სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8 პროდუქტზე ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს - რას ამბობენ სურსათის მარაგებზე მთავრობაში
8 პროდუქტზე ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს - რას ამბობენ სურსათის მარაგებზე მთავრობაში

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ პრე­მი­ე­რის და­ვა­ლე­ბის თა­ნახ­მად, უკვე შე­ი­მუ­შა­ვა მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც 8 უმ­თავ­რეს სა­სურ­სა­თო პრო­დუქტზე ფა­სე­ბი არ გა­იზ­რდე­ბა.

დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, თენ­გიზ კა­ლან­და­ძე ესა­უბ­რა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­იკ­ვე­თა 8 სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტი, რო­მელ­ზეც ფა­სე­ბის უც­ვლე­ლად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას სა­ხელ­მწი­ფო და­ა­ზღვევს.

ეს პრო­დუქ­ტე­ბია:

  • ბრინ­ჯი
  • წი­წი­ბუ­რა
  • მა­კა­რო­ნი
  • ზეთი
  • ფქვი­ლი
  • ხორ­ბა­ლი
  • რძის ფხვნი­ლი
  • შა­ქა­რი

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ მე­ქა­ნიზმს, თენ­გიზ კა­ლან­და­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რია კურსთა შო­რის სხვა­ო­ბის სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ფარ­ვა­ზე. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა დღეს გა­მო­ი­ცე­მა და პრო­ცესს სა­მი­ნის­ტროს პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო და სა­ბან­კო სის­ტე­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს პრო­დუქ­ტე­ბი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია. ჩვე­ნი ბიზ­ნე­სი, რო­დე­საც ამ პრო­დუქ­ტებს ყი­დუ­ლობს, ახ­დენს ლა­რის კონ­ვერ­ტა­ცი­ას ბან­კში. ჩვენ და­ვა­ფიქ­სი­რებთ ლა­რის კონ­ვერ­ტა­ცი­ის კურსს, რაც კონ­კრე­ტულ დღეს იქ­ნე­ბა, რო­დე­საც კონ­ვერ­ტა­ცია ხდე­ბა და 3 ლა­რის ზე­მოთ სხვა­ო­ბას სა­ხელ­მწი­ფო და­ფა­რავს. პი­რო­ბი­თად თუ 1 დო­ლა­რი ღირს 3 ლარი და 10 თეთ­რი, სა­ხელ­მწი­ფო ამ 10 თეთ­რი­ან სხვა­ო­ბას და­ფა­რავს, მას შემ­დეგ რაც პრო­დუქ­ტი ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ვა, გან­ბაჟ­დე­ბა და ყვე­ლა სა­ბუ­თი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად კურ­სის სხვა­ო­ბის გამო, არ იქ­ნე­ბა იმი­სი ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი, რომ ეს 8 პრო­დუქ­ტი გაძ­ვირ­დეს. ამა­ზე შედ­გა შე­თან­ხმე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა თენ­გიზ კა­ლან­და­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას.

ცნო­ბის­თვის, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ვა­ლე­ბა ფა­სე­ბის ზრდის და­ზღვე­ვის მე­ქა­ნიზ­მის შე­მუ­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნილ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გუ­შინ მის­ცა.

სურ­სა­თის დე­ფი­ცი­ტი არ შე­იქ­მნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ ფოთ­ში გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ლარსზე საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტით დატ­ვირ­თუ­ლი მან­ქა­ნე­ბი დგას და კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თა­ნა­ვე, შე­მო­ვა.

„მთავ­რო­ბას­თან მოქ­მე­დი სა­გან­გე­ბო შტა­ბის და­ვა­ლე­ბით, ჩვენ ვა­მუ­შა­ვებთ ისეთ მე­ქა­ნიზმს, რომ­ლი­თაც 8 და­სა­ხე­ლე­ბის პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის სა­ქო­ნელ­ზე, საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბი იქ­ნე­ბა რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი და ამა­ში ჩვენ ყვე­ლა­ნი ჩა­ვერ­თვე­ბით და ეს მე­ქა­ნიზ­მი იქ­ნე­ბა შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი. ასე­ვე მა­რა­გე­ბი არის, ამა მა­რა­გებ­ში უნდა ჩავ­თვა­ლოთ ის მა­რა­გე­ბიც, რომ­ლე­ბიც დღეს არის გზა­ში, უბ­რა­ლოდ ლარსზე შე­იქ­მნა პრობ­ლე­მა კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩარ­თუ­ლი გვყავს მათ შო­რის თბილ­კუ­რორ­ტე­ბის კომ­პა­ნია, რომ­ლიც გვეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის­გან და­ვიც­ვათ მძღო­ლე­ბი და რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გავ­ხსნათ ლარ­სი, რა­საც სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვე­ლო­დე­ბით. სურ­სა­თის დე­ფი­ცი­ტი არ შე­იქ­მნე­ბა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ თა­ვად მა­ღა­ზი­ებ­შიც მა­რა­გი არის. გარ­და ამი­სა, ლარსზე დგა­ნან მან­ქა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დატ­ვირ­თუ­ლია სა­ქონ­ლით, მათ შო­რის ბურ­ღუ­ლე­უ­ლით, შაქ­რით და სხვა მო­თხოვ­ნა­დი სა­ქონ­ლით, რო­მე­ლიც ჩვენ ახლა გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ნა­თია თურ­ნა­ვამ.

თუ რო­გორ და­ა­რე­გუ­ლი­რებს სა­ხელ­მწი­ფო პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის ზრდის შე­ჩე­რე­ბას, მი­ნის­ტრი ამ­ბოს, რომ ამ სა­კი­თხე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ჩვენ ვმუ­შა­ობთ რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით, ერთი არის, რო­დე­საც ფა­სე­ბის ზრდას აქვს ობი­ექ­ტუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი, მათ შო­რის თუნ­დაც კურსთა ცვა­ლე­ბა­დო­ბა, აქ ჩვენ მო­ვი­ფიქ­რეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ შეს­თა­ვა­ზა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ­ლი­თაც რვა და­სა­ხე­ლე­ბის პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის სა­ქო­ნელ­ზე, საკ­ვებ­ზე, ფა­სე­ბი იქ­ნე­ბა რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი და და­ცუ­ლი სხვა­დას­ხვა ცვა­ლე­ბა­დო­ბის­გან. გარ­და ამი­სა, მე­ო­რე მე­ქა­ნიზ­მი ეს არის მო­ნი­ტო­რინ­გი და კონ­ტრო­ლი, უსა­ფუძ­ვლოდ არ მოხ­დეს ფა­სე­ბის ზრდა, არ მოხ­დეს გარ­კვე­უ­ლი სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი ფაქ­ტე­ბი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი ფაქ­ტე­ბი არ არის მა­სობ­რი­ვი, მაგ­რამ იქ სა­დაც ეს გა­მოვ­ლინ­დე­ბა , ერ­თი­ა­ნი ჯგუ­ფე­ბით, სხვა­დას­ხვა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­დი­ან, ამოწ­მე­ბენ და იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ნა­თია თურ­ნა­ვამ .

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
GVF
0

გამარჯობათ. ყველაფერზეა მომატებული ფასები, შაქარზეც ფქვილზეც და ბრინჯზეც. რაიონები გააკონტროლეთ.

!!!
0

ორ ნაბიჯში დღეებია შაქარი არა აქვთ!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

8 პროდუქტზე ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს - რას ამბობენ სურსათის მარაგებზე მთავრობაში

8 პროდუქტზე ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს - რას ამბობენ სურსათის მარაგებზე მთავრობაში

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პრემიერის დავალების თანახმად, უკვე შეიმუშავა მექანიზმი, რომლის საშუალებითაც 8 უმთავრეს სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება.

დეტალების შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, თენგიზ კალანდაძე ესაუბრა. მისი ინფორმაციით, გამოიკვეთა 8 სასურსათო პროდუქტი, რომელზეც ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს.

ეს პროდუქტებია:

  • ბრინჯი
  • წიწიბურა
  • მაკარონი
  • ზეთი
  • ფქვილი
  • ხორბალი
  • რძის ფხვნილი
  • შაქარი

რაც შეეხება უშუალოდ მექანიზმს, თენგიზ კალანდაძის ინფორმაციით, საუბარია კურსთა შორის სხვაობის სახელმწიფოს მიერ დაფარვაზე. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ მთავრობის დადგენილება დღეს გამოიცემა და პროცესს სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო და საბანკო სისტემა განახორციელებენ.

„მოგეხსენებათ, ეს პროდუქტები იმპორტირებულია. ჩვენი ბიზნესი, როდესაც ამ პროდუქტებს ყიდულობს, ახდენს ლარის კონვერტაციას ბანკში. ჩვენ დავაფიქსირებთ ლარის კონვერტაციის კურსს, რაც კონკრეტულ დღეს იქნება, როდესაც კონვერტაცია ხდება და 3 ლარის ზემოთ სხვაობას სახელმწიფო დაფარავს. პირობითად თუ 1 დოლარი ღირს 3 ლარი და 10 თეთრი, სახელმწიფო ამ 10 თეთრიან სხვაობას დაფარავს, მას შემდეგ რაც პროდუქტი ქვეყანაში შემოვა, განბაჟდება და ყველა საბუთი ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად კურსის სხვაობის გამო, არ იქნება იმისი ობიექტური მიზეზი, რომ ეს 8 პროდუქტი გაძვირდეს. ამაზე შედგა შეთანხმება“, - აღნიშნა თენგიზ კალანდაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ცნობისთვის, აღნიშნული დავალება ფასების ზრდის დაზღვევის მექანიზმის შემუშავების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს გუშინ მისცა.

სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფოთში განაცხადა. მისი თქმით, ლარსზე საკვები პროდუქტით დატვირთული მანქანები დგას და კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე, შემოვა.

„მთავრობასთან მოქმედი საგანგებო შტაბის დავალებით, ჩვენ ვამუშავებთ ისეთ მექანიზმს, რომლითაც 8 დასახელების პირველადი მოხმარების საქონელზე, საკვებ პროდუქტებზე ფასები იქნება რეგულირებული და ამაში ჩვენ ყველანი ჩავერთვებით და ეს მექანიზმი იქნება შემოთავაზებული. ასევე მარაგები არის, ამა მარაგებში უნდა ჩავთვალოთ ის მარაგებიც, რომლებიც დღეს არის გზაში, უბრალოდ ლარსზე შეიქმნა პრობლემა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ჩართული გვყავს მათ შორის თბილკურორტების კომპანია, რომლიც გვეხმარება იმაში, რომ ზვავსაშიშროებისგან დავიცვათ მძღოლები და რაც შეიძლება მალე გავხსნათ ლარსი, რასაც სულ რამდენიმე დღეში ველოდებით. სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება, გამომდინარე იქიდან, რომ თავად მაღაზიებშიც მარაგი არის. გარდა ამისა, ლარსზე დგანან მანქანები, რომლებიც დატვირთულია საქონლით, მათ შორის ბურღულეულით, შაქრით და სხვა მოთხოვნადი საქონლით, რომელიც ჩვენ ახლა გვესაჭიროება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

თუ როგორ დაარეგულირებს სახელმწიფო პროდუქტებზე ფასების ზრდის შეჩერებას, მინისტრი ამბოს, რომ ამ საკითხე მუშაობა მიმდინარეობს.

,,ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, ერთი არის, როდესაც ფასების ზრდას აქვს ობიექტური საფუძველი, მათ შორის თუნდაც კურსთა ცვალებადობა, აქ ჩვენ მოვიფიქრეთ სპეციალური მექანიზმი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესთავაზა საზოგადოებას, რომლითაც რვა დასახელების პირველადი მოხმარების საქონელზე, საკვებზე, ფასები იქნება რეგულირებული და დაცული სხვადასხვა ცვალებადობისგან. გარდა ამისა, მეორე მექანიზმი ეს არის მონიტორინგი და კონტროლი, უსაფუძვლოდ არ მოხდეს ფასების ზრდა, არ მოხდეს გარკვეული სპეკულაციური ფაქტები. საბედნიეროდ, ასეთი ფაქტები არ არის მასობრივი, მაგრამ იქ სადაც ეს გამოვლინდება , ერთიანი ჯგუფებით, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები დადიან, ამოწმებენ და იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ .

იხურება ყველა სავაჭრო ობიექტი მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი ქსელის, საფოსტო გზავნილების და ბანკების გარდა

LIVE: თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გერმანიაში მცხოვრები ქართველები, პაატა ბურჭულაძე, გია ხუხაშვილი

პაციენტებისთვის დამატებით 1500-მდე საწოლს ვამზადებთ - მინისტრი ინფიცირებულთა მოსალოდნელ ზრდასა და ე.წ. აგრესიულ ტესტირებაზე