სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აამოქმედებს თუ არა NATO მე-5 მუხლს კორონავირუსის წინააღმდეგ - რა სცენარებზე საუბრობენ მსოფლიო ექსპერტები
აამოქმედებს თუ არა NATO მე-5 მუხლს კორონავირუსის წინააღმდეგ - რა სცენარებზე საუბრობენ მსოფლიო ექსპერტები

შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს თუ არა და­სავ­ლე­თი ერ­თი­ა­ნო­ბას კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­შე? - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას "ამე­რი­კის ხმა".

კო­რო­ნა­ვირუ­სი სა­ზო­გა­დობ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კრი­ზის­თან ერ­თად ეკო­ნო­მი­კურ, პო­ლი­ტი­კურ და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხად იქცა. სა­ზღვრე­ბის და­ხურ­ვას­თან ერ­თად, ქვეყ­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ იმ ეკო­ნო­მი­კურ რე­ცე­სი­ის შე­ჩე­რე­ბას, რაც შე­საძ­ლოა პან­დე­მი­ას მოჰ­ყვეს. კო­ვიდ-19 ის პან­დე­მი­ამ გა­ნა­ახ­ლა სა­უ­ბა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­თა­მა­შე­ე­ბის როლ­ზე, იმა­ზე თუ რამ­დე­ნად ერ­თი­ა­ნია და­სავ­ლე­თი, უმკლავ­დე­ბა თუ არა ევ­რო­კავ­ში­რი გა­მოწ­ვე­ვას და რა უნდა გა­ა­კე­თოს ნა­ტომ და სხვა რე­გი­ო­ნულ­მა თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, გლო­ბა­ლურ პან­დე­მი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად.

კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია, „ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს“ პრე­ზი­დენ­ტმა ფრე­დე­რიკ კემ­პმა სა­კუ­თარ სტა­ტი­ა­ში შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს მო­უ­წო­და ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის ორი­ვე სა­ნა­პი­რო­ზე არ­სე­ბუ­ლი უნ­დობ­ლო­ბის გა­და­საჭ­რე­ლად ნა­ტოს ეგი­დით მე­ხუ­თე მუხ­ლი აა­მოქ­მე­დოს კო­რო­ნა­ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად.

„კო­რო­ნა­ვირუ­სი გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სია, ის არ არის ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი არ­ცერთ კონ­ტი­ნენტზე და ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მო­ი­თხოვს და არა ცალ­კე­ულ ქმე­დე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და მან „სი-ენ-ბი-სი“-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

კემ­პი პრე­ზი­დენტ ტრამპს მო­უ­წო­დებს, გა­დად­გას „თუნ­დაც სიმ­ბო­ლუ­რი“ ნა­ბი­ჯი, ევ­რო­პე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის­თვის მხარ­და­ჭე­რის საჩ­ვე­ნებ­ლად.

„ევ­რო­კავ­შირ­მა არ მო­ი­წო­ნა ფაქ­ტი, რომ შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა მოგ­ზა­უ­რო­ბის აკ­რძალ­ვის გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა ცალ­მხრი­ვად და კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე მი­ი­ღო“, - ამ­ბობს ის.

"თუ ნა­ტომ მო­ა­ხერ­ხა მე­ხუ­თე მუხ­ლი აე­მოქ­მე­დე­ბი­ნა არა-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ მო­თა­მა­შეს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად, რო­მელ­მაც გა­ი­ლაშ­ქრა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მა­შინ რა­ტომ არ უნდა ვებ­რძო­ლოთ ჩი­ნე­თი­დან წა­მო­სულ კო­ვიდ-19-ს ასე­ვე", - წერს ის.

„გა­მომ­დი­ნა­რე არ­სე­ბუ­ლი ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი უთან­ხმო­ე­ბე­ბი­დან, ახლა ერ­თი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლუ­რი ნა­ბი­ჯის უფრო დიდი სა­ჭი­რო­ე­ბაა ვიდ­რე 11 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ იყო“, - წერს ის.

თუმ­ცა, ამ შე­ხე­დუ­ლე­ბას ყვე­ლა არ იზი­ა­რებს. „თა­ნა­მედ­რო­ვე ამე­რი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ცენ­ტრის“ მკვლე­ვა­რი, რე­ი­ჩელ რიზო, ამ­ბობს, რომ ნა­ტოს მი­სია არაა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კრი­ზის­თან გამ­კლა­ვე­ბა.

„ნატო არ შექ­მნი­ლა მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კრი­ზი­სის სა­პა­სუ­ხოდ, და მას არ აქვს სა­ჭი­რო უნა­რე­ბი, რომ პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია იყოს“, - ამ­ბობს ის.

„სხვა თუ არა­ფე­რი, ევ­რო­კავ­ში­რი და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი უფრო ახ­ლოს უნდა თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ, ორ­მხრი­ვად და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან ერ­თად. მარ­თა­ლია, ამ კრი­ზისს ნა­ტოს წევრ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ზე აქვს გავ­ლე­ნა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შიგ­ნით და სა­ჯა­რო­დაც კო­მუ­ნი­კა­ცი­ის არ­ხე­ბი უნდა იყოს ღია, მაგ­რამ ზო­გა­დად, მე სკეპ­ტი­კუ­რად ვუდ­გე­ბი იმ მო­საზ­რე­ბას, რომ ნა­ტომ [კო­რო­ნა­ვირუსს] კო­ლექ­ტი­უ­რად უნდა უპა­სუ­ხოს“, - უთხრა მან „ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას.

ნა­ტოს ჩარ­თუ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს, ასე­ვე „ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ზის ცენ­ტრის“ პრე­ზი­დენ­ტი ალი­ნა პო­ლი­ა­კო­ვა. თუმ­ცა პო­ლი­ა­კო­ვა ხაზს უს­ვამს, რომ მე­ხუ­თე მუხ­ლის ამოქ­მე­დე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ხე­დავს.

„ნატო მო­კავ­ში­რე­ე­ბის პა­სუ­ხის კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი. თუმ­ცა მე­ხუ­თე მუხ­ლი არ არის სა­უ­კე­თე­სო მე­ქა­ნიზ­მი ამის გა­სა­კე­თებ­ლად. ნატო შე­იქ­მნა სამ­ხედ­რო თავ­დას­ხმის და არა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კრი­ზი­სის სა­პა­სუ­ხოდ“, - ამ­ბობს ის.

ამ დრომ­დე, ჩრდი­ლო ატ­ლან­ტი­კურ ალი­ანსს, კრი­ზის­თან ბრძო­ლა­ში მისი რო­ლის შე­სა­ხებ ჯერ არ უსა­უბ­რია. თუმ­ცა 6 მარ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში, ნა­ტომ აღ­ნიშ­ნა, რომ იღებს სა­ჭი­რო ზო­მებს მისი ჯა­რე­ბის და­სა­ცა­ვად ვირუ­სის­გან და იმის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­მა ორ­გა­ნომ უწყვე­ტად გა­ნაგ­რძოს კრი­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა.

ნა­ტოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რი კრი­ზის­მა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­აქ­ცია. ბრი­უ­სე­ლი ფი­ნან­სურ ზო­მებ­ზე მუ­შა­ობს, რათა ეკო­ნო­მი­კა­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­ლე­ნა შე­ამ­ცი­როს. ეს პირ­ვე­ლი კრი­ზი­სი არაა, რო­მელ­თა­ნაც უკა­ნას­კნელ წლებ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბას გამ­კლა­ვე­ბა უწევს. ევ­რო­კავ­ში­რის ინ­სტი­ტუ­ტე­ბი სა­ი­მიგ­რა­ციო თუ ფი­ნან­სურ­მა კრი­ზის­მა ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა. ბრი­უ­სე­ლის ნა­ბი­ჯე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას წარ­სულ­ში, კონ­ტი­ნენტზე ევ­როს­კე­პი­ტი­ციზ­მის გავ­რცე­ლე­ბა მი­ოჰ­ყვა. მათ შო­რის იტა­ლი­ა­ში, სა­დაც ახლა ბრი­უ­სელს მკაც­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ. რომი, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რებს შო­რის, ვირუს­მა ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ა­ზი­ა­ნა. იტა­ლი­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი, მათ შო­რის პო­პუ­ლის­ტი ლი­დე­რი მა­ტეო სალ­ვი­ნი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბას იტა­ლი­ის­თვის სა­თა­ნა­დო დახ­მა­რე­ბის არ­გა­წე­ვა­ში სდებს ბრალს, და აცხა­დებს, რომ კრი­ზი­სის და­სას­რულ­თან ერ­თად, ისი­ნი ბრი­უ­სელ­თან სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გა­და­ხე­და­ვენ.

"ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს" ევ­რო­პუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ხელ­მძღვა­ნელ­მა ბენ­ჯა­მინ ჰა­დად­მა, "ვა­შინგტონ პოს­ტში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, ერთი კვი­რის წინ აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა ერ­თი­ა­ნო­ბა უნდა აჩ­ვე­ნოს და შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ევ­რო­პელ მო­კავ­ში­რე­ებს მხა­რი უნდა და­უ­ჭი­როს. "რად­გან არ არ­სე­ბობს ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი პა­სუ­ხი, გლო­ბა­ლურ კრი­ზის­ზე", - ამ­ბობს ჰა­და­დი.

"ახლა დროა ევ­რო­პე­ლებ­მა აჩ­ვე­ნონ ერ­თმა­ნე­თის სო­ლი­და­რო­ბა. იქ, სა­დაც [ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი] ალი­ან­სი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლია, ევ­რო­კავ­შირ­მა უნდა აჩ­ვე­ნოს ერ­თი­ა­ნო­ბა და უნა­რი, რომ შე­უძ­ლია მო­ქა­ლა­ქე­ებს და­ეხ­მა­როს. თავ­და­პირ­ვე­ლად, გა­ყო­ფი­ლი და ქა­ო­ტუ­რი პა­სუ­ხის შემ­დეგ, ევ­რო­პის ლი­დე­რებ­მა ეკო­ნო­მი­კუ­რი ვარ­დნის სა­პა­სუ­ხოდ 25 მი­ლი­არ­დი ევ­როს გა­მო­ყო­ფას და­უ­ჭი­რეს მხა­რი", - წერს ჰა­და­დი.

2008-2009 წლის ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის შემ­დეგ, მიმ­დი­ნა­რე პან­დე­მია პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა კვლავ მო­ექ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე. კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას­თან ერ­თად, კი­თხვე­ბი თუ რამ­დე­ნად მო­ა­ხერ­ხე­ბენ მო­კავ­ში­რე­ე­ბი ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის ორ მხა­რე­ზე ამ კრი­ზი­სის გა­დაჭ­რას, და შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ, თუ არა ისი­ნი ერ­თი­ა­ნო­ბას, კვლავ უპა­სუ­ხოდ რჩე­ბა.

წყა­რო: "ამე­რი­კის ხმა"

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
9

NATO დიდი ხანია თვითონ საჯიკავია, თვითონ საპატრონოა.

pante
8

მასონებო ოხ თქვენი !!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

აამოქმედებს თუ არა NATO მე-5 მუხლს კორონავირუსის წინააღმდეგ - რა სცენარებზე საუბრობენ მსოფლიო ექსპერტები

აამოქმედებს თუ არა NATO მე-5 მუხლს კორონავირუსის წინააღმდეგ - რა სცენარებზე საუბრობენ მსოფლიო ექსპერტები

შეინარჩუნებს თუ არა დასავლეთი ერთიანობას კორონავირუსის წინაშე? - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "ამერიკის ხმა".

კორონავირუსი საზოგადობრივი ჯანდაცვის კრიზისთან ერთად ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ეროვნული უსაფრთხოების საკითხად იქცა. საზღვრების დახურვასთან ერთად, ქვეყნები ცდილობენ იმ ეკონომიკურ რეცესიის შეჩერებას, რაც შესაძლოა პანდემიას მოჰყვეს. კოვიდ-19 ის პანდემიამ განაახლა საუბარი საერთაშორისო მოთამაშეების როლზე, იმაზე თუ რამდენად ერთიანია დასავლეთი, უმკლავდება თუ არა ევროკავშირი გამოწვევას და რა უნდა გააკეთოს ნატომ და სხვა რეგიონულმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, გლობალურ პანდემიასთან საბრძოლველად.

კვლევითი ორგანიზაცია, „ატლანტიკური საბჭოს“ პრეზიდენტმა ფრედერიკ კემპმა საკუთარ სტატიაში შეერთებულ შტატებს მოუწოდა ატლანტის ოკეანის ორივე სანაპიროზე არსებული უნდობლობის გადასაჭრელად ნატოს ეგიდით მეხუთე მუხლი აამოქმედოს კორონავირუსთან საბრძოლველად.

„კორონავირუსი გლობალური კრიზისია, ის არ არის ლიმიტირებული არცერთ კონტინენტზე და ის თანამშრომლობას მოითხოვს და არა ცალკეულ ქმედებას“, - განაცხადა მან „სი-ენ-ბი-სი“-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

კემპი პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდებს, გადადგას „თუნდაც სიმბოლური“ ნაბიჯი, ევროპელი მოკავშირეებისთვის მხარდაჭერის საჩვენებლად.

„ევროკავშირმა არ მოიწონა ფაქტი, რომ შეერთებულმა შტატებმა მოგზაურობის აკრძალვის გადაწვეტილება ცალმხრივად და კონსულტაციის გარეშე მიიღო“, - ამბობს ის.

"თუ ნატომ მოახერხა მეხუთე მუხლი აემოქმედებინა არა-სახელმწიფოებრივ მოთამაშესთან საბრძოლველად, რომელმაც გაილაშქრა შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მაშინ რატომ არ უნდა ვებრძოლოთ ჩინეთიდან წამოსულ კოვიდ-19-ს ასევე", - წერს ის.

„გამომდინარე არსებული ტრანსატლანტიკური უთანხმოებებიდან, ახლა ერთიანობის სიმბოლური ნაბიჯის უფრო დიდი საჭიროებაა ვიდრე 11 სექტემბრის შემდეგ იყო“, - წერს ის.

თუმცა, ამ შეხედულებას ყველა არ იზიარებს. „თანამედროვე ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის“ მკვლევარი, რეიჩელ რიზო, ამბობს, რომ ნატოს მისია არაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისთან გამკლავება.

„ნატო არ შექმნილა მსოფლიოს გარშემო საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის საპასუხოდ, და მას არ აქვს საჭირო უნარები, რომ პრობლემის გადასაჭრელად ყველაზე ეფექტური ორგანიზაცია იყოს“, - ამბობს ის.

„სხვა თუ არაფერი, ევროკავშირი და შეერთებული შტატები უფრო ახლოს უნდა თანამშრომლობდნენ, ორმხრივად და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად. მართალია, ამ კრიზისს ნატოს წევრ ყველა ქვეყანაზე აქვს გავლენა და ორგანიზაციის შიგნით და საჯაროდაც კომუნიკაციის არხები უნდა იყოს ღია, მაგრამ ზოგადად, მე სკეპტიკურად ვუდგები იმ მოსაზრებას, რომ ნატომ [კორონავირუსს] კოლექტიურად უნდა უპასუხოს“, - უთხრა მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას.

ნატოს ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს, ასევე „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ პრეზიდენტი ალინა პოლიაკოვა. თუმცა პოლიაკოვა ხაზს უსვამს, რომ მეხუთე მუხლის ამოქმედების საჭიროებას ვერ ხედავს.

„ნატო მოკავშირეების პასუხის კოორდინაციაში უნდა იყოს ჩართული. თუმცა მეხუთე მუხლი არ არის საუკეთესო მექანიზმი ამის გასაკეთებლად. ნატო შეიქმნა სამხედრო თავდასხმის და არა საზოგადოებრივი კრიზისის საპასუხოდ“, - ამბობს ის.

ამ დრომდე, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს, კრიზისთან ბრძოლაში მისი როლის შესახებ ჯერ არ უსაუბრია. თუმცა 6 მარტის განცხადებაში, ნატომ აღნიშნა, რომ იღებს საჭირო ზომებს მისი ჯარების დასაცავად ვირუსისგან და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ორგანიზაციის ადმინისტრაციულმა ორგანომ უწყვეტად განაგრძოს კრიტიკული სამუშაოს შესრულება.

ნატოსგან განსხვავებით, ევროკავშირი კრიზისმა ყურადღების ცენტრში მოაქცია. ბრიუსელი ფინანსურ ზომებზე მუშაობს, რათა ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენა შეამციროს. ეს პირველი კრიზისი არაა, რომელთანაც უკანასკნელ წლებში გაერთიანებას გამკლავება უწევს. ევროკავშირის ინსტიტუტები საიმიგრაციო თუ ფინანსურმა კრიზისმა ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა. ბრიუსელის ნაბიჯებით უკმაყოფილებას წარსულში, კონტინენტზე ევროსკეპიტიციზმის გავრცელება მიოჰყვა. მათ შორის იტალიაში, სადაც ახლა ბრიუსელს მკაცრად აკრიტიკებენ. რომი, ევროკავშირის წევრებს შორის, ვირუსმა ყველაზე მეტად დააზიანა. იტალიელი პოლიტიკოსების ნაწილი, მათ შორის პოპულისტი ლიდერი მატეო სალვინი, გაერთიანებას იტალიისთვის სათანადო დახმარების არგაწევაში სდებს ბრალს, და აცხადებს, რომ კრიზისის დასასრულთან ერთად, ისინი ბრიუსელთან სამომავლო თანამშრომლობას გადახედავენ.

"ატლანტიკური საბჭოს" ევროპული ინიციატივის ხელმძღვანელმა ბენჯამინ ჰადადმა, "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში, ერთი კვირის წინ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ერთიანობა უნდა აჩვენოს და შეერთებულმა შტატებმა ევროპელ მოკავშირეებს მხარი უნდა დაუჭიროს. "რადგან არ არსებობს ნაციონალისტური პასუხი, გლობალურ კრიზისზე", - ამბობს ჰადადი.

"ახლა დროა ევროპელებმა აჩვენონ ერთმანეთის სოლიდარობა. იქ, სადაც [ტრანსატლანტიკური] ალიანსი წარუმატებელია, ევროკავშირმა უნდა აჩვენოს ერთიანობა და უნარი, რომ შეუძლია მოქალაქეებს დაეხმაროს. თავდაპირველად, გაყოფილი და ქაოტური პასუხის შემდეგ, ევროპის ლიდერებმა ეკონომიკური ვარდნის საპასუხოდ 25 მილიარდი ევროს გამოყოფას დაუჭირეს მხარი", - წერს ჰადადი.

2008-2009 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, მიმდინარე პანდემია პირველი შემთხვევაა, როცა მსოფლიო ეკონომიკა კვლავ მოექცა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე. კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, კითხვები თუ რამდენად მოახერხებენ მოკავშირეები ატლანტის ოკეანის ორ მხარეზე ამ კრიზისის გადაჭრას, და შეინარჩუნებენ, თუ არა ისინი ერთიანობას, კვლავ უპასუხოდ რჩება.

წყარო: "ამერიკის ხმა"

"შევაჩეროთ მოპარვა" - ტრამპი 6 იანვარს, ვაშინგტონში დიდ საპროტესტო მსვლელობას აანონსებს

"უეცარად გაუმწვავდა რადიკულიტი..." - ჯანმრთელობის პრობლემის გამო რომის პაპი ახალი წლის მესას ვერ გაუძღვება

ახალმა ზელანდიამ 2021 წლის დადგომა აღნიშნა