პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და მისი მრევლი მზადაა, კორონავირუსთან ბრძოლაში მოხალისეობრივად ჩაერთონ
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და მისი მრევლი მზადაა, კორონავირუსთან ბრძოლაში მოხალისეობრივად ჩაერთონ

"ჩვენ­მა პა­ტა­რა ქვე­ყა­ნამ, სწო­რედ პი­როვ­ნუ­ლი თავ­გან­წირ­ვის და და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის წყა­ლო­ბით, მი­აღ­წია იმას, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, ვართ სა­მა­გა­ლი­თო­ნი მრა­ვა­ლი სხვა ქვეყ­ნის­თვის" - ამის შე­სა­ხებ დე­კა­ნოზ­მა თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ტა­რე­ბულ პრე­ვენ­ცი­ულ ქმე­დე­ბებ­ზე ისა­უბ­რა.

დე­კა­ნო­ზი სა­გან­გე­ბო მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და COVID19-თან ბრძო­ლის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს, მის ხელ­მძღვა­ნელს, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს, მო­ად­გი­ლეს პა­ა­ტა იმ­ნა­ძე­სა და ცენ­ტრის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორს, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე­სა და ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო მუ­შაკს.

„ყო­ველ ადა­მი­ანს, ვინც ჩარ­თუ­ლია ბოლო პე­რი­ოდ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვირუს­თან ბრძო­ლა­ში პი­რად თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ დო­ნე­ზე; ყვე­ლას, ვინც სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ოჯა­ხე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად ერ­თგუ­ლებს ჩვენს ქვე­ყა­ნას; ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის ტაძ­რის სამ­რევ­ლო­სა და „ათო­ნის დარ­ბა­ზის“ სა­ხე­ლით გიხ­დით მად­ლო­ბას მწყობ­რი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი, თავ­და­პირ­ვე­ლად პრე­ვენ­ცი­უ­ლი, შემ­დეგ კი თე­რა­პი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც თი­თო­ე­უ­ლი ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი რგო­ლი ასე თავ­გან­წირ­ვით ას­რუ­ლებთ.

პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც პლა­ნე­ტის გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ქვეყ­ნებ­მა ვერ შეძ­ლეს დრო­უ­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­ღე­ბა და ვერ გა­მო­ი­ჩი­ნეს საკ­მა­რი­სი ალღო ეპი­დე­მი­ის სა­მარ­თა­ვად, ჩვენ­მა პა­ტა­რა ქვე­ყა­ნამ, სწო­რედ პი­როვ­ნუ­ლი თავ­გან­წირ­ვის და და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის წყა­ლო­ბით, მი­აღ­წია იმას, რომ კომ­პე­ტენ­ტუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, ვართ სა­მა­გა­ლი­თო­ნი მრა­ვა­ლი სხვა ქვეყ­ნის­თვის.

მთე­ლი ჩვე­ნი სამ­რევ­ლოს სა­ხე­ლით გი­ცხა­დებთ მხარ­და­ჭე­რას და გა­მოვ­ხა­ტავთ სრულ მზად­ყოფ­ნას, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნე­ბის­მი­ერ დროს მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი ჩარ­თუ­ლო­ბი­სა ყვე­ლა სა­ჭი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ­გვა­რი სიმ­ყა­რი­სა და სი­თა­მა­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას გვაძ­ლევს ჩვე­ნი ეკ­ლე­სია და ჩვე­ნი რწმე­ნა ცო­ცხა­ლი ღმერ­თი­სა - იესო ქრის­ტე­სი, რო­მე­ლიც არის კი­დეც ჩვე­ნი ძალა და საყ­რდე­ნი, მათ შო­რის გან­საც­დე­ლის დროს“, - აცხა­დებს დე­კა­ნო­ზი თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ise
0

გული სიხარულით ამევსო, თქვენ იმდენს იზამთ შემაყვარებთ ამ კორონას ))) 

chito
43

მაგარი მრევლი გაიჩითა, ქალებსაც კი წვერი აქვთ )))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და მისი მრევლი მზადაა, კორონავირუსთან ბრძოლაში მოხალისეობრივად ჩაერთონ

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და მისი მრევლი მზადაა, კორონავირუსთან ბრძოლაში მოხალისეობრივად ჩაერთონ

"ჩვენმა პატარა ქვეყანამ, სწორედ პიროვნული თავგანწირვის და დაუღალავი შრომის წყალობით, მიაღწია იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, ვართ სამაგალითონი მრავალი სხვა ქვეყნისთვის" - ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში ახალ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ პრევენციულ ქმედებებზე ისაუბრა.

დეკანოზი საგანგებო მიმართვას ავრცელებს და COVID19-თან ბრძოლისთვის მადლობას უხდის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, მის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს, მოადგილეს პაატა იმნაძესა და ცენტრის ყველა თანამშრომელს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძესა და ყველა სამედიცინო მუშაკს.

„ყოველ ადამიანს, ვინც ჩართულია ბოლო პერიოდში გავრცელებულ ვირუსთან ბრძოლაში პირად თუ საზოგადოებრივ დონეზე; ყველას, ვინც საკუთარი თავისა და ოჯახების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად ერთგულებს ჩვენს ქვეყანას; ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოსა და „ათონის დარბაზის“ სახელით გიხდით მადლობას მწყობრი და თანმიმდევრული, თავდაპირველად პრევენციული, შემდეგ კი თერაპიული ღონისძიებებისთვის, რომლებსაც თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი რგოლი ასე თავგანწირვით ასრულებთ.

პირობებში, როდესაც პლანეტის განვითარებულმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს დროული და ადეკვატური ღონისძიებების მიღება და ვერ გამოიჩინეს საკმარისი ალღო ეპიდემიის სამართავად, ჩვენმა პატარა ქვეყანამ, სწორედ პიროვნული თავგანწირვის და დაუღალავი შრომის წყალობით, მიაღწია იმას, რომ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, ვართ სამაგალითონი მრავალი სხვა ქვეყნისთვის.

მთელი ჩვენი სამრევლოს სახელით გიცხადებთ მხარდაჭერას და გამოვხატავთ სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოხალისეობრივი ჩართულობისა ყველა საჭირო მიმართულებით. ამგვარი სიმყარისა და სითამამის შესაძლებლობასა და თავისუფლებას გვაძლევს ჩვენი ეკლესია და ჩვენი რწმენა ცოცხალი ღმერთისა - იესო ქრისტესი, რომელიც არის კიდეც ჩვენი ძალა და საყრდენი, მათ შორის განსაცდელის დროს“, - აცხადებს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

"დინამო არენაზე" ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ვარჯიშის დროს, შუქი ჩაქრა - რა ფოტოებს და ვიდეოს აქვეყნებს სერხიო რამოსი

თბილისის მეტრო და ავტობუსები დღეს 01:00 საათამდე იმუშავებს

365 ახალი ინფიცირებული და 5 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები კორონავირუსის შესახებ