პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მდგომარეობაა ავტობუსებში მას შემდეგ, რაც "მარშრუტკების" მოძრაობა აიკრძალა - "აქ ერთმეტრიანი დისტანცია როგორ დავიცვათ?"
რა მდგომარეობაა ავტობუსებში მას შემდეგ, რაც "მარშრუტკების" მოძრაობა აიკრძალა - "აქ ერთმეტრიანი დისტანცია როგორ დავიცვათ?"

მეტ­რო­სად­გუ­რებ­სა და ავ­ტო­ბუ­სებ­ში მგზავ­რთნა­კად­მა საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა. ამას ის ფოტო და ვი­დე­ო­კად­რე­ბი ადას­ტუ­რებს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და 18 მარ­ტი­დან ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბით მოძ­რა­ო­ბა აიკ­რძა­ლა.

"ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ აქ ერ­თმეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია რო­გორ და­ვიც­ვათ, ხომ ვერ მე­ტყვით?" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი მი­რან­და ჭარ­ხა­ლაშ­ვი­ლი და დღეს ერთ-ერთ ავ­ტო­ბუს­ში გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს.

ავ­ტო­ბუ­სებ­ში ხალ­ხმრავ­ლო­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს ექ­სპერ­ტი არ­ჩილ გამ­ზარ­დი­აც და წერს, რომ მთავ­რო­ბას "სულ უნ­დო­და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის აკ­რძალ­ვა და ახლა დრო იხელ­თეს, ამ დროს ავ­ტო­ბუ­სე­ბი არც საკ­მა­რი­სია და არც და­ცუ­ლი" - წერს გამ­ზარ­დია და ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს.

სას­წრა­ფო ზო­მე­ბის მი­ღე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი:

"სას­წრა­ფოდ და­აბ­რუ­ნეთ ყვი­თე­ლი მარ­შუტ­კე­ბი, სას­წრა­ფოდ! ახ­სნაც არ არის სა­ჭი­რო რა­ტომ. იმის მა­გივ­რად ტრან­სპორ­ტი და­გე­მა­ტე­ბი­ნათ, რომ სი­ხალ­ვა­თე ყო­ფი­ლი­ყო ტრან­სპორ­ტში, რო­გორ აკ­რძა­ლეთ? ტრან­სპორ­ტის სამ­სა­ხუ­რი რას აკე­თებთ სა­ერ­თოდ ჭკუ­ა­ზე თუ ხართ?!" - წერს მეს­ხიშ­ვი­ლი და დას­ძენს, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კი ახლა სწო­რედ მუ­ნი­ცი­პა­ლურ და სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტშია.

სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბის აკ­რძალ­ვა­ზე მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­გორც თბი­ლისს, ისე რე­გი­ო­ნებ­სა და სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებს ეხე­ბა.

"დღეს ფაქ­ტობ­რი­ვად გა­დავ­დი­ვართ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ეტაპ­ზე, რაც ნიშ­ნავს, რომ რა­ო­დე­ნო­ბა გაგ­ვეზ­რდე­ბა. ეპი­დე­მი­ის შე­ჩე­რე­ბის ეტა­პი­დან გა­დავ­დი­ვართ გავ­რცე­ლე­ბის ეტაპ­ზე...

საბ­ჭოს სხდო­მის ფარ­გლებ­ში იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და აიკ­რძა­ლე­ბა სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბა. ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­რცე­ლე­ბის კერა, ამი­ტომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი. დარ­ჩე­ბა ქა­ლაქ­ში მე­რი­ის ტრან­სპორ­ტი, ისე­ვე რო­გორც მეტ­რო, მაგ­რამ მათ და­ე­ვა­ლათ და ექ­ნე­ბათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად მო­ახ­დი­ნონ ამ ტრან­სპორ­ტის დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, აქ რის­კე­ბის მარ­თვა უკეთ შეგ­ვიძ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაჟ­ღე­რე­ბი­სას.

მკითხველის კომენტარები / 74 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
avoieee
3

ამას კარანტინი უშველის?!!! ეს რაა არის?? სულ გაგიჟდით?!!

tngh
54

დღეს დილით 2 ავტობუსით ვიმგზავრე. #88 და #24-ით. ორივეში დაცული იყო 1 მეტრიანი დისტანცია და მგზავრებიც ბევრი არ იყო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

რა მდგომარეობაა ავტობუსებში მას შემდეგ, რაც "მარშრუტკების" მოძრაობა აიკრძალა - "აქ ერთმეტრიანი დისტანცია როგორ დავიცვათ?"

რა მდგომარეობაა ავტობუსებში მას შემდეგ, რაც "მარშრუტკების" მოძრაობა აიკრძალა - "აქ ერთმეტრიანი დისტანცია როგორ დავიცვათ?"

მეტროსადგურებსა და ავტობუსებში მგზავრთნაკადმა საგრძნობლად მოიმატა. ამას ის ფოტო და ვიდეოკადრები ადასტურებს, რომელიც თბილისის ქუჩებშია გადაღებული.

შეგახსენებთ, გუშინ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 18 მარტიდან ქვეყანაში სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა.

"ყველაფერი, ყველაფერი, მაგრამ აქ ერთმეტრიანი დისტანცია როგორ დავიცვათ, ხომ ვერ მეტყვით?" - წერს ინტერნეტმომხმარებელი მირანდა ჭარხალაშვილი და დღეს ერთ-ერთ ავტობუსში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.

ავტობუსებში ხალხმრავლობის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს ექსპერტი არჩილ გამზარდიაც და წერს, რომ მთავრობას "სულ უნდოდა მიკროავტობუსების აკრძალვა და ახლა დრო იხელთეს, ამ დროს ავტობუსები არც საკმარისია და არც დაცული" - წერს გამზარდია და ფოტოებს ავრცელებს.

სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი:

"სასწრაფოდ დააბრუნეთ ყვითელი მარშუტკები, სასწრაფოდ! ახსნაც არ არის საჭირო რატომ. იმის მაგივრად ტრანსპორტი დაგემატებინათ, რომ სიხალვათე ყოფილიყო ტრანსპორტში, როგორ აკრძალეთ? ტრანსპორტის სამსახური რას აკეთებთ საერთოდ ჭკუაზე თუ ხართ?!" - წერს მესხიშვილი და დასძენს, რომ ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკი ახლა სწორედ მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტშია.

სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვაზე მთავრობის გადაწყვეტილება როგორც თბილისს, ისე რეგიონებსა და საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსებს ეხება.

"დღეს ფაქტობრივად გადავდივართ ვირუსის გავრცელების ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ რაოდენობა გაგვეზრდება. ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე...

საბჭოს სხდომის ფარგლებში იქნა გადაწყვეტილება მიღებული და აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დარჩება ქალაქში მერიის ტრანსპორტი, ისევე როგორც მეტრო, მაგრამ მათ დაევალათ და ექნებათ ვალდებულება, ყოველდღიურად მოახდინონ ამ ტრანსპორტის დეზინფიცირება და შესაბამისად, აქ რისკების მართვა უკეთ შეგვიძლია“, - განაცხადა გახარიამ აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერებისას.

"საქართველოს ეროვნული ლატარიის" განცხადება - ითამაშეთ ლატარია ონლიან www.lotto.ge-ზე

რა რეკომენდაციები შეიმუშავა მრევლისთვის წმინდა სინოდმა?

რომელი ცნობილი მსახიობების რძალია ეკატერინე ტიკარაძე - ნათელმირონობა ივანიშვილებთან და ბაიკერი ქმარი (ფოტო)