მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეპიდემია გაფართოვდება - ალბათ, დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები" - ამირან გამყრელიძე
"ეპიდემია გაფართოვდება - ალბათ, დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ვა­რა­უ­დით, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლოა, კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­თხე­უ­ლი და მე­ხუ­თე­უ­ლი გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­დეს. მისი თქმით, ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მო­ი­მა­ტებს.

"ვე­ლით, რომ ქვე­ყა­ნა­ში შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა მო­ი­მა­ტებს. ალ­ბათ, და­ფიქ­სირ­დე­ბა მე­ო­თხე­უ­ლი და მე­ხუ­თე­უ­ლი გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვე­ბი დიდი ალ­ბა­თო­ბით უკვე ამ კვი­რის ბო­ლოს ან მო­მა­ვალ კვი­რა­ში. ეს ნიშ­ნავს, რომ ეპი­დე­მია გა­ფარ­თოვ­დე­ბა, მაგ­რამ ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, რომ ეს ზრდა მი­ნი­მა­ლუ­რი იყოს, ანუ ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მი­ნი­მი­ზა­ცია გა­ვა­კე­თოთ. ამი­ტომ, ყვე­ლა ერ­თად უნდა ვი­მოქ­მე­დოთ და და­ვიც­ვათ ის წე­სე­ბი, რა­საც დღეს სა­ხელ­მწი­ფო ადა­მი­ა­ნებს მო­უ­წო­დებს",-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის მხო­ლოდ მე­სა­მე­უ­ლი გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვე­ბია გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

"გი­დას­ტუ­რებთ,რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს მხო­ლოდ დად­გე­ნი­ლი მე­სა­მე­უ­ლი გა­და­ცე­მის ფაქ­ტე­ბი, ანუ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­მო­ვი­და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნი­დან, გა­დას­ცა ქარ­თველ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ჩვენ ამ შემ­თხვე­ვა­ში, შემ­თხვე­ვას­თან ასო­ცი­რე­ბულს ვე­ძა­ხით. მე­ო­თხე­უ­ლი გა­და­ცე­მის ფაქ­ტი ამ ეტაპ­ზე ქვე­ყა­ნა­ში არ არის დად­გე­ნი­ლი.ერთი პა­ცი­ენ­ტის შე­სა­ხებ ყო­ველ­დღი­უ­რად ვლინ­დე­ბა ახალ-ახა­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი, ანუ მის ირ­გვლივ ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა გა­მოკ­ვლე­უ­ლია, მათ შო­რის დად­გე­ნი­ლია პო­ზი­ტი­უ­რი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი. შემ­დგო­მი ჩაღ­რმა­ვე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ლო­გი­უ­რი და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბა. ამ ეტა­პის­თვის მე­ო­თხე­უ­ლი გა­და­ცე­მა ქვე­ყა­ნა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს.

დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის ქვე­ყა­ნა­ში არის 38 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად დადსტუ­რე­ბუ­ლი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მათ შო­რის ორი გახ­ლდათ ირა­ნის ის­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ერთი ეს­პა­ნე­თის, უმ­რავ­ლე­სო­ბა იტა­ლი­ის. გვაქვს ასე­ვე საფ­რან­გე­თის ის­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, ასე­ვე მე­ო­რე­უ­ლი, მე­სა­მე­უ­ლი გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით, მე­ო­თხე­უ­ლი, მე­ხუ­თე­უ­ლი გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც უკვე ვერ გავ­დი­ვართ ინ­ფექ­ცი­ის პირ­ველ­წყა­რო­ზე, ასე­თი ქვე­ყა­ნა­ში ამ ეტა­პის­თვის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის“,-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მან აღ­ნიშ­ნა,რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რად­გან „დღე­ვან­დე­ლი რი­ცხვით, მთელ მსოფ­ლი­ო­ში უკვე და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 200 ათასს მი­უ­ახ­ლოვ­და“.

"უკვე ჩი­ნეთს გა­რეთ, შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე თვი­თონ ჩი­ნეთ­ში. ჩი­ნეთ­ში უკვე ეს მერ­ყე­ობს 81 ათა­სის ფარ­გლებ­ში, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 120 შემ­თხვე­ვა ჩი­ნეთს გა­რეთ გვაქვს", - აღ­ნიშ­ნავს გამ­ყრე­ლი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ეპიდემია გაფართოვდება - ალბათ, დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები" - ამირან გამყრელიძე

"ეპიდემია გაფართოვდება - ალბათ, დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ვარაუდით, საქართველოში შესაძლოა, კორონავირუსის მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები დაფიქსირდეს. მისი თქმით, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს.

"ველით, რომ ქვეყანაში შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს. ალბათ, დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები დიდი ალბათობით უკვე ამ კვირის ბოლოს ან მომავალ კვირაში. ეს ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს ზრდა მინიმალური იყოს, ანუ ახალი შემთხვევების მინიმიზაცია გავაკეთოთ. ამიტომ, ყველა ერთად უნდა ვიმოქმედოთ და დავიცვათ ის წესები, რასაც დღეს სახელმწიფო ადამიანებს მოუწოდებს",-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის მხოლოდ მესამეული გადაცემის შემთხვევებია გამოვლენილი.

"გიდასტურებთ,რომ ჯერჯერობით ქვეყანაში გვაქვს მხოლოდ დადგენილი მესამეული გადაცემის ფაქტები, ანუ ადამიანი, რომელიც შემოვიდა ინფიცირებული რომელიმე ქვეყნიდან, გადასცა ქართველ ადამიანს, რომელსაც ჩვენ ამ შემთხვევაში, შემთხვევასთან ასოცირებულს ვეძახით. მეოთხეული გადაცემის ფაქტი ამ ეტაპზე ქვეყანაში არ არის დადგენილი.ერთი პაციენტის შესახებ ყოველდღიურად ვლინდება ახალ-ახალი კონტაქტები, ანუ მის ირგვლივ ადამიანების დიდი რაოდენობა გამოკვლეულია, მათ შორის დადგენილია პოზიტიური რამდენიმე ადამიანი. შემდგომი ჩაღრმავებული ეპიდემილოგიური და ლაბორატორიული კვლევები ტარდება. ამ ეტაპისთვის მეოთხეული გადაცემა ქვეყანაში ჯერჯერობით არ გვაქვს.

დღევანდელი დღისთვის ქვეყანაში არის 38 ლაბორატორიულად დადსტურებული ახალი კორონავირუსული ინფექციის შემთხვევა. მოგეხსენებათ, რომ მათ შორის ორი გახლდათ ირანის ისტორიასთან დაკავშირებული, ერთი ესპანეთის, უმრავლესობა იტალიის. გვაქვს ასევე საფრანგეთის ისტორიასთან დაკავშირებული შემთხვევები, ასევე მეორეული, მესამეული გადაცემის შემთხვევები. ჯერჯერობით, მეოთხეული, მეხუთეული გადაცემის შემთხვევა, როდესაც უკვე ვერ გავდივართ ინფექციის პირველწყაროზე, ასეთი ქვეყანაში ამ ეტაპისთვის დადასტურებული არ არის“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მან აღნიშნა,რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია, რადგან „დღევანდელი რიცხვით, მთელ მსოფლიოში უკვე დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 200 ათასს მიუახლოვდა“.

"უკვე ჩინეთს გარეთ, შემთხვევათა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე თვითონ ჩინეთში. ჩინეთში უკვე ეს მერყეობს 81 ათასის ფარგლებში, ანუ დაახლოებით 120 შემთხვევა ჩინეთს გარეთ გვაქვს", - აღნიშნავს გამყრელიძე.

"ბავშვებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ, პროგნოზი კეთილსაიმედოა" - როგორია ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

"არ მალავს, რომ აქვს ვირუსი" - კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე არიან