სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემდეგი ეპიდემია შეიძლება იყოს გრიპის სასიკვდილო შტამი" - ბილ გეითსი მსოფლიოს წლების განმავლობაში აფრთხილებდა...
"შემდეგი ეპიდემია შეიძლება იყოს გრიპის სასიკვდილო შტამი" - ბილ გეითსი მსოფლიოს წლების განმავლობაში აფრთხილებდა...

კომ­პა­ნია Microsoft-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მი­ლი­არ­დე­რი ბილ გე­ით­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უბ­რობ­და მო­სა­ლოდ­ნე­ლი ეპი­დე­მი­ე­ბი­სა და პან­დე­მი­ის შე­სა­ხებ და აფრ­თხი­ლებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ის ამ­ბობ­და, რომ მსოფ­ლიო ახალ პან­დე­მი­ას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად მზად არ არის. მი­ლი­არ­დე­რი პროგ­ნო­ზი­რებ­და, რომ პან­დე­მი­ე­ბი კა­ტას­ტრო­ფულ ზი­ანს მო­უ­ტანს დე­და­მი­წას.

ჯერ კი­დევ 2015 წელს TED Talk-ზე გა­მოს­ვლი­სას, გე­ითსმა თქვა, რომ მსოფ­ლიო მო­უმ­ზა­დე­ბე­ლია შემ­დე­გი ეპი­დე­მი­ის­თვის. მან ისა­უბ­რა ებო­ლას შე­სა­ხებ და ხაზი გა­უს­ვა სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის წარ­მო­უდ­გე­ნელ მუ­შა­ო­ბას და­ა­ვა­დე­ბის შე­ჩე­რე­ბის კუ­თხით.

2015 წლის ვი­დეო ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ბილ გე­ით­სი ამ­ბობს, რომ მსოფ­ლიო შემ­დე­გი ეპი­დე­მი­ის­თვის მო­უმ­ზა­დე­ბე­ლია

იმა­ვე საფრ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რობს მი­ლი­არ­დე­რი 2017 წელს businessinsider.com-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, რო­მელ­საც ასე­თი სა­თა­უ­რი აქვს: "ახა­ლი სა­ხის ტე­რო­რიზ­მმა, შე­საძ­ლოა, 30 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლოს და ჩვენ ამის­თვის მზად არ ვართ.“

სტა­ტი­ა­ში ბილ გე­ით­სი პან­დე­მი­ის საფრ­თხეს ისე­თი­ვე ჭრილ­ში გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც ბირ­თვუ­ლი ომე­ბი­სა და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის საფრ­თხეს. ის იმა­საც ამ­ბობს, თუ რა შე­იძ­ლე­ბა იყოს შემ­დე­გი ეპი­დე­მია.

"შემ­დე­გი ეპი­დე­მია შე­იძ­ლე­ბა იყოს სუ­პერ გა­დამ­დე­ბი და გრი­პის სა­სიკ­ვდი­ლო შტა­მი“, - წერს ბილ გე­ით­სი.

ბილ გე­ით­სი პან­დე­მი­ას მსოფ­ლი­ოს­თვის ისე­თი­ვე სა­ხი­ფა­თოდ მი­იჩ­ნევს, რო­გორც ბირ­თვულ ომებ­სა და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას

ის აღ­ნიშ­ნავს, რომ ვაქ­ცი­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

"პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შევ­ქმნათ ახა­ლი ია­რა­ღე­ბის არ­სე­ნა­ლი - ვაქ­ცი­ნე­ბი, წამ­ლე­ბი და დი­აგ­ნოს­ტი­კის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ვაქ­ცი­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეპი­დე­მი­ე­ბის დროს, დღეს ახა­ლი ვაქ­ცი­ნის შექ­მნას, ლი­ცენ­ზი­რე­ბას 10 წლამ­დე სჭირ­დე­ბა და ეს პე­რი­ო­დი უნდა შემ­ცირ­დეს 90 დღემ­დე, ან უფრო ნაკ­ლებ დრომ­დე.

რო­დე­საც მო­რი­გი პან­დე­მი­ის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდე­ბით, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს კი­დევ ერთი კა­ტას­ტრო­ფა კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში. ჩვენ ვართ უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე და ეს გა­მოწ­ვე­ვა უსაფრ­თხო, ჯან­სა­ღი და სტა­ბი­ლუ­რი მსოფ­ლი­ოს შექ­მნაა“, - წერ­და ბილ გე­ით­სი.

"ინ­ვეს­ტი­ცია ახა­ლი ია­რა­ღე­ბის - ვაქ­ცი­ნე­ბის, წამ­ლე­ბის შექ­მნა­ში უნდა ჩავ­დოთ" - ბილ გე­ით­სი

პან­დე­მი­ის გარ­და­უ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა მი­ლი­არ­დერ­მა მე­ცე­ნატ­მა 2018 წელ­საც. ბილი მა­შინ პროგ­ნო­ზი­რებ­და, რომ ახა­ლი პან­დე­მია წარ­მო­იქ­მნე­ბა და გავ­რცელ­დე­ბა "მომ­დევ­ნო დე­კა­და­ში.“

"მსოფ­ლი­ოს სჭირ­დე­ბა რომ შემ­დე­გი პან­დე­მი­ის­თვის მო­ემ­ზა­დოს ისე, რო­გორც ემ­ზა­დე­ბი­ან ომე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა Microsoft-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა.

თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში ბილ და მე­ლინ­და გე­ით­სებ­მა კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის­თვის 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­რი­ცხეს. თან­ხის ნა­წი­ლი ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბას უნდა მოხ­მარ­დეს.

გა­სულ პა­რას­კევს გე­ითსმა "მა­იკ­რო­სოფ­ტის“ საბ­ჭო და­ტო­ვა და რო­გორც Linkedin-ის პი­რად გვერ­დზე და­წე­რა, აპი­რებს უფრო მეტი დრო და­უთ­მოს ფი­ლანტრო­პულ საქ­მი­ა­ნო­ბას და მე­ტად კონ­ცენ­ტრირ­დეს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის გლო­ბა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
5

წარმოიდგინეთ ეხლანდელ კორონავირუსს რომ MERS-ის ან SARS-ისნაირი სიკვდილიანობა (30-50% ფარგლებში, ახლანდელი 1-3%-ის ნაცვლად). ცივილიზაციის კოლაფსი მაშინ უნდა გენახათ. 

ანდრია
22

საინტერესოა, რის საფუძველზე ვარაუდობდა ბატონი ბილ გეიტსი კაცობრიობის მომავალ განსაცდელს???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"შემდეგი ეპიდემია შეიძლება იყოს გრიპის სასიკვდილო შტამი" - ბილ გეითსი მსოფლიოს წლების განმავლობაში აფრთხილებდა...

"შემდეგი ეპიდემია შეიძლება იყოს გრიპის სასიკვდილო შტამი" - ბილ გეითსი მსოფლიოს წლების განმავლობაში აფრთხილებდა...

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეითსი წლების განმავლობაში საუბრობდა მოსალოდნელი ეპიდემიებისა და პანდემიის შესახებ და აფრთხილებდა საზოგადოებას. ის ამბობდა, რომ მსოფლიო ახალ პანდემიასთან გასამკლავებლად მზად არ არის. მილიარდერი პროგნოზირებდა, რომ პანდემიები კატასტროფულ ზიანს მოუტანს დედამიწას.

ჯერ კიდევ 2015 წელს TED Talk-ზე გამოსვლისას, გეითსმა თქვა, რომ მსოფლიო მოუმზადებელია შემდეგი ეპიდემიისთვის. მან ისაუბრა ებოლას შესახებ და ხაზი გაუსვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების წარმოუდგენელ მუშაობას დაავადების შეჩერების კუთხით.

2015 წლის ვიდეო ჩანაწერი, სადაც ბილ გეითსი ამბობს, რომ მსოფლიო შემდეგი ეპიდემიისთვის მოუმზადებელია

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/6Af6b_wyiwI" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

იმავე საფრთხეებზე საუბრობს მილიარდერი 2017 წელს businessinsider.com-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: "ახალი სახის ტერორიზმმა, შესაძლოა, 30 მილიონი ადამიანი იმსხვერპლოს და ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ.“

სტატიაში ბილ გეითსი პანდემიის საფრთხეს ისეთივე ჭრილში განიხილავს, როგორც ბირთვული ომებისა და კლიმატის ცვლილების საფრთხეს. ის იმასაც ამბობს, თუ რა შეიძლება იყოს შემდეგი ეპიდემია.

"შემდეგი ეპიდემია შეიძლება იყოს სუპერ გადამდები და გრიპის სასიკვდილო შტამი“, - წერს ბილ გეითსი.

ბილ გეითსი პანდემიას მსოფლიოსთვის ისეთივე სახიფათოდ მიიჩნევს, როგორც ბირთვულ ომებსა და კლიმატის ცვლილებას

ის აღნიშნავს, რომ ვაქცინების განვითარებაში ინვესტირება უმნიშვნელოვანესია.

"პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ ახალი იარაღების არსენალი - ვაქცინები, წამლები და დიაგნოსტიკის საშუალებები. ვაქცინები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეპიდემიების დროს, დღეს ახალი ვაქცინის შექმნას, ლიცენზირებას 10 წლამდე სჭირდება და ეს პერიოდი უნდა შემცირდეს 90 დღემდე, ან უფრო ნაკლებ დრომდე.

როდესაც მორიგი პანდემიის წინაშე აღმოვჩნდებით, ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი კატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ ვართ უდიდესი გამოწვევის წინაშე და ეს გამოწვევა უსაფრთხო, ჯანსაღი და სტაბილური მსოფლიოს შექმნაა“, - წერდა ბილ გეითსი.

"ინვესტიცია ახალი იარაღების - ვაქცინების, წამლების შექმნაში უნდა ჩავდოთ" - ბილ გეითსი

პანდემიის გარდაუვალობის შესახებ ისაუბრა მილიარდერმა მეცენატმა 2018 წელსაც. ბილი მაშინ პროგნოზირებდა, რომ ახალი პანდემია წარმოიქმნება და გავრცელდება "მომდევნო დეკადაში.“

"მსოფლიოს სჭირდება რომ შემდეგი პანდემიისთვის მოემზადოს ისე, როგორც ემზადებიან ომებისთვის“, - აღნიშნა Microsoft-ის დამფუძნებელმა.

თებერვლის დასაწყისში ბილ და მელინდა გეითსებმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის 100 მილიონი დოლარი გადარიცხეს. თანხის ნაწილი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის განვითარებას უნდა მოხმარდეს.

გასულ პარასკევს გეითსმა "მაიკროსოფტის“ საბჭო დატოვა და როგორც Linkedin-ის პირად გვერდზე დაწერა, აპირებს უფრო მეტი დრო დაუთმოს ფილანტროპულ საქმიანობას და მეტად კონცენტრირდეს ჯანდაცვის სისტემების გლობალურ განვითარებაზე.

მინსკში მილიციამ აქციაზე 125 ადამიანი დააკავა - ძალოვანებმა სპეციალური ტექნიკა გამოიყენეს

როგორი იქნება თავის ქალაში ჩასადგმელი ჩიპი? - ილონ მასკის თქმით, იმპლანტაციამ ღორის ტვინში წარმატებით ჩაიარა

ამაზონის ჯუნგლებში ლონდონზე 10-ჯერ დიდი ტერიტორია იწვის - რას წერს BBC