პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსი მყარ ზედაპირზე? - რა შედეგები აჩვენა ექსპერიმენტებმა
რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსი მყარ ზედაპირზე? - რა შედეგები აჩვენა ექსპერიმენტებმა

ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუსს ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ოს 165 ქვე­ყა­ნა ებ­რძვის. ჯერ­ჯე­რო­ბით, ვირუ­სი სრუ­ლად შეს­წავ­ლი­ლი არ არის და ამი­ტო­მაც, არ გვაქვს მკურ­ნა­ლო­ბის ზუს­ტი მე­თო­დე­ბი, არ გვაქვს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუსს და­ა­მარ­ცხებს. თუმ­ცა, მე­დი­კო­სე­ბი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ Covid-19-ის გა­მო­საკ­ვლე­ვად და მას დე­ტა­ლუ­რად სწავ­ლო­ბენ.

იმის­თვის, რომ ვირუს­თან ბრძო­ლა ეფექ­ტუ­რი იყოს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­ცო­დეთ, რა პი­რო­ბებ­ში ძლებს ის, რო­გორ ზე­და­პირ­ზე, რამ­დენ ხანს ცო­ცხლობს. ჩვენ ყო­ველ დღე ვე­ხე­ბით კა­რებს, კი­ბის სა­ხე­ლუ­რებს, მა­გი­დას, კომ­პი­უ­ტერს, სხვა­დას­ხვა ნივ­თებს თუ მყარ ზე­და­პირს და შე­საძ­ლოა, სწო­რედ ასე­თი შე­ხე­ბა გახ­დეს ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო.

ABCNEWS-ის ცნო­ბით, მეც­ნი­ე­რებ­მა ჩა­ა­ტა­რეს კვლე­ვა იმის და­სად­გე­ნად, თუ რამ­დენ ხანს ძლებს Covid-19 ზე­და­პირ­ზე.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, კო­რო­ნა­ვირუსს პლასტმა­სი­სა და ზო­გი­ერ­თი უჟან­გა­ვი ფო­ლა­დის ზე­და­პირ­ზე შე­უძ­ლია სამი დღე გა­დარ­ჩეს, ხოლო 24 სა­ა­თი ძლებს მუ­ყა­ოს ზე­და­პირ­ზე, სპი­ლენ­ძის ზე­და­პირ­ზე ოთხ სა­ა­თამ­დე.

ამას­თან, მკვლე­ვა­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი ზუს­ტი სუ­რა­თის მი­სა­ღე­ბად და მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ ასა­ხავს უტყუ­არ რე­ა­ლო­ბას, თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლეს­თან მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლია. ამ ეტაპ­ზე კვლე­ვე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ზო­გა­დად, კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მდგრა­დო­ბი­თა და გამ­ძლე­ო­ბით არი­ან ცნო­ბი­ლე­ბი.

კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, კო­რო­ნა­ვირუ­სის სხვა სა­ხე­ო­ბე­ბი, Sars-ი და Mers-ი, რომ­ლე­ბიც 2002 და 2012 წლებ­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, მე­ტა­ლის, პლასტმა­სი­სა და მი­ნის ზე­და­პირ­ზე, თუ მათ დე­ზინ­ფექ­ცია არ ჩა­უ­ტარ­დე­ბათ, 9 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძლე­ბენ, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი, და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე 28 დღის გან­მავ­ლო­ბა­შიც კი შე­უძ­ლი­ათ გა­დარ­ჩე­ნა.

სხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მსგავ­სად, Covid-19 ვრცელ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის პი­რი­დან და ცხვი­რი­დან. ერთი დახ­ვე­ლე­ბის შე­დე­გად, შე­იძ­ლე­ბა 3000 წვე­თი წარ­მო­იქ­მნას და ეს ნა­წი­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდნენ ადა­მი­ა­ნის სა­მოს­ზე, ან გარ­შე­მო ზე­და­პი­რებ­ზე.

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ვირუ­სი დიდ­ხანს რჩე­ბა ფე­კა­ლურ მა­სა­ში, ამი­ტო­მაც ვინ­მე თუ ხე­ლებს არ იბანს სა­პირ­ფა­რე­შო­თი სარ­გებ­ლო­ბის შემ­დეგ და და­უ­ბა­ნე­ლი ხე­ლე­ბით ეხე­ბა საგ­ნებს და ნივ­თებს, ის საფრ­თხეს უქ­მნის სა­კუ­თარ თავ­საც და გარ­შე­მო მყო­ფებ­საც.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი ხაზს უს­ვა­მენ, რომ ხე­ლე­ბის და­ბა­ნა, მუდ­მი­ვი დე­ზინ­ფექ­ცია, ნივ­თე­ბის ჰი­გი­ე­ნა, საკ­ვან­ძო სა­კი­თხია კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ
6

აი წარმოუდგენელია რაა, გამოდის რომ მაგ ვირუსს ვერასოდეს მოვიშორებთ, ანუ 7 მილიარდიან მსოფლიოში 1 ადამიანს მაინც თუ ექნება ეგ ვირუსი გამოდის რომ ისევ ყველას გადასდებს და ასე ივლის წრეზე ეს ვირუსი :( ანუ ბოლო არ აქვს სანამ ვაქცინა არ იარსებებს? რაღაც ფანტასტიკის ჟანრს უფრო ჰგავს ვიდრე რეალობას, ეგრე ყველა ვირუსი საშიშია!

nk
3

სადღაც ისიც ეწერა 30-35 გრადუსზე კვდება ვირუსიო. ფიცი კი მწამს, მაგრამ... თუ ადამიანის სხეულის ტემპერატურა 36 გრადუსი ან ოდნავ მეტია, აქედან გამომდინარე ისედაც უნდა კვდებოდეს ვირუსი. თუმცა შეიძლება ამ შემთხვევაში კარგად ვერ ვერკვევი და ასე არაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსი მყარ ზედაპირზე? - რა შედეგები აჩვენა ექსპერიმენტებმა

რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსი მყარ ზედაპირზე? - რა შედეგები აჩვენა ექსპერიმენტებმა

ახალი ტიპის კორონავირუსს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 165 ქვეყანა ებრძვის. ჯერჯერობით, ვირუსი სრულად შესწავლილი არ არის და ამიტომაც, არ გვაქვს მკურნალობის ზუსტი მეთოდები, არ გვაქვს მედიკამენტები და ვაქცინა, რომელიც კორონავირუსს დაამარცხებს. თუმცა, მედიკოსები აქტიურად მუშაობენ Covid-19-ის გამოსაკვლევად და მას დეტალურად სწავლობენ.

იმისთვის, რომ ვირუსთან ბრძოლა ეფექტური იყოს, აუცილებელია ვიცოდეთ, რა პირობებში ძლებს ის, როგორ ზედაპირზე, რამდენ ხანს ცოცხლობს. ჩვენ ყოველ დღე ვეხებით კარებს, კიბის სახელურებს, მაგიდას, კომპიუტერს, სხვადასხვა ნივთებს თუ მყარ ზედაპირს და შესაძლოა, სწორედ ასეთი შეხება გახდეს ვირუსით დაინფიცირების წყარო.

ABCNEWS-ის ცნობით, მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა იმის დასადგენად, თუ რამდენ ხანს ძლებს Covid-19 ზედაპირზე.

კვლევის მიხედვით, კორონავირუსს პლასტმასისა და ზოგიერთი უჟანგავი ფოლადის ზედაპირზე შეუძლია სამი დღე გადარჩეს, ხოლო 24 საათი ძლებს მუყაოს ზედაპირზე, სპილენძის ზედაპირზე ოთხ საათამდე.

ამასთან, მკვლევარები ამბობენ, რომ ჩატარებული კვლევები არ არის საკმარისი ზუსტი სურათის მისაღებად და მოცემული ინფორმაცია არ ასახავს უტყუარ რეალობას, თუმცა სინამდვილესთან მიახლოვებულია. ამ ეტაპზე კვლევები აქტიურად მიმდინარეობს.

ზოგადად, კორონავირუსები განსაკუთრებული მდგრადობითა და გამძლეობით არიან ცნობილები.

კვლევების მიხედვით, კორონავირუსის სხვა სახეობები, Sars-ი და Mers-ი, რომლებიც 2002 და 2012 წლებში იყო გავრცელებული, მეტალის, პლასტმასისა და მინის ზედაპირზე, თუ მათ დეზინფექცია არ ჩაუტარდებათ, 9 დღის განმავლობაში ძლებენ, ზოგ შემთხვევაში კი, დაბალ ტემპერატურაზე 28 დღის განმავლობაშიც კი შეუძლიათ გადარჩენა.

სხვა რესპირატორული დაავადებების მსგავსად, Covid-19 ვრცელდება ინფიცირებულის პირიდან და ცხვირიდან. ერთი დახველების შედეგად, შეიძლება 3000 წვეთი წარმოიქმნას და ეს ნაწილები შეიძლება მოხვდნენ ადამიანის სამოსზე, ან გარშემო ზედაპირებზე.

არსებობს მოსაზრება, რომ ვირუსი დიდხანს რჩება ფეკალურ მასაში, ამიტომაც ვინმე თუ ხელებს არ იბანს საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ და დაუბანელი ხელებით ეხება საგნებს და ნივთებს, ის საფრთხეს უქმნის საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამედიცინო სფეროს ავტორიტეტები ხაზს უსვამენ, რომ ხელების დაბანა, მუდმივი დეზინფექცია, ნივთების ჰიგიენა, საკვანძო საკითხია კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

პრეპარატ "რემდოსოვირს" ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ - ამირან გამყრელიძე

უდაბნოს კალიის მიგრაცია საქართველოში არ დაფიქსირდება - სურსათის ეროვნული სააგენტო

"20 ადამიანი სხვადასხვა საავადმყოფოში დაკვირვებაზე იმყოფება" - ამირან გამყრელიძე უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე