ავტორი:

"რამდენადაც ვიცი, საქართველოში მეოთხეული გავრცელება არ ფიქსირდება" - თენგიზ ცერცვაძე

"რამდენადაც ვიცი, საქართველოში მეოთხეული გავრცელება არ ფიქსირდება" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გამოჯანმრთელდა თუ არა კორონავირუსით დაინფიცირებული მეორე პაციენტი, ეს დღეს გვიან ღამით გახდება ცნობილი.

როგორც ცერცვაძემ ინფექციურ საავადმყოფოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მთლიანობაში 12 პაციენტის კვლევის შედეგს ელოდებიან.

"გამოჯანმრთელების კანიდიატი ვინც იყო, მეორე პაციენტი, მისი გამოკვლევის მასალა აღებულია და გაგზავნილია ლუგარის ცენტრში. პასუხი ჯერ არ მოსულა, მოვა გვიან ღამე. გვიან ღამე ველოდებით 12 პაციენტის პასუხს", - განაცხადა ცერცვაძემ.

კითხვაზე, ფიქსირდება თუ არა, საქართველოში მეოთხეული გავრცელება, ცერცვაძე პასუხობს, რომ ამ ეტაპზე არა.

"ექსპერტების მოსაზრება გაიყო, ერთი შემთხვევა ჩათვლილიყო თუ არა, მეოთხეულ გავრცელებად. ჩემი პირადი მოსაზრებაა და რამდენადაც ვიცი, ექსპერტების უმეტესობისაც, რომ ეს არ იყო მეოთხეული გავრცელება, რამდენადაც ის პაციენტი ძალიან დამაჯერებლად არა, მაგრამ მაინც ამბობდა თუ ვისგან დაიფინცირდა. ის მეტი ალბათობით, ამბობდა ვისგან დაინფიცირდა, ვიდრე არა. ამიტომ ეს არ არის მეოთხეული გავრცელება, ან თუ არის, ერთადერთი შემთვევაა მხოლოდ", - განაცხადა ცერცვაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნული პირი ის პაციენტი, რომლის დაინფიცირების წყაროც ცნობილი არ იყო, ცერცვაძე პასუხობს, რომ - კი.

"ამაზეა საუბარი, მაგრამ არ ვიცოდით - სწორი სიტყვა არაა. ამ პაციენტმა იცის ვისგან დაინფიცირდა, მაგრამ ძალიან დარწმუნებული არ არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

"ორის მდგომარეობა მძიმეა, რამდენიმე პაციენტის კი პრობლემური, რადგან აქვთ ასაკი და თანმხლები დაავადებები" - თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულებზე

"ბევრი მოხუცი გარდაიცვალა და მომვლელები უსამსახუროდ დარჩნენ" - რას ჰყვება 9 აპრილის გმირი ქალი იტალიის დაკეტილი ქალაქიდან

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება