პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანიკაა, არ აქვთ საკმარისი ნიღბები... თუ აუცილებელი არ არის, ექიმი არ მიგიღებს" - რას ჰყვება კალიფორნიაში მომუშავე ქართველი ექიმი
"პანიკაა, არ აქვთ საკმარისი ნიღბები... თუ აუცილებელი არ არის, ექიმი არ მიგიღებს" - რას ჰყვება კალიფორნიაში მომუშავე ქართველი ექიმი

ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ, უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს და­ვუ­კავ­შირ­დეთ, მით უფრო ახლა, რო­დე­საც მსოფ­ლი­ოს ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი უდი­დეს საფრ­თხეს უქ­მნის. ვინ­ტე­რეს­დე­ბით, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ და რო­გორ უმკლავ­დე­ბი­ან ამ სა­კა­ცობ­რიო პრობ­ლე­მას...

ქალი, რო­მელ­საც ამ­ჯე­რად AMBBEI.GE ესა­უბ­რა, ოჯახ­თან ერ­თად, თით­ქმის 20 წე­ლია, სანფრან­ცის­კოს­თან ახ­ლოს ქა­ლაქ ვა­ნუტ გრეკ­ში ცხოვ­რობს. ცოლ-ქმა­რი - ნინო კა­კუ­ლია და საშა გუ­რე­ვი­ჩი წარ­სულ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი იყ­ვნენ, ახლა კერ­ძო სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბენ - საშა სას­წრა­ფო გან­ყო­ფი­ლე­ბის ექთა­ნია, ნინო - სის­ხლის აღე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ფლა­ბა­ტო­მის­ტი. მი­აჩ­ნი­ათ, რომ ის პრო­ფე­სია, რო­მელ­საც დღეს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, ჟურ­ნა­ლის­ტი­კას­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს არის, რად­გა­ნაც ხალ­ხთან ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და მათი დახ­მა­რე­ბა უწევთ...

რო­გორც ნინო კა­კუ­ლია AMBBEI.GE-ს უყ­ვე­ბა, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბი­სას მათ საქ­მი­ა­ნო­ბას და ზო­გა­დად მათ ცხოვ­რე­ბას უცხო ქვე­ყა­ნა­ში გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და სირ­თუ­ლე­ე­ბი შე­ექ­მნა.

"ჩვენ­თან ახლა ზო­გა­დად პა­ნი­კაა, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ მა­ღა­ზი­ე­ბი თით­ქმის და­ცა­რი­ელ­და, ხალ­ხი ყვე­ლა­ფერს ყი­დუ­ლობს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალდს, კონ­სერ­ვებს, სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებს. სკო­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით 3 კვი­რით და­ი­ხუ­რა, რაც ორი­ვე მო­მუ­შა­ვე მშო­ბელს ახალ თავ­სა­ტეხს უჩენს, თუ სად და­ტო­ვოს ბავ­შვი ან რით და­კავ­დეს ამ პე­რი­ოდ­ში, რად­გა­ნაც ყვე­ლა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრი და­ი­კე­ტა. მოგ­ვი­წო­დე­ბენ, რომ მო­ვე­რი­დოთ თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს“, - გვი­ამ­ბობს ნინო.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­ნა­პი­როს­თან მდგარ საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნერ Grand Princess-ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ოპე­რა­ტო­რი კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, Grand Princess-ის ბორტზე 54 ქვეყ­ნი­დან 3 533 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა, მათ შო­რის 2 422 მგზავ­რია, 1 111 კი ეკი­პა­ჟის წევ­რი. ეს ფაქ­ტი იმ ქა­ლა­ქის სი­ახ­ლო­ვეს მოხ­და, სა­დაც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მუ­შა­ობს.

"იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მშობ­ლე­ბი, ძმა და რძა­ლი, ვინც გემ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი არი­ან და სწო­რედ იმ საკ­რუ­ი­ზო გემ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ისი­ნი ამ­ჟა­მად კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და მათ აკ­ვირ­დე­ბი­ან. ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთი არ შე­უ­მოწ­მე­ბი­ათ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ტესტზე.

მე უშუ­ა­ლოდ არ შევ­სწრე­ბი­ვარ, მაგ­რამ გემი იმ ქა­ლაქ­ში იდგა, სა­დაც მე ვმუ­შა­ობ ოკ­ლან­დში. ეს ხალ­ხი კო­რო­ნა­თი და­ა­ვა­დე­ბულ ხალ­ხთან ერ­თად ჰყავ­დათ და არ იცოდ­ნენ, მათ­თვის რა ექ­ნათ. პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა ისიც კი თქვა, რომ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ გემ­ზე, რათა არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო ვირუ­სი... სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს ხალ­ხი გად­მო­იყ­ვა­ნეს და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას გა­და­ა­ნა­წი­ლეს.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს ამ­ბა­ვი თა­ვი­დან­ვე სე­რი­ო­ზუ­ლად არ მი­ი­ღეს და ქვე­ყა­ნა ამ სი­ტუ­ა­ცი­ას მომ­ზა­დე­ბუ­ლი არ შეხ­ვდა. ახ­ლაც არ აქვთ საკ­მა­რი­სი მა­სა­ლა ტეს­ტი­რე­ბის­თვის

ექიმ­თან და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტე­ბი შე­ზღუ­დუ­ლია და გა­და­სუ­ლე­ბი არი­ან სა­ტე­ლე­ფო­ნო და ვი­დე­ო­ვი­ზი­ტებ­ზე. თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, ექი­მი არ მი­გი­ღებს. თუ ვინ­მეს კო­რო­ნას სიმპტო­მე­ბი აქვს, ურ­ჩე­ვენ, არ მი­ვიდ­ნენ ER-ში და ექთანს და­ურ­ე­კონ და კონ­სულ­ტა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რო­გორ იმოქ­მე­დონ, იქე­დან მი­ი­ღე­ბენ... იმ გე­მი­დან სან­დი­ე­გო­ში ჰყავთ ხალ­ხის ნა­წი­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ჩემ­თან სამ­სა­ხურ­ში, სა­დაც სულ ხალ­ხმრავ­ლო­ბაა, ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი გვყავს, რამ­დე­ნი­მე დღეა, სი­ხალ­ვა­თეა. რო­გორც გა­ვი­გე, შე­საძ­ლოა, აქაც სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნი გა­მო­ა­ცხა­დონ რო­გორც იტა­ლი­ა­ში, ჩი­ნეთ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში.

ხალ­ხი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს ემად­ლი­ე­რე­ბა და მად­ლო­ბას გვე­უბ­ნი­ან, რომ ჩვენს საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბით... დღეს ჩემს ხელ­ში გა­ი­ა­რა სის­ხლმა, რო­მე­ლიც ეკუთ­ვნო­და COVID 19-ის მქო­ნე პა­ცი­ენტს. ჰოს­პი­ტა­ლი გვიკ­რძა­ლავს ნიღ­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, თუ უშუ­ა­ლოდ არ გვი­წევს ავად­მყოფ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. სამ­სა­ხურ­ში მეტ­რო­თი მი­წევს სი­ა­რუ­ლი და იქაც სი­ხალ­ვა­თეა.

16 მარტს ჩვენ­თან გა­მო­ცხად­და დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზე გა­დას­ვლა, შინ დარ­ჩე­ნა. თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, გა­რეთ გას­ვლა იკ­რძა­ლე­ბა. სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს ხალ­ხს შეგ­ვიძ­ლია სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რუ­ლი, ოღონდ, თან უნდა ვი­ქო­ნი­ოთ სამ­სა­ხუ­რის მოწ­მო­ბა. რეს­ტორ­ნე­ბი, კა­ფე­ე­ბი, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი 7 აპ­რი­ლამ­დე და­ი­კე­ტა.

სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ, გუ­შინ მა­ღა­ზი­ა­ში წა­ვე­დი და ყველ­გან რი­გე­ბია, თან იმ­ხე­ლა, რომ ხალ­ხი ქუ­ჩა­შია გა­მო­სუ­ლი. კარ­გა ხანს ვი­დე­ქი იმ რიგ­ში, რომ შიგ­ნით შე­მეღ­წია. ყვე­ლა­ფერს ყი­დუ­ლობ­დნენ.

მთავ­რო­ბა ძა­ლი­ან დაბ­ნე­უ­ლია და ყო­ველ­დღე ცვლის პრო­ტო­კოლს, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, არ აქვთ საკ­მა­რი­სი ნიღ­ბე­ბი. მარ­ტო აქ არა, სხვა შტა­ტებ­შიც უშ­ლი­ან ნიღ­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, თუ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არაა, რომ ვინ­მეს აქვს ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი. ყო­ველ­თვის ვხმა­რობ­დი ნი­ღაბს, რად­გან ძა­ლი­ან ახ­ლოს მი­წევს ხალ­ხთან ყოფ­ნა, მაგ­რამ ახლა ამას გვიშ­ლი­ან.

ჩვე­ნი ჰოს­პი­ტა­ლის მან­ქა­ნე­ბის სად­გომ­ზე მო­წყო­ბი­ლია მო­ბი­ლუ­რი სად­გუ­რე­ბი, სა­დაც შე­ა­მოწ­მე­ბენ იმათ, ვი­საც ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი ექ­ნე­ბათ“, - აღ­ნიშ­ნავს ნინო კა­კუ­ლია.

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გემ­ზე და კა­რან­ტინ­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბას დაგვპირ­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gucci
0

eqimi da eqtani, da plabolisti ganskhvavebuli profesiaa!

rasa
2

სულ ქართველი ცოლები რატომ ყავთ ამ უცხოელებს, ვინმე ქართველს თუ ყავს უცხოელი ცოლი? აკი გიჟდებიან ქართველ კაცებზეო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"პანიკაა, არ აქვთ საკმარისი ნიღბები... თუ აუცილებელი არ არის, ექიმი არ მიგიღებს" - რას ჰყვება კალიფორნიაში მომუშავე ქართველი ექიმი

"პანიკაა, არ აქვთ საკმარისი ნიღბები... თუ აუცილებელი არ არის, ექიმი არ მიგიღებს" - რას ჰყვება კალიფორნიაში მომუშავე ქართველი ექიმი

ყოველთვის ვცდილობთ, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს დავუკავშირდეთ, მით უფრო ახლა, როდესაც მსოფლიოს ახალი კორონავირუსი უდიდეს საფრთხეს უქმნის. ვინტერესდებით, როგორ ცხოვრობენ და როგორ უმკლავდებიან ამ საკაცობრიო პრობლემას...

ქალი, რომელსაც ამჯერად AMBBEI.GE ესაუბრა, ოჯახთან ერთად, თითქმის 20 წელია, სანფრანცისკოსთან ახლოს ქალაქ ვანუტ გრეკში ცხოვრობს. ცოლ-ქმარი - ნინო კაკულია და საშა გურევიჩი წარსულში ჟურნალისტები იყვნენ, ახლა კერძო სამედიცინო კომპანიაში მუშაობენ - საშა სასწრაფო განყოფილების ექთანია, ნინო - სისხლის აღების ლაბორატორიაში ფლაბატომისტი. მიაჩნიათ, რომ ის პროფესია, რომელსაც დღეს ემსახურებიან, ჟურნალისტიკასთან ყველაზე ახლოს არის, რადგანაც ხალხთან ყოველდღიური ურთიერთობა და მათი დახმარება უწევთ...

როგორც ნინო კაკულია AMBBEI.GE-ს უყვება, ახალი კორონავირუსის გავრცელებისას მათ საქმიანობას და ზოგადად მათ ცხოვრებას უცხო ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები და სირთულეები შეექმნა.

"ჩვენთან ახლა ზოგადად პანიკაა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მაღაზიები თითქმის დაცარიელდა, ხალხი ყველაფერს ყიდულობს, განსაკუთრებით, ტუალეტის ქაღალდს, კონსერვებს, სადეზინფექციო საშუალებებს. სკოლები ჯერჯერობით 3 კვირით დაიხურა, რაც ორივე მომუშავე მშობელს ახალ თავსატეხს უჩენს, თუ სად დატოვოს ბავშვი ან რით დაკავდეს ამ პერიოდში, რადგანაც ყველა გასართობი ცენტრი დაიკეტა. მოგვიწოდებენ, რომ მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს“, - გვიამბობს ნინო.

როგორც ცნობილია, კალიფორნიის სანაპიროსთან მდგარ საკრუიზო ლაინერ Grand Princess-ზე კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ოპერატორი კომპანიის ინფორმაციით, Grand Princess-ის ბორტზე 54 ქვეყნიდან 3 533 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 2 422 მგზავრია, 1 111 კი ეკიპაჟის წევრი. ეს ფაქტი იმ ქალაქის სიახლოვეს მოხდა, სადაც ჩვენი რესპონდენტი მუშაობს.

"იმ ადამიანების მშობლები, ძმა და რძალი, ვინც გემზე იმყოფებოდნენ, ჩვენი კოლეგები არიან და სწორედ იმ საკრუიზო გემზე იმყოფებოდნენ. ისინი ამჟამად კარანტინში იმყოფებიან და მათ აკვირდებიან. ჯერჯერობით არც ერთი არ შეუმოწმებიათ ახალი კორონავირუსის ტესტზე.

მე უშუალოდ არ შევსწრებივარ, მაგრამ გემი იმ ქალაქში იდგა, სადაც მე ვმუშაობ ოკლანდში. ეს ხალხი კორონათი დაავადებულ ხალხთან ერთად ჰყავდათ და არ იცოდნენ, მათთვის რა ექნათ. პრეზიდენტმა ტრამპმა ისიც კი თქვა, რომ დაეტოვებინათ გემზე, რათა არ გავრცელებულიყო ვირუსი... საბედნიეროდ, ეს ხალხი გადმოიყვანეს და სხვადასხვა ადგილას გადაანაწილეს.

სამწუხაროდ, ეს ამბავი თავიდანვე სერიოზულად არ მიიღეს და ქვეყანა ამ სიტუაციას მომზადებული არ შეხვდა. ახლაც არ აქვთ საკმარისი მასალა ტესტირებისთვის

ექიმთან დაგეგმილი ვიზიტები შეზღუდულია და გადასულები არიან სატელეფონო და ვიდეოვიზიტებზე. თუ აუცილებელი არ არის, ექიმი არ მიგიღებს. თუ ვინმეს კორონას სიმპტომები აქვს, ურჩევენ, არ მივიდნენ ER-ში და ექთანს დაურეკონ და კონსულტაციას იმის შესახებ, როგორ იმოქმედონ, იქედან მიიღებენ... იმ გემიდან სანდიეგოში ჰყავთ ხალხის ნაწილი გადაყვანილი.

ჩემთან სამსახურში, სადაც სულ ხალხმრავლობაა, ბევრი პაციენტი გვყავს, რამდენიმე დღეა, სიხალვათეა. როგორც გავიგე, შესაძლოა, აქაც საყოველთაო კარანტინი გამოაცხადონ როგორც იტალიაში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში.

ხალხი სამედიცინო პერსონალს ემადლიერება და მადლობას გვეუბნიან, რომ ჩვენს საქმეს ვემსახურებით... დღეს ჩემს ხელში გაიარა სისხლმა, რომელიც ეკუთვნოდა COVID 19-ის მქონე პაციენტს. ჰოსპიტალი გვიკრძალავს ნიღბების გამოყენებას, თუ უშუალოდ არ გვიწევს ავადმყოფთან ურთიერთობა. სამსახურში მეტროთი მიწევს სიარული და იქაც სიხალვათეა.

16 მარტს ჩვენთან გამოცხადდა დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, შინ დარჩენა. თუ აუცილებელი არ არის, გარეთ გასვლა იკრძალება. სამედიცინო სფეროს ხალხს შეგვიძლია სამსახურში სიარული, ოღონდ, თან უნდა ვიქონიოთ სამსახურის მოწმობა. რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები 7 აპრილამდე დაიკეტა.

სამსახურის შემდეგ, გუშინ მაღაზიაში წავედი და ყველგან რიგებია, თან იმხელა, რომ ხალხი ქუჩაშია გამოსული. კარგა ხანს ვიდექი იმ რიგში, რომ შიგნით შემეღწია. ყველაფერს ყიდულობდნენ.

მთავრობა ძალიან დაბნეულია და ყოველდღე ცვლის პროტოკოლს, როგორ უნდა მოვიქცეთ. როგორც ამბობენ, არ აქვთ საკმარისი ნიღბები. მარტო აქ არა, სხვა შტატებშიც უშლიან ნიღბების გამოყენებას, თუ დადასტურებული არაა, რომ ვინმეს აქვს ახალი კორონავირუსი. ყოველთვის ვხმარობდი ნიღაბს, რადგან ძალიან ახლოს მიწევს ხალხთან ყოფნა, მაგრამ ახლა ამას გვიშლიან.

ჩვენი ჰოსპიტალის მანქანების სადგომზე მოწყობილია მობილური სადგურები, სადაც შეამოწმებენ იმათ, ვისაც ვირუსის სიმპტომები ექნებათ“, - აღნიშნავს ნინო კაკულია.

ჩვენი რესპონდენტი მოგვიანებით, გემზე და კარანტინში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდა.

"დადგა დრო, გული გავუხსნათ ოჯახის წევრებს... ჩვენი იმუნიტეტი ერთმანეთის გახარებაა" - შალვა ამონაშვილის რჩევები "სახლში გამოკეტილებს"

"საქართველოს ეროვნული ლატარიის" განცხადება - ითამაშეთ ლატარია ონლაინ www.lotto.ge-ზე

რა რეკომენდაციები შეიმუშავა მრევლისთვის წმინდა სინოდმა?