პარტნიორები:
    ავტორი:

    იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 475 ადამიანი გარდაიცვალა

    იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 475 ადამიანი გარდაიცვალა

    კორონავირუსის შედეგად, იტალიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 475 ადამიანი. ეპიდემიის აფეთქებიდან ამ დრომდე, იტალიაში სულ გარდაცვლილია 3 ათასამდე ადამიანი. ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

    მისი თქმით, განკურნებულთა რაოდენობა 1084-ით გაიზარდა და 4025 ადამიანი შეადგინა. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, ამ დროისთის, 28 710 შეადგენს, რაც წინა დღესთან შედარებით 268-ით მეტია.

    გუშინ გარდაცვლილთა რაოდენობა იტალიაში 2503 ადამიანს შეადგენდა.