მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"
"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"

მთავ­რო­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შემ­დეგ სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თმა­ნეთს უკვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­უ­წო­დებს. "ფე­ის­ბუქ­ზე" და­ი­წყო კამ­პა­ნია #დარ­ჩი­სახ­ლში, რო­მე­ლიც ათა­სო­ბით ადა­მი­ანს აერ­თი­ა­ნებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, მათ შო­რის აიკ­რძა­ლა ე.წ. ყვი­თე­ლი მარ­შუტ­კე­ბის მოძ­რა­ო­ბა, რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­შიც. შე­სა­ბა­მი­სად, მგზავ­რთა ნა­კა­დი გაზ­რდი­ლია მუ­ნი­ცი­პა­ლურ ტრან­სპორ­ტში.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­და ხალ­ხს თბი­ლი­სის მერ­მაც. კახა კა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, თუ გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თავი უნდა შე­ი­კა­ვოს გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან.

ანა­ლო­გი­უ­რი რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

"ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნა­დაც ვიცი, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც ყო­ფი­ლა ატა­ცე­ბუ­ლი - "დარ­ჩით სახ­ლში", - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

სახ­ლში დარ­ჩე­ნის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს ექი­მე­ბიც. "მე ვრჩე­ბი სამ­სა­ხურ­ში შენ­თვის, შენ დარ­ჩი სახ­ლში ჩვენ­თვის" - ამ მი­მარ­თვას "ფე­ის­ბუქ­ზე" უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი მე­დი­კო­სი აზი­ა­რებს:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

გაიხარეთ ექიმებოოო, გაიხარეთ...

ხალხოოო, დავრჩეთ სახლში, ვისაც აუცილებელი საქმე არ გვაქვს..ერთად გადავიტანოთ ეს პანდემია..ისეთი ერთსულოვანია ერი და ბერი, სიხარულით მეტირება..ყველგან, მთელს მსოფლიოში საოცარი ერთსულივნება და სიყვარული სუფევს, ადამიანის სულმა გაიღვიძა, ამიტომაც გადავრჩებით, აუცილებლად გადავრჩებით

სტალინი
0

დაგელოცოთ ოჯახები............

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"

მთავრობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შემდეგ სახლში დარჩენისკენ საზოგადოება ერთმანეთს უკვე სოციალურ ქსელში მოუწოდებს. "ფეისბუქზე" დაიწყო კამპანია #დარჩისახლში, რომელიც ათასობით ადამიანს აერთიანებს.

როგორც ცნობილია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ხელისუფლებამ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის აიკრძალა ე.წ. ყვითელი მარშუტკების მოძრაობა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც. შესაბამისად, მგზავრთა ნაკადი გაზრდილია მუნიციპალურ ტრანსპორტში.

აღნიშნულის გამო სახლში დარჩენისკენ მოუწოდა ხალხს თბილისის მერმაც. კახა კალაძის განმარტებით, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს გადაადგილებისგან.

ანალოგიური რეკომენდაცია გასცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

"ჩვენი რეკომენდაციაა, რომელიც რამდენადაც ვიცი, სოციალურ ქსელებშიც ყოფილა ატაცებული - "დარჩით სახლში", - განაცხადა იმნაძემ.

სახლში დარჩენის მოთხოვნით მიმართავენ მოქალაქეებს ექიმებიც. "მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ამ მიმართვას "ფეისბუქზე" უამრავი ქართველი მედიკოსი აზიარებს:

განათლების სამინისტრო მშობლებს მიმართავს

"მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ სახლში ვერ დავრჩები, უნდა ვიმუშავო" - პაატა იმნაძე

"ნიკა გამყრელიძე კლინიკურად გამოჯანმრთელებულია" - როდის გაწერენ "ევექ­სის" წარმომადგენელს ინფექციურიდან