მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი მძიმე სენს ებრძვის - "ველოდებით გამონათებას, რომელიც კორონასთან ერთად სხვა ტკივილებსაც გაალღობს"
ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი მძიმე სენს ებრძვის - "ველოდებით გამონათებას, რომელიც კორონასთან ერთად სხვა ტკივილებსაც გაალღობს"

მწე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძე დღეს იუ­ბი­ლა­რია. ეკამ სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ერთი სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა, მე­უღ­ლის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ისურ­ვა. პო­ლი­ტი­კო­სი რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კას ჩა­მო­შორ­და მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას, გლი­ობ­ლას­ტო­მას ებ­რძვის.

რო­გორც AMBEBI.GE-ს სამ­ყუ­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი რა­ტიმ ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ ვე­ნა­ში ჩა­ი­ტა­რა და ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­რძე­ლებს. ეკა და რატი წლე­ბია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. რო­გორც მწე­რა­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს. მისი პირ­ვე­ლი მკი­თხვე­ლი სწო­რედ საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლეა. წყვილს ერთი გო­გო­ნა თა­მარ სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი ჰყავთ.

"ჩემი შვი­ლი თა­ვის სიზ­მარს მიყ­ვე­ბო­და და მერე სი­ტყვამ მო­ი­ტა­ნა ფან­ტა­ზი­ე­ბი:

მე: წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ რა­ტის გან­კურ­ნე­ბა სხვა პლა­ნე­ტა­ზე შე­იძ­ლე­ბა, მარსზე თუ გა­დავ­სახ­ლდე­ბით, და­ა­ვა­დე­ბა გა­უქ­მდე­ბა, გაქ­რე­ბა. თა­ნახ­მა ხარ?

თუთა: რამ­დე­ნი ხნით?

მე: რო­გორც კი დე­და­მი­წა­ზე დავ­ბრუნ­დე­ბით, და­ა­ვა­დე­ბა იმა­ვე წერ­ტი­ლი­დან გა­აგ­რძე­ლებს, სა­დაც გა­ჩერ­და.

თუთა: ანუ სა­მუ­და­მოდ?

მე: ასე გა­მო­დის.

თუთა: მზეს ვე­ღა­რას­დროს ვნა­ხავ? გა­მიკ­ვირ­და, რომ უცებ მზემ აჯო­ბა ყვე­ლა­ფერს, გა­და­ფა­რა მე­გობ­რე­ბიც, ინ­ტერ­ნე­ტიც და ჩვე­ნი ძაღ­ლიც... თუთა, რა თქმა უნდა, და­თან­ხმდა. მერე მარ­სის და მზის მი­მარ­თე­ბაც გა­ვარ­კვი­ეთ და მოკ­ლედ ჩვენ ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვართ. რე­ა­ლო­ბა­ში კი მე ისევ დე­და­მი­წა­ზე მყოფ­მა და­ვარ­ტყი მზეს 38-ე წრე. და­ა­ვა­დე­ბა ისევ ჩვენ­თა­ნაა და ზოგ­ჯერ ტკი­ვილ­თან ერ­თად და­უ­ჯე­რებ­ლად დიდი სი­ხა­რუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი მო­აქვს - მის გა­რე­შე, სამ­წუ­ხა­როდ, შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი.

რაც უფრო მუ­ქია ჩრდი­ლი, მით უფრო კაშ­კა­შაა სი­ნათ­ლე და ჩვენც ვე­ლო­დე­ბით დიდ გა­მო­ნა­თე­ბას და სით­ბოს, რო­მე­ლიც კო­რო­ნას­თან ერ­თად სხვა ტკი­ვი­ლებ­საც გა­ალ­ღობს და ამ შუ­ქის მი­სა­ღე­ბად უკვე დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა. აღარ დაგ­ვჭირ­დე­ბა იმის შეხ­სე­ნე­ბა, რა ძვირ­ფა­სია სი­ცო­ცხლე და რა უმ­ნიშ­ვნე­ლო - ყვე­ლა­ფე­რი სხვა.

ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვი­სურ­ვებ და გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას. იმ სი­ფხიზ­ლეს თუ ძა­ლას, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ო­ცარ ცხოვ­რე­ბა­ში პა­ტა­რა თუ დიდ სას­წა­უ­ლებს აღგ­ვაქ­მე­ვი­ნებს. მად­ლო­ბა 38-ს ამ უზარ­მა­ზა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც თავს და­მა­ტყდა, მაგ­რამ არ გაგ­ვსრი­სა და რა­ღა­ცა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მით დაგ­ვას­წავ­ლა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის სამ­ყო­ფი მა­სა­ლა მი­სურ­ვეთ რატი. რატი=სი­ცო­ცხლის გა­მარ­ჯვე­ბას.

P.შ. ბო­დი­ში კედ­ლის ჩა­კეტვის­თვის, ამ ისე­დაც კო­რო­ნით გა­მო­კე­ტილ გა­რე­მო­ში, უბ­რა­ლოდ მერე ვნერ­ვი­უ­ლობ, ყვე­ლა მო­ლოც­ვას რომ ვერ ვპა­სუ­ხობ, ძა­ლი­ან მი­ჭირს გაბ­ნე­უ­ლი სურ­ვი­ლე­ბის დევ­ნა და არ მინ­და, ერთი ადა­მი­ა­ნი მა­ინც დამ­რჩეს უყუ­რა­დღე­ბოდ. მიყ­ვარ­ხართ" - წერს ეკა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tatu
3

უფალი გფარავდეთ.ჯანმრთელობა და უფლის წყალობა თქვენ.და სრულოად ქვეყანას

დათო
4

ღმერთო მალე გამოაჯანმრთელე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი მძიმე სენს ებრძვის - "ველოდებით გამონათებას, რომელიც კორონასთან ერთად სხვა ტკივილებსაც გაალღობს"

ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი მძიმე სენს ებრძვის - "ველოდებით გამონათებას, რომელიც კორონასთან ერთად სხვა ტკივილებსაც გაალღობს"

მწერალი და ჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე დღეს იუბილარია. ეკამ საკუთარ დაბადების დღეზე ერთი სურვილის ასრულება, მეუღლის გამოჯანმრთელება ისურვა. პოლიტიკოსი რატი სამყურაშვილი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ პოლიტიკას ჩამოშორდა მძიმე დაავადებას, გლიობლასტომას ებრძვის.

როგორც AMBEBI.GE-ს სამყურაშვილმა განუცხადა, მკურნალობის კურსი რატიმ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაიტარა და ახლა საქართველოში აგრძელებს. ეკა და რატი წლებია დაქორწინებულები არიან. როგორც მწერალი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს. მისი პირველი მკითხველი სწორედ საყვარელი მეუღლეა. წყვილს ერთი გოგონა თამარ სამყურაშვილი ჰყავთ.

"ჩემი შვილი თავის სიზმარს მიყვებოდა და მერე სიტყვამ მოიტანა ფანტაზიები:

მე: წარმოიდგინე, რომ რატის განკურნება სხვა პლანეტაზე შეიძლება, მარსზე თუ გადავსახლდებით, დაავადება გაუქმდება, გაქრება. თანახმა ხარ?

თუთა: რამდენი ხნით?

მე: როგორც კი დედამიწაზე დავბრუნდებით, დაავადება იმავე წერტილიდან გააგრძელებს, სადაც გაჩერდა.

თუთა: ანუ სამუდამოდ?

მე: ასე გამოდის.

თუთა: მზეს ვეღარასდროს ვნახავ? გამიკვირდა, რომ უცებ მზემ აჯობა ყველაფერს, გადაფარა მეგობრებიც, ინტერნეტიც და ჩვენი ძაღლიც... თუთა, რა თქმა უნდა, დათანხმდა. მერე მარსის და მზის მიმართებაც გავარკვიეთ და მოკლედ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. რეალობაში კი მე ისევ დედამიწაზე მყოფმა დავარტყი მზეს 38-ე წრე. დაავადება ისევ ჩვენთანაა და ზოგჯერ ტკივილთან ერთად დაუჯერებლად დიდი სიხარული და სიყვარული მოაქვს - მის გარეშე, სამწუხაროდ, შეუძლებელიც კი.

რაც უფრო მუქია ჩრდილი, მით უფრო კაშკაშაა სინათლე და ჩვენც ველოდებით დიდ გამონათებას და სითბოს, რომელიც კორონასთან ერთად სხვა ტკივილებსაც გაალღობს და ამ შუქის მისაღებად უკვე დაგროვილი გამოცდილება სრულიად საკმარისი იქნება. აღარ დაგვჭირდება იმის შეხსენება, რა ძვირფასია სიცოცხლე და რა უმნიშვნელო - ყველაფერი სხვა.

ჩემს დაბადების დღეზე ვისურვებ და გისურვებთ ჯანმრთელობას. იმ სიფხიზლეს თუ ძალას, რომელიც ჩვენს საოცარ ცხოვრებაში პატარა თუ დიდ სასწაულებს აღგვაქმევინებს. მადლობა 38-ს ამ უზარმაზარი გამოცდილებისთვის, რომელიც თავს დამატყდა, მაგრამ არ გაგვსრისა და რაღაცა გაძლიერებული პროგრამით დაგვასწავლა მთელი ცხოვრების სამყოფი მასალა მისურვეთ რატი. რატი=სიცოცხლის გამარჯვებას.

P.შ. ბოდიში კედლის ჩაკეტვისთვის, ამ ისედაც კორონით გამოკეტილ გარემოში, უბრალოდ მერე ვნერვიულობ, ყველა მოლოცვას რომ ვერ ვპასუხობ, ძალიან მიჭირს გაბნეული სურვილების დევნა და არ მინდა, ერთი ადამიანი მაინც დამრჩეს უყურადღებოდ. მიყვარხართ" - წერს ეკა სოციალურ ქსელში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა

"თუ ყოველდღიურად, საშუალოდ 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, პიკური მდგომარეობისგან თავის არიდება შესაძლებელი იქნება"

ღვთისმსახურებაში მონაწილეობა არ მიმიღია, კონტაქტიც არავისთან მქონდა, მამაოს გარდა - სტიქაროსანი კორონავირუსით დაინფიცირების დეტალებზე