მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების შემთხვევაში, სამინისტრო მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს შესთავაზებს
სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების შემთხვევაში, სამინისტრო მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს შესთავაზებს

1-ელი აპ­რი­ლის შემ­დეგ, სკო­ლებ­ში არ­და­დე­გე­ბის პრო­ცე­სის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო მოს­წავ­ლე­ებს ტე­ლე­გაკ­ვე­თი­ლებს შეს­თა­ვა­ზებს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რის და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

დგე­ბუ­ა­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ჩვენ მზად ვართ, რომ გან­ვი­ხი­ლოთ გაგ­რძელ­დეს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი კი­დევ უფრო შე­კუმ­შუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით, მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ოღონდ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით. ალ­ბათ, მოხ­დე­ბა აღ­დგე­ნი­თი სა­ა­თე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ამას უკვე დე­ტა­ლუ­რად შემ­დეგ გა­ვაჟ­ღე­რებთ, რო­გორ ვფიქ­რობთ ამ ტი­პის პრო­ცე­სის და­წყე­ბას. გვინ­და და ვთა­ნამ­შრომ­ლობთ „პირ­ველ არხთან“, სა­დაც გა­მო­ვი­ყე­ნებთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­დეს და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­და­ტა­ნა მოხ­დე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­დე­ში. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრი­ფინ­გი გვექ­ნე­ბა ორ­შა­ბათს და დე­ტა­ლებს გა­ვაჟ­ღე­რებთ.

ასე­ვე მუდ­მი­ვად სა­უ­ბა­რია ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხებ­ზე. რე­კო­მენ­და­ცი­ის პა­კე­ტი ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლას უკვე და­ეგ­ზავ­ნა, მათ შო­რის ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის პა­კე­ტი ნა­თარ­გმნია სომ­ხურ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენა­ზე და მა­თაც დაგ­ზავ­ნი­ლი აქვთ მშობ­ლი­ურ ენა­ზე. ამ რე­კო­მენ­და­ცი­ის ფარ­გლებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია ყვე­ლა ის გზა, გა­ფილტრუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც სკო­ლას შე­უძ­ლია ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში თა­ვი­ანთ მოს­წავ­ლე­ებ­თან და მშობ­ლებ­თან. თუმ­ცა, ეს არ არის ერ­თა­დერ­თი გზა“, - გა­ნა­ცხა­და დგე­ბუ­ა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბა ქუ­ლე­ბით არ შე­ფას­დე­ბა.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე არ გა­მო­რი­ცხავს, მოს­წავ­ლე­ებს სა­ბო­ლო­ოდ კონ­კრე­ტულ თე­მა­ზე პრო­ექ­ტი წარ­მო­ად­გი­ნა მოს­თხო­ვონ. მი­სი­ვე თქმით, მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბის ნა­წილ­ზე სა­მი­ნის­ტრომ შე­საძ­ლოა, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გას­ცეს.

"რო­დე­საც გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი არ­და­დე­გე­ბი გვაქვს, აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის შე­ფა­სე­ბა ნიშ­ნით ვე­რაფ­რით ვერ მოხ­დე­ბა. თუ ჩვენ გა­და­ვალთ სხვა რე­ჟიმ­ში, შე­იძ­ლე­ბა შე­ფა­სებს ნა­წილ­ზეც გავ­ცეთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. იმ ფორ­მას, რა­საც შევ­თა­ვა­ზებთ, რო­გორ მო­ვახ­დი­ნოთ მის ფარ­გლებ­ში შე­ფა­სე­ბა. შე­იძ­ლე­ბა შე­ფა­სე­ბა სუ­ლაც არ მო­ვახ­დი­ნოთ და სა­ბო­ლო­ოდ მოს­წავ­ლემ თე­მა­ზე პრო­ექ­ტი წარ­მო­ად­გი­ნოს. მი­ლი­ო­ნი გზა არ­სე­ბობს. დღეს ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა არის ახა­ლი, თე­მებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და არა ტექ­სტებ­ზე. ამი­ტომ მოქ­ნი­ლო­ბა სკო­ლას ამ ნა­წილ­შიც ექ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და დგე­ბუ­ა­ძემ.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მი­ნის­ტრო იზი­ა­რებს რო­გორც სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას, ასე­ვე ინო­ვა­ცი­ურ მე­თო­დებ­საც გეგ­მავს.

"მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს სხვა­დას­ხვა სა­ელ­ჩო­ებ­თან, გა­მოც­დი­ლე­ბა­საც ვი­ზი­ა­რებთ, რად­გან ჩვენ­ნა­ირ პა­ტა­რა ქვეყ­ნებს არ აქვთ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა. თუმ­ცა, ისე­თი გა­მოც­დი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა­საც კი, რო­გო­რიც ჩი­ნე­თია, ამას­თან ტექ­ნო­ლო­გი­უ­რა­დაა გა­მარ­თუ­ლი, მა­თაც გა­უ­ჭირ­და ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე სრუ­ლად გა­დას­ვლა. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კუ­თხით ნა­წი­ლი არის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა, რად­გან ვი­ყე­ნებთ Microsoft-ის ლი­ცენ­ზი­რე­ბულ პროგ­რა­მებს, რაც და­ცუ­ლი სის­ტე­მაა ბავ­შვე­ბის­თვის და და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა მათი უსაფრ­თხო­ე­ბა. ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც სკო­ლა­ში გა­ვაგ­ზავ­ნეთ, სწო­რედ და­ცუ­ლი სა­ი­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს მო­ი­ცავს. ინო­ვა­ცი­ე­ბი, რა­საც ვა­მუ­შა­ვებთ ქარ­თულ კონ­ტენტზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და დიდი ნა­წი­ლი არ არის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გად­მო­ღე­ბა. გვაქვს დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გად­მო­ტა­ნის, რა­მაც არ იმუ­შა­ვა, ამი­ტომ ქარ­თულ კონ­ტენტზე, კულ­ტუ­რა­ზე შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ინო­ვა­ცი­ებს ვთა­ვა­ზობთ“, - გა­ნა­ცხა­და დგე­ბუ­ა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების შემთხვევაში, სამინისტრო მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს შესთავაზებს

სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების შემთხვევაში, სამინისტრო მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს შესთავაზებს

1-ელი აპრილის შემდეგ, სკოლებში არდადეგების პროცესის გახანგრძლივების შემთხვევაში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს შესთავაზებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განუცხადა.

დგებუაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობს.

"ჩვენ მზად ვართ, რომ განვიხილოთ გაგრძელდეს სასწავლო პროცესი კიდევ უფრო შეკუმშული ეროვნული სასწავლო გეგმით, მოდიფიცირებული, ოღონდ გარკვეული პერიოდით. ალბათ, მოხდება აღდგენითი საათების ჩატარება. ამას უკვე დეტალურად შემდეგ გავაჟღერებთ, როგორ ვფიქრობთ ამ ტიპის პროცესის დაწყებას. გვინდა და ვთანამშრომლობთ „პირველ არხთან“, სადაც გამოვიყენებთ სატელევიზიო ბადეს და სასწავლო პროცესის გადატანა მოხდება სატელევიზიო ბადეში. ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი გვექნება ორშაბათს და დეტალებს გავაჟღერებთ.

ასევე მუდმივად საუბარია ალტერნატიულ საკომუნიკაციო არხებზე. რეკომენდაციის პაკეტი ყველა საჯარო სკოლას უკვე დაეგზავნა, მათ შორის ეს რეკომენდაციების პაკეტი ნათარგმნია სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე და მათაც დაგზავნილი აქვთ მშობლიურ ენაზე. ამ რეკომენდაციის ფარგლებში მითითებულია ყველა ის გზა, გაფილტრული პლატფორმები, რომლის გამოყენებაც სკოლას შეუძლია ონლაინ რეჟიმში თავიანთ მოსწავლეებთან და მშობლებთან. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი გზა“, - განაცხადა დგებუაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში მოსწავლეების აკადემიური მოსწრება ქულებით არ შეფასდება.

მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, მოსწავლეებს საბოლოოდ კონკრეტულ თემაზე პროექტი წარმოადგინა მოსთხოვონ. მისივე თქმით, მოსწავლეთა შეფასების ნაწილზე სამინისტრომ შესაძლოა, რეკომენდაციები გასცეს.

"როდესაც გახანგრძლივებული არდადეგები გვაქვს, აკადემიური მოსწრების შეფასება ნიშნით ვერაფრით ვერ მოხდება. თუ ჩვენ გადავალთ სხვა რეჟიმში, შეიძლება შეფასებს ნაწილზეც გავცეთ რეკომენდაციები. იმ ფორმას, რასაც შევთავაზებთ, როგორ მოვახდინოთ მის ფარგლებში შეფასება. შეიძლება შეფასება სულაც არ მოვახდინოთ და საბოლოოდ მოსწავლემ თემაზე პროექტი წარმოადგინოს. მილიონი გზა არსებობს. დღეს ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმა არის ახალი, თემებზე დაფუძნებული და არა ტექსტებზე. ამიტომ მოქნილობა სკოლას ამ ნაწილშიც ექნება", - განაცხადა დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამინისტრო იზიარებს როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ასევე ინოვაციურ მეთოდებსაც გეგმავს.

"მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა საელჩოებთან, გამოცდილებასაც ვიზიარებთ, რადგან ჩვენნაირ პატარა ქვეყნებს არ აქვთ დიდი გამოცდილება. თუმცა, ისეთი გამოცდილების ქვეყანასაც კი, როგორიც ჩინეთია, ამასთან ტექნოლოგიურადაა გამართული, მათაც გაუჭირდა ტექნოლოგიაზე სრულად გადასვლა. ტექნოლოგიების კუთხით ნაწილი არის საერთაშორისო გამოცდილება, რადგან ვიყენებთ Microsoft-ის ლიცენზირებულ პროგრამებს, რაც დაცული სისტემაა ბავშვებისთვის და დაცული იქნება მათი უსაფრთხოება. ის რეკომენდაციები, რაც სკოლაში გავაგზავნეთ, სწორედ დაცული საიტების ჩამონათვალს მოიცავს. ინოვაციები, რასაც ვამუშავებთ ქართულ კონტენტზეა დაფუძნებული და დიდი ნაწილი არ არის საერთაშორისო გამოცდილების გადმოღება. გვაქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანის, რამაც არ იმუშავა, ამიტომ ქართულ კონტენტზე, კულტურაზე შესაძლებლობაზე დაფუძნებულ ინოვაციებს ვთავაზობთ“, - განაცხადა დგებუაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვანი პაციენტების მდგომარეობა - თენგიზ ცერცვაძის კომენტარი

ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი მძიმე სენს ებრძვის - "ველოდებით გამონათებას, რომელიც კორონასთან ერთად სხვა ტკივილებსაც გაალღობს"

"რამდენადაც ვიცი, საქართველოში მეოთხეული გავრცელება არ ფიქსირდება" - თენგიზ ცერცვაძე