ავტორი:

Hotsale.ge ბიზნესებს პროდუქციის საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებას სთავაზობს

Hotsale.ge ბიზნესებს პროდუქციის საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებას სთავაზობს

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საპრომოციო პლატფორმა Hotsale.ge ბიზნესებს პროდუქციისა და დისტანციური მომსახურების საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებას სთავაზობს. როგორც პლატფორმის მენეჯმენტი განმარტავს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მაღაზიებსა და სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობის მქონე დაწესებულებებს მომხმარებელთა ნაკადი შეუმცირდათ, რამაც მომავალში შესაძლოა სერიოზული ფინანსური ზიანი მიაყენოს როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესებს. სწორედ ამიტომ, hotsale.ge -ში გადაწყვიტეს, კომპანიებს დაეხმარონ და თავიანთი მომსახურებისა თუ პროდუქტის ონლაინ რეალიზაციის საშუალება თავიანთი პლატფორმის საშუალებით მისცენ.კომპანიის დირექტორის თათული ზაკალაშვილის განცხადებით, Hotsale.ge-ის გუნდი თავის მხრივ იღებს კუთვნილ სოციალური პასუხისმგებლობას და მზად არის, სრული ტექნიკური და საპრომოციო მხარდაჭერა გაუწიოს დაინტერესებულ კომპანიებს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირდაპირი რეკომენდაციები გულისხმობს თავშეყრისა და ხალხმრავალი ადგილებისგან დისტანცირებას, შესაბამისად, HOTSALE.GE -ში სრულ მზაობას ვაცხადებთ, რომ განვათავსოთ ჩვენს ვებ-გვერდზე ყველა დაინტერესებული კომპანიის მომსახურება და პროდუქტი. გვსურს, მხარი დავუჭიროთ მათ და დავეხმაროთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე თავიდან აიცილონ მძიმე ფინანსური შედეგები“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

მისივე თქმით, კომპანია მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არის და სავარაუდოდ, ეს პროცესი აპრილის ბოლომდე გასტანს.

SEU-ს უპრეცედენტო გადაწყვეტილება სტუდენტებისთვის

„სეუ დეველოპმენტი“ მომხმარებლებს განვადებაზე 3-თვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს

სისხლის შემადგენელი ნაწილის - პლაზმის დონაცია, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი და ერთადერთი დონორული პლაზმაცენტრი