სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია ახალი ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა - "შეინიშნება ტემპერატურის მატება, მინიმალურად გამოხატული კლინიკაა"
როგორია ახალი ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა - "შეინიშნება ტემპერატურის მატება, მინიმალურად გამოხატული კლინიკაა"

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ოთხი ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი­დან ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ორი მათ­გა­ნი მკურ­ნა­ლობს. ეზუგ­ბა­ი­ას თქმით, სად აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას და­ნარ­ჩე­ნი ორი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მის­თვის უც­ნო­ბია.

მი­სი­ვე თქმით, ორი ახა­ლი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე სტა­ბი­ლუ­რია.

"ოთხი ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან ჩვენ­თან წევს მხო­ლოდ ორი. მათი ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით სტა­ბი­ლუ­რია. ყო­ველ­თვის ვლა­პა­რა­კობ, რომ და­სა­წყის­ში თუ და­ა­ვა­დე­ბა არ და­ი­წყო მძი­მედ, მა­შინ გარ­კვე­ულ­წი­ლად სტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია გვაქვს ხოლ­მე. ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა ამ ორ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან.

მათ­თან შე­ი­ნიშ­ნე­ბა მხო­ლოდ ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, და­ბა­ლი ციფ­რე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 37-დან - 37,5-მდე და მი­ნი­მა­ლუ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი კლი­ნი­კა.

თავ­და­პირ­ვე­ლად შე­მო­სულ ტეს­ტებ­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა არ არის, მაგ­რამ ჩვენ ამას ვე­ლით და­ა­ვა­დე­ბის და­წყე­ბი­დან მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში. ვნა­ხოთ პირ­ვე­ლი სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გო­რი დი­ნა­მი­კა გვექ­ნე­ბა ამ ორ პა­ცი­ენტზე. რენტგე­ნო­ლი­გი­უ­რად არ არის პნევ­მო­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ამ ორი­ვე პი­რის ინ­ფი­ცი­რე­ბის კონ­ტაქ­ტი დად­გე­ნი­ლია და ისი­ნი და­ინ­ფი­ცირ­დნენ, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მყო­ფი ერთ-ერთი პა­ცი­ენ­ტის­გან. ეზუგ­ბა­ი­ამ და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის ასა­კი და სქე­სი არ გა­ამ­ხი­ლა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ მათ­გან არ­ცერ­თი არ არის არას­რულ­წლო­ვა­ნი.

4 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გუ­შინ, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­დას­ტურ­და.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 38 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, მათ­გან 1 გა­მო­ჯან­მრთელ­და, რო­მე­ლიც ბი­ნა­ზე, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაიკო
0

ღმერთმა ყველა გამოაჯამმრთელოს.

glexi
0

და რომელ კლასტერს უკავშირდებიან,აგრეთვე რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან იქნებ ეს მაინც გაგვიმხილოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

როგორია ახალი ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა - "შეინიშნება ტემპერატურის მატება, მინიმალურად გამოხატული კლინიკაა"

როგორია ახალი ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა - "შეინიშნება ტემპერატურის მატება, მინიმალურად გამოხატული კლინიკაა"

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან ინფექციურ საავადმყოფოში ორი მათგანი მკურნალობს. ეზუგბაიას თქმით, სად აგრძელებს მკურნალობას დანარჩენი ორი ინფიცირებული, მისთვის უცნობია.

მისივე თქმით, ორი ახალი პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

"ოთხი ახალი ინფიცირებულიდან ჩვენთან წევს მხოლოდ ორი. მათი ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია. ყოველთვის ვლაპარაკობ, რომ დასაწყისში თუ დაავადება არ დაიწყო მძიმედ, მაშინ გარკვეულწილად სტაბილური სიტუაცია გვაქვს ხოლმე. ასეთი სიტუაციაა ამ ორ ინფიცირებულთან.

მათთან შეინიშნება მხოლოდ ტემპერატურის მატება, დაბალი ციფრებით, დაახლოებით 37-დან - 37,5-მდე და მინიმალურად გამოხატული კლინიკა.

თავდაპირველად შემოსულ ტესტებში ლაბორატორიულად მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის, მაგრამ ჩვენ ამას ველით დაავადების დაწყებიდან მომდევნო დღეებში. ვნახოთ პირველი სამი დღის განმავლობაში როგორი დინამიკა გვექნება ამ ორ პაციენტზე. რენტგენოლიგიურად არ არის პნევმონია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ ორივე პირის ინფიცირების კონტაქტი დადგენილია და ისინი დაინფიცირდნენ, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ერთ-ერთი პაციენტისგან. ეზუგბაიამ დაავადებულების ასაკი და სქესი არ გაამხილა, თუმცა აღნიშნა, რომ მათგან არცერთი არ არის არასრულწლოვანი.

4 ახალი ინფიცირებულის შესახებ ინფორმაცია გუშინ, დღის მეორე ნახევარში დადასტურდა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 გამოჯანმრთელდა, რომელიც ბინაზე, თვითიზოლაციაში იმყოფება.

მიწის კაზინოები, ტოტალიზატორები და სლოტ კლუბები დროებით იხურება

"როცა ეს ყველაფერი დაიწყო, სხვა განზომილებაში მოვხვდი.. გაქრა შიში ინფიცირებულთან კონტაქტისა" - ინფექციურის ექიმის ემოცია "მადლიერების ტაშის" დროს

“ჩვენმა თანამშრომელმა გოგონამ ცუდათ იხუმრა” - პაატა ბურჭულაძის შვილი ცრუ SMS-ების გაგზავნის ფაქტზე