო­ლი­რე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, არის თუ არა პი­როვ­ნე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და აქვს თუ არა სიმპტო­მე­ბი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი მათ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში უწე­ვენ რე­კო­მენ­და­ცი­ას. ამი­ტომ ყვე­ლა მათ­განს ჩვენ და­ვა­კავ­ში­რებთ და­ა­ვა­დე­ბის კონ­ტრო­ლის ცენ­ტრთან, რომ უკვე თბი­ლი­სი­დან მი­ი­ღონ მათ ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცია კონ­კრე­ტუ­ლი შემ­ხვე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე,“ - გა­ნა­ცხა­და და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

მისი თქმით, უწყე­ბა აქ­ტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­შია რო­გორც ევ­რო­კო­მი­სი­ას­თან, ისე ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­თან.

„ევ­რო­კო­მი­სი­ამ რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი წევ­რე­ბის მი­მართ, რომ მი­ი­ღონ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ამ ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მა, გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­და­უ­ვად­დეთ ეს ვა­დე­ბი, ანუ ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ლე­გა­ლუ­რად ყოფ­ნის ვა­დე­ბი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ჩვე­ნი სა­ელ­ჩო­ე­ბი და სა­კონ­სუ­ლო­ე­ბი მზად არი­ან, რომ და­ეხ­მა­რონ მო­ქა­ლა­ქე­ებს ამ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ქვეყ­ნის მი­ხედ­ვით. ჩვენ გა­მოვ­თქვამთ მზა­ო­ბას, რომ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მა ევ­რო­კავ­შირ­ში 90 - დღი­ა­ნი ლე­გა­ლუ­რად ყოფ­ნის ვა­დის გა­და­ვა­დე­ბის, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­ვუ­წი­ოთ შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა თი­თო­ე­უ­ლი შემ­თხვე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“, - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"20 ადამიანი სხვადასხვა საავადმყოფოში დაკვირვებაზე იმყოფება" - ამირან გამყრელიძე უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე

"20 ადამიანი სხვადასხვა საავადმყოფოში დაკვირვებაზე იმყოფება" - ამირან გამყრელიძე უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს 20 მოქალაქე იმყოფება სხვადასხვა საავადმყოფოში დაკვირვებაზე.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქართველი ეპიდემილოგები და საგარეო საქმეთა სამინისტრო მჭიდრო კავშირში იქნება უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო აწამორებს მონიტორინგს ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებიან. ძირითადად ევროპის ქვეყნებში და მიმდინარეობს დაკვირვება. საავადმყოფოში საქართველოს ოცმადე მოქალაქეა მოთავსებული. ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება. დღეიდან იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მჭიდრო კომუნიკაცია იქნება ჩვენს ეპიდემიოლოგებს, კლინიცისტებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს შორის, რათა მოხდეს თითოეულ მოქალაქესთან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მკურნალობაზე იმყოფებიან, რომ მათთან ჩვენგან იყოს მჭიდრო კომუნიკაცია. როგორც მოქალაქეებთან, ასევე მედპესონალთან. სამწუხაროდ გვაქვს საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებში გარდაცვალების შემთხვევა, ესპანეთში. ხანდაზმული მოქალაქის, რომელსაც ჰქონდა კორონავირუსთან ერთად მრავალი რისკფაქტორი, ანუ რამდენიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება. მოგეხენებათ, ამ ინფექციისთვის მთავარი რისკფაქტორია ასაკი და თანხმლები დაავადებები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება საქართველოს, გამყრელიძის განცხადებით, დღეს 197 ადამიანი გავიდა თვითიზოლაციიდან.

„დღემდე ჩატარებულია 238 კონტაქტის ჩაღრმავებული კვლევა და განხორციელებულია მათზე დაახლოებით 10 ათასი სატელეფონო ზარი. კარანტინში დღეისთვის 1344 ადამიანია და თვითიზოლაციაში 1446. დღეს 197 უკვე გავიდა თვითიზოლაციიდან ანუ მათ გაუვიდათ ორკვირიან ვადა, რაც ნიშნავს, რომ ისინი ჯანმრთელები არიან და დაუბრუნდებიან ყოველდღიურ ცხოვრებას“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საკონსულოები და საელჩოები აღრიცხავენ.

„ეს, ბუსნებრივია, ეფუძნება იმ ინფორმაციას, რომელსაც აღრიცხავენ ჩვენი საკონსულოები და საელჩოები. მხოლოდ იმ ადამიანების ზარებზეა ეს დამოკიდებული, ვინც უშუალოდ მიმართა საკონსულოებსა და საელჩოებს. გვაქვს რამდენიმე შემთხვევა საბერძნეში, არის იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში. ყველა ეს შემთხვევა არის მკაცრად აღრიცხული. ჩვენ ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ვართ კომუნიკაციაში. ყველა ეს ადამიანი, რომელიც ჩვენ აღრიცხული გვყავს, არის თვითიზოლირებული, რადგანაც ევროპის ბევრ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პიროვნება დაინფიცირებული და აქვს თუ არა სიმპტომები, საავადმყოფოები მათ სახლის პირობებში უწევენ რეკომენდაციას. ამიტომ ყველა მათგანს ჩვენ დავაკავშირებთ დაავადების კონტროლის ცენტრთან, რომ უკვე თბილისიდან მიიღონ მათ ჩვენი სპეციალისტებისგან შესაბამისი რეკომენდაცია კონკრეტული შემხვევებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, უწყება აქტიურ კომუნიკაციაშია როგორც ევროკომისიასთან, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

„ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა ინდივიდუალური წევრების მიმართ, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებსაც ამ ფორსმაჟორული სიტუაციის გამო შეექმნათ პრობლემა, გარკვეულწილად გადაუვადდეთ ეს ვადები, ანუ ევროკავშირის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის ვადები და ამ მიმართულებითაც ჩვენი საელჩოები და საკონსულოები მზად არიან, რომ დაეხმარონ მოქალაქეებს ამ კომუნიკაციაში ადგილსამყოფელი ქვეყნის მიხედვით. ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც შეექმნათ პრობლემა ევროკავშირში 90 - დღიანი ლეგალურად ყოფნის ვადის გადავადების, ინდივიდუალურად გავუწიოთ შესაბამისი დახმარება თითოეული შემთხვევიდან გამომდინარე“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დოლბანდიდან დამზადებული პირბადეები შეიძლება გამოვიყენოთ მრავალჯერ, ირეცხება - ნათია თურნავა ახალ პირბადეებზე

სემეკმა მრიცხველების წაკითხვის დისტანციური წესი შეიმუშავა

პრეპარატ "რემდოსოვირს" ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ - ამირან გამყრელიძე