მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში დამზადებული პირბადეები გარკვეულ პირებს უფასოდ დაურიგდებათ
საქართველოში დამზადებული პირბადეები გარკვეულ პირებს უფასოდ დაურიგდებათ

ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ზა­დე­ბულ პირ­ბა­დე­ებს სა­წყის ეტაპ­ზე, კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს უფა­სოდ და­უ­რი­გებს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი პირ­ბა­დე­ე­ბის პირ­ვე­ლი პარ­ტია, რო­მე­ლიც ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონს შე­ად­გენს, პირ­ველ რიგ­ში უსას­ყიდ­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნებს გა­დას­ცემს, ვი­საც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის გამო ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან უწევთ კონ­ტაქ­ტი.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ეს შე­ე­ხე­ბა რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლებს, მათ შო­რის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, მე­ბა­ჟე­ებს, მო­ლა­რე­ებს და ა.შ.

"გა­მო­იკ­ვე­თე­ბა დარ­გე­ბი, რომ­ლებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლებ­საც უწევთ სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი. მა­გა­ლი­თად, მე­ბა­ჟე­ე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, მათ შო­რის შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ მო­ლა­რე­ე­ბიც", - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი პირ­ბა­დის ფასს, უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ეს ჯერ გან­სა­ზღვრუ­ლი არაა და და­მო­კი­დე­ბუ­ლია პირ­ბა­დის და­სამ­ზა­დებ­ლად სა­ჭი­რო ნედ­ლე­უ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში იმ­პორ­ტის გზით შე­მო­ვა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ბა­დე­ე­ბის წარ­მო­ე­ბა უკვე 10-მდე სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კამ და­ი­წყო. სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კა „აჭა­რა ტექ­სტი­ლის" მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი პირ­ბა­დე­ე­ბის პირ­ვე­ლი პარ­ტია მზად დღეს იქ­ნე­ბა და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი, ნა­თია თურ­ნა­ვა ფოთ­ში კომ­პა­ნია „აჭა­რა ტექ­სტი­ლის“ სა­წარ­მოს ეწ­ვე­ვა პრო­ცე­სის ად­გილ­ზე გა­საც­ნო­ბად.

კომ­პა­ნია ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პირ­ველ ეტაპ­ზე დამ­ზა­დე­ბულ 500 000 პირ­ბა­დეს უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცემს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
0

სხვა კომპანიებიც რატომ არ მუშაობენ პირბადეებზე? აქაც მონოპოლიაა?

ალექს
0

სახელმწიფო მოხელეს სახელმწიფომ უნდა უყიდოს პირბადეც და ბახალებიც რომ რიგითი და უქონელი მოქლაქე არ დაასნებოვნონ ,რიგში რომ სამართლისათვის უდგათ მაგათ , მობილურიც , ინტერნეტიც და სხვა რამ რაც სამსახურში ყოფნისას სჭირდება, სახელმწიფომ უნდა მისცეს მოხელეს ! ეგ გაჩუქეს უქონელთათვის და არა გაქსუებული ჩინოვნიკებისათვის !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოში დამზადებული პირბადეები გარკვეულ პირებს უფასოდ დაურიგდებათ

საქართველოში დამზადებული პირბადეები გარკვეულ პირებს უფასოდ დაურიგდებათ

ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს საწყის ეტაპზე, კონკრეტულ ადამიანებს უფასოდ დაურიგებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია, რომელიც ნახევარ მილიონს შეადგენს, პირველ რიგში უსასყიდლოდ იმ ადამიანებს გადასცემს, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ყოველდღიურ რეჟიმში სხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი.

მათივე განმარტებით, ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს, მებაჟეებს, მოლარეებს და ა.შ.

"გამოიკვეთება დარგები, რომლებში დასაქმებულებსაც უწევთ სხვა ადამიანებთან მუდმივი კონტაქტი. მაგალითად, მებაჟეები, სამედიცინო პერსონალი, მათ შორის შეიძლება იყვნენ მოლარეებიც", - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება ზოგადად საქართველოში დამზადებული პირბადის ფასს, უწყების განმარტებით, ეს ჯერ განსაზღვრული არაა და დამოკიდებულია პირბადის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის ღირებულებაზე, რომელიც ქვეყანაში იმპორტის გზით შემოვა.

ცნობისთვის, საქართველოში პირბადეების წარმოება უკვე 10-მდე სამკერვალო ფაბრიკამ დაიწყო. სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის" მიერ წარმოებული პირბადეების პირველი პარტია მზად დღეს იქნება და ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ფოთში კომპანია „აჭარა ტექსტილის“ საწარმოს ეწვევა პროცესის ადგილზე გასაცნობად.

კომპანია ეკონომიკის სამინისტროს სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე დამზადებულ 500 000 პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს.

უდაბნოს კალიის მიგრაცია საქართველოში არ დაფიქსირდება - სურსათის ეროვნული სააგენტო

"20 ადამიანი სხვადასხვა საავადმყოფოში დაკვირვებაზე იმყოფება" - ამირან გამყრელიძე უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე

თბილისის ცნობილი სასტუმროს მფლობელი კორონავირუსითაა ინფიცირებული - რა ინფორმაციას ფლობს შემთხვევაზე ამირან გამყრელიძე