მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველასათვის საყვარელი წიგნის „თამაში ჭვავის ყანაში“ ავტორის კიდევ ორი ახალი წიგნი ქართულ ენაზე
ყველასათვის საყვარელი წიგნის „თამაში ჭვავის ყანაში“ ავტორის კიდევ ორი ახალი წიგნი ქართულ ენაზე

ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ოს­ტა­ტი, უმე­ტე­სად ბავ­შვი და მო­ზარ­დი გმი­რე­ბით, რომ­ლე­ბიც მწვა­ვედ გა­ნიც­დი­ან კონ­ფლიქ­ტებს და შე­სა­ბა­მი­სად, ჩნდე­ბა ტრა­გიზ­მი, გა­უ­ცხო­ე­ბა, მარ­ტო­ო­ბა, დაბ­ნე­უ­ლო­ბა, დეპ­რე­სია, პრო­ტეს­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი სი­ყალ­ბი­სა და მან­კი­ე­რე­ბი­სად­მი – ეს მე–20 სა­უ­კუ­ნის ერთ–ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ავ­ტო­რი ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რი და მისი შე­მოქ­მე­დე­ბაა.

ჯე­რომ დე­ვიდ სე­ლინ­ჯე­რი 1919 წლის 1-ელ იან­ვარს და­ი­ბა­და ნიუ-იორკში. მა­მა­მი­სი, სო­ლო­მონ სე­ლინ­ჯე­რი ლიტ­ვუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის ებ­რა­ე­ლი გახ­ლდათ. ნიუ-იორკში თა­ვი­სი დახ­ლი ჰქონ­და და ყვე­ლი­თა და ლო­რით ვაჭ­რობ­და. მამა ცდი­ლობ­და, შვი­ლის­თვის კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ცა. 1936 წელს ჯე­რომ­მა სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა პენ­სილ­ვა­ნი­ის შტატ­ში. იქვე შექ­მნა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­და­წყვი­ტა და 1939 წელს კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. იქვე მო­ის­მი­ნა ლექ­ცი­ა­თა კურ­სი მოკ­ლე მო­თხრო­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ჟურ­ნალ "სტო­რის" რე­დაქ­ტო­რი უი­ლი­ამ ბერ­ნე­ტი კი­თხუ­ლობ­და. ეს ლექ­ცი­ე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძა­ლი­ან გა­მო­ად­გა. თუმ­ცა მო­მა­ვალ მწე­რალს სწავ­ლა არ და­უმ­თავ­რე­ბია, არც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი ჰქო­ნია და არც კა­რი­ე­რუ­ლი მი­ზან­სწრაფ­ვა, რი­თაც მა­მის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევ­და. სა­ბო­ლო­ოდ, მა­მას წა­ე­ჩხუ­ბა და სახ­ლი­დან წა­ვი­და.

1942 წელს ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს. სა­ო­ფიც­რე-სერ­ჟან­ტუ­ლი სკო­ლა და­ამ­თავ­რა. ერთ წე­ლი­წად­ში სერ­ჟან­ტის რან­გში კონ­ტრდაზ­ვერ­ვა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და ნეშ­ვილ­ში გაგ­ზავ­ნეს. 1944 წელს სერ­ჟან­ტი სე­ლინ­ჯე­რი ნორ­მან­დი­ა­ში დე­სან­ტის გა­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მუ­შა­ობ­და სამ­ხედ­რო ტყვე­ებ­თან, მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში.

სე­ლინ­ჯე­რის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სამ­წერ­ლო კა­რი­ე­რა ნიუ–იორ­კულ ჟურ­ნა­ლებ­ში მოკ­ლე მო­თხრო­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით და­ი­წყო. მისი პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბა "ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი" ჟურ­ნალ "სტო­რი­ში" და­ი­ბეჭ­და 1940 წელს. პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა მოკ­ლე მო­თხრო­ბამ "ბა­ნა­ნა თევ­ზის ამინ­დი".

პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან, თერ­თმე­ტი წლის შემ­დეგ, სე­ლინ­ჯერ­მა თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი რო­მა­ნი "თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში" გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც ერ­თნა­ი­რი მო­წო­ნე­ბით შეხ­ვდა კრი­ტი­კაც და მკი­თხვე­ლიც. რო­მა­ნი დღემ­დე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ახალ­გაზ­რდებს შო­რის. თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში წიგ­ნი აშშ-ის რამ­დე­ნი­მე შტატ­სა და რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში აიკ­რძა­ლა, დეპ­რე­სი­უ­ლო­ბი­სა და უხამ­სი ლექ­სი­კის გამო, თუმ­ცა დღეს ბევრ ამე­რი­კულ სკო­ლა­ში შე­დის წა­სა­კი­თხად რე­კო­მენ­დე­ბულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში.

მას მერე, რაც მის­მა რო­მან­მა პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა, სე­ლინ­ჯერ­მა გან­დე­გი­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო. უარს ამ­ბობ­და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე. 1965 წლის შემ­დეგ ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა შე­წყვი­ტა, მხო­ლოდ თა­ვის­თვის ქმნი­და. სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წლებ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ ურ­თი­ერ­თობ­და გარე სამ­ყა­როს­თან, ქა­ლაქ კორ­ნიშ­ში დიდ სახ­ლში ცხოვ­რობ­და, რო­მელ­საც ქვეყ­ნი­ე­რე­ბის­გან მა­ღა­ლი ღობე ყოფ­და. ფი­ლო­სო­ფი­ას ჩა­უღ­რმავ­და, სულს იწ­რთობ­და, ბუ­დიზ­მით, ინ­დუ­იზ­მით, იო­გა­თი და­კავ­და და არატ­რა­დი­ცი­ულ მე­დი­ცი­ნას ეუფ­ლე­ბო­და...

სე­ლინ­ჯე­რი ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა 2010 წლის 27 იან­ვარს, 91 წლის ასაკ­ში.

ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი მას ძი­რი­თა­დად რო­მა­ნით „თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“ იც­ნობს, თუმ­ცა ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლია მისი მო­თხრო­ბე­ბიც - „9 მო­თხრო­ბა“. სულ ახალ­ა­ხან კი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა” გა­მოს­ცა მისი ორი ახა­ლი წიგ­ნი: "ჭერი ას­წი­ეთ, დურ­გლე­ბო და სი­მო­რი, შე­სა­ვა­ლი“ და "ფრე­ნი და ზუი".

”ჭერი ას­წი­ეთ, დურ­გლე­ბო” პირ­ველ პირ­ში მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბა­ვია. მთხრო­ბე­ლი ბადი გლა­სია, რო­მე­ლიც აღ­წერს მის უჩ­ვე­უ­ლო ოჯახს და რთულ, თუმ­ცა თბილ ურ­თი­ერ­თო­ბას და-ძმებს შო­რის. ”სი­მო­რი, შე­სა­ვა­ლი” ასე­ვე გლა­სე­ბის ოჯახ­ზე მოგ­ვი­თხრობს. კერ­ძოდ სი­მო­რის - უფ­რო­სი ძმის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ოჯა­ხის ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი წევ­რია. იგი ცხოვ­რე­ბას თვით­მკვლე­ლო­ბით ამ­თავ­რებს. სე­ლინ­ჯე­რის ”ფრე­ნი­სა და ზუის” მსგავ­სად ძენ ბუ­დიზ­მი­სა და ინ­დუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის თემა აქაც ერთ-ერთი მთა­ვა­რია.

ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რის ”ფრე­ნი და ზუი” გლა­სე­ბის ოჯა­ხის შე­სა­ხებ შექ­მნი­ლი მო­თხრო­ბე­ბის ციკ­ლის ნა­წი­ლია. წიგ­ნი 1961 წელს გა­მო­ი­ცა და ორ მოზ­რდილ მო­თხრო­ბას აერ­თი­ა­ნებს. ფრე­ნი და ზუი (და-ძმა). რთუ­ლი ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, კონ­ფლიქ­ტი გა­რე­სამ­ყა­როს­თან და სა­კუ­თარ თავ­თან, ძენ ბუ­დიზ­მი და ინ­დუ­რი ფი­ლო­სო­ფია წიგ­ნის მთა­ვა­რი თე­მე­ბია. ზედ­მე­ტად მგრძნო­ბი­ა­რე და გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბელ მთა­ვარ გმი­რებს მწე­რა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იუ­მო­რი­თა და სით­ბო­თი აღ­წერს. რთულ, თუმ­ცა თბილ ურ­თი­ერ­თო­ბას და-ძმებს შო­რის.

„პა­ლიტ­რა L-ის“ მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ავ­ტო­რის ოთხი­ვე წიგ­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი დი­ზა­ი­ნი­საა. მათ სადა, მი­ნის­მა­ლის­ტუ­რი დი­ზა­ი­ნის ყდე­ბი აერ­თი­ა­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ყველასათვის საყვარელი წიგნის „თამაში ჭვავის ყანაში“ ავტორის კიდევ ორი ახალი წიგნი ქართულ ენაზე

ყველასათვის საყვარელი წიგნის „თამაში ჭვავის ყანაში“ ავტორის კიდევ ორი ახალი წიგნი ქართულ ენაზე

ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ნაწარმოებების ოსტატი, უმეტესად ბავშვი და მოზარდი გმირებით, რომლებიც მწვავედ განიცდიან კონფლიქტებს და შესაბამისად, ჩნდება ტრაგიზმი, გაუცხოება, მარტოობა, დაბნეულობა, დეპრესია, პროტესტი საზოგადოებაში გაბატონებული სიყალბისა და მანკიერებისადმი – ეს მე–20 საუკუნის ერთ–ერთი გამორჩეული ავტორი ჯერომ სელინჯერი და მისი შემოქმედებაა.

ჯერომ დევიდ სელინჯერი 1919 წლის 1-ელ იანვარს დაიბადა ნიუ-იორკში. მამამისი, სოლომონ სელინჯერი ლიტვური წარმომავლობის ებრაელი გახლდათ. ნიუ-იორკში თავისი დახლი ჰქონდა და ყველითა და ლორით ვაჭრობდა. მამა ცდილობდა, შვილისთვის კარგი განათლება მიეცა. 1936 წელს ჯერომმა სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა პენსილვანიის შტატში. იქვე შექმნა თავისი პირველი მოთხრობები. მოგვიანებით, უმაღლესი განათლების მიღება გადაწყვიტა და 1939 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩააბარა. იქვე მოისმინა ლექციათა კურსი მოკლე მოთხრობების შესახებ, რომელსაც ჟურნალ "სტორის" რედაქტორი უილიამ ბერნეტი კითხულობდა. ეს ლექციები მოგვიანებით ძალიან გამოადგა. თუმცა მომავალ მწერალს სწავლა არ დაუმთავრებია, არც განსაკუთრებული წარმატებები ჰქონია და არც კარიერული მიზანსწრაფვა, რითაც მამის უკმაყოფილებას იწვევდა. საბოლოოდ, მამას წაეჩხუბა და სახლიდან წავიდა.

1942 წელს ჯარში გაიწვიეს. საოფიცრე-სერჟანტული სკოლა დაამთავრა. ერთ წელიწადში სერჟანტის რანგში კონტრდაზვერვაში გადაიყვანეს და ნეშვილში გაგზავნეს. 1944 წელს სერჟანტი სელინჯერი ნორმანდიაში დესანტის გადასხმაში მონაწილეობდა, მუშაობდა სამხედრო ტყვეებთან, მონაწილეობდა საკონცენტრაციო ბანაკების გათავისუფლებაში.

სელინჯერის წარმატებული სამწერლო კარიერა ნიუ–იორკულ ჟურნალებში მოკლე მოთხრობების გამოქვეყნებით დაიწყო. მისი პირველი მოთხრობა "ახალგაზრდა ადამიანები" ჟურნალ "სტორიში" დაიბეჭდა 1940 წელს. პირველი სერიოზული პოპულარობა მოუტანა მოკლე მოთხრობამ "ბანანა თევზის ამინდი".

პირველი მოთხრობის გამოქვეყნებიდან, თერთმეტი წლის შემდეგ, სელინჯერმა თავისი გამორჩეული რომანი "თამაში ჭვავის ყანაში" გამოაქვეყნა, რომელსაც ერთნაირი მოწონებით შეხვდა კრიტიკაც და მკითხველიც. რომანი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებს შორის. თუმცა იმ პერიოდში წიგნი აშშ-ის რამდენიმე შტატსა და რამდენიმე ქვეყანაში აიკრძალა, დეპრესიულობისა და უხამსი ლექსიკის გამო, თუმცა დღეს ბევრ ამერიკულ სკოლაში შედის წასაკითხად რეკომენდებულ ლიტერატურაში.

მას მერე, რაც მისმა რომანმა პოპულარობა მოიპოვა, სელინჯერმა განდეგილური ცხოვრება დაიწყო. უარს ამბობდა ინტერვიუებზე. 1965 წლის შემდეგ ნაწარმოებების გამოქვეყნება შეწყვიტა, მხოლოდ თავისთვის ქმნიდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, პრაქტიკულად, არ ურთიერთობდა გარე სამყაროსთან, ქალაქ კორნიშში დიდ სახლში ცხოვრობდა, რომელსაც ქვეყნიერებისგან მაღალი ღობე ყოფდა. ფილოსოფიას ჩაუღრმავდა, სულს იწრთობდა, ბუდიზმით, ინდუიზმით, იოგათი დაკავდა და არატრადიციულ მედიცინას ეუფლებოდა...

სელინჯერი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა 2010 წლის 27 იანვარს, 91 წლის ასაკში.

ქართველი მკითხველი მას ძირითადად რომანით „თამაში ჭვავის ყანაში“ იცნობს, თუმცა ქართულ ენაზე გამოცემულია მისი მოთხრობებიც - „9 მოთხრობა“. სულ ახალახან კი, გამომცემლობა „პალიტრა L-მა” გამოსცა მისი ორი ახალი წიგნი: "ჭერი ასწიეთ, დურგლებო და სიმორი, შესავალი“ და "ფრენი და ზუი".

”ჭერი ასწიეთ, დურგლებო” პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. მთხრობელი ბადი გლასია, რომელიც აღწერს მის უჩვეულო ოჯახს და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის. ”სიმორი, შესავალი” ასევე გლასების ოჯახზე მოგვითხრობს. კერძოდ სიმორის - უფროსი ძმის შესახებ, რომელიც ოჯახის ყველასგან გამორჩეული წევრია. იგი ცხოვრებას თვითმკვლელობით ამთავრებს. სელინჯერის ”ფრენისა და ზუის” მსგავსად ძენ ბუდიზმისა და ინდური ფილოსოფიის თემა აქაც ერთ-ერთი მთავარია.

ჯერომ სელინჯერის ”ფრენი და ზუი” გლასების ოჯახის შესახებ შექმნილი მოთხრობების ციკლის ნაწილია. წიგნი 1961 წელს გამოიცა და ორ მოზრდილ მოთხრობას აერთიანებს. ფრენი და ზუი (და-ძმა). რთული ოჯახური ურთიერთობები, კონფლიქტი გარესამყაროსთან და საკუთარ თავთან, ძენ ბუდიზმი და ინდური ფილოსოფია წიგნის მთავარი თემებია. ზედმეტად მგრძნობიარე და გაუწონასწორებელ მთავარ გმირებს მწერალი განსაკუთრებული იუმორითა და სითბოთი აღწერს. რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის.

„პალიტრა L-ის“ მიერ გამოცემული ავტორის ოთხივე წიგნი გამორჩეული დიზაინისაა. მათ სადა, მინისმალისტური დიზაინის ყდები აერთიანებს.

თავისუფალ დროს საკითხავი 5 ახალი ლიტერატურული თავგადასავალი

ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

„გურული დღიურების“ ცოტა უცნაური გაგრძელება - მალე გიორგი კეკელიძის  „სხვა გურული დღიურები“  გამოვა