პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას" - პრემიერი
"ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას" - პრემიერი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია ვა­რა­უ­დობს, რომ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, შე­საძ­ლოა, 26 აპ­რი­ლამ­დე სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სრუ­ლად აღ­დგე­ნა ვერ მო­ხერ­ხდეს.

რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა დღეს არ არის მზად, რომ ბავ­შვებს გა­ნათ­ლე­ბა დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში მის­ცეს.

„სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უკვე ორ კვი­რა­ზე მე­ტია გა­და­ი­დო. უნდა შევ­თან­ხმდეთ, რო­გორ ვა­ლა­გებთ პრი­ო­რი­ტე­ტებს. რა თქმა უნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბაა, პირ­ველ რიგ­ში ბავ­შვე­ბის. გარ­კვე­უ­ლი ვა­დე­ბი არ­სე­ბობს. ჩვენ თუ შევ­ძე­ლით ამ გა­მოწ­ვე­ვას შემ­ჭიდ­რო­ვე­ბულ ვა­დებ­ში ვუ­პა­სუ­ხოთ, რი­სიც მე­ეჭ­ვე­ბა- იმ ვა­დებ­ზე, რა ვა­დებ­ზეც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო სა­უბ­რობს.

მა­გა­ლი­თად, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით ამ­ბობს, რომ 26 აპ­რი­ლამ­დე სას­წავ­ლო პრო­ცე­სი თუ არ გა­ნახ­ლდა სკო­ლებ­ში, უკვე მთლი­ა­ნად წლის სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დგე­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ. იქ არის გარ­კვე­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს დღეს აქვს და­ვა­ლე­ბა იმის­თვის, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში წარ­მო­ად­გი­ნოს გეგ­მა. ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ 26 აპ­რი­ლამ­დე სრუ­ლად შევ­ძლებთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნას, თუმ­ცა ამის გარ­კვე­უ­ლი იმე­დი მა­ინც რჩე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ

მი­სი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა, ცალ­კე აღე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი არი­ან, თუმ­ცა არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ რე­გი­ო­ნებ­ში ბევ­რი ბავ­შვია, სა­დაც ინ­ტერ­ნეტ­ზე წვდო­მაც კი არ არის.

„ის, რომ დის­ტან­ცი­უ­რად გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა არ არის დღეს მზად, სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მის­ცეს ჩვენს ბავ­შვებს, ეს ფაქ­ტია და აქ თავი არ უნდა მო­ვი­ტყუ­ოთ. შე­იძ­ლე­ბა ცალ­კე აღე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ვიდ­რე სხვე­ბი, მაგ­რამ არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ რე­გი­ო­ნებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შვი გვყავს, სა­დაც ელე­მენ­ტა­რუ­ლად ინ­ტერ­ნეტ­ზე წვდო­მა არის პრობ­ლე­მა. ამი­ტომ, ადეკ­ვა­ტუ­რად უნდა შე­ვა­ფა­სოთ, სად ვართ და რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გვაქვს. 26 აპ­რი­ლამ­დე ჩვენ თუ შევ­ძე­ლით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნა, მა­შინ ერთი სცე­ნა­რი გვაქვს, და თუ ვერ შევ­ძე­ლით, ეს არის მე­ო­რე სცე­ნა­რი, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზვიადი
3

იქნებ ახლა მაინც გაიყვანონ ინტერნეტი ნავარძეთში

maka
3

ერთი ინფრომაცია მიაწოდეთ ხალხს, ეთერით სულ სხვა რაღაცას იძახით ინტერნეტში კი სულ სხვა ქვეყნდება. ზოგიერთს არ აქვს ინტერნეტი სახლში და რა ქნას მოსახლეობამ. ეს მარტო სოფლებს არ ეხება თბილისში არის გაჭირვებული ოჯახები რომლებიც ვერ იხდიან ინტერნეტის ფულს......ო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას" - პრემიერი

"ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვარაუდობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არსებული მდგომარეობის გამო, შესაძლოა, 26 აპრილამდე სასწავლო პროცესის სრულად აღდგენა ვერ მოხერხდეს.

როგორც მან განაცხადა, განათლების სისტემა დღეს არ არის მზად, რომ ბავშვებს განათლება დისტანციურ რეჟიმში მისცეს.

„სასწავლო პროცესი უკვე ორ კვირაზე მეტია გადაიდო. უნდა შევთანხმდეთ, როგორ ვალაგებთ პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლების პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაა, პირველ რიგში ბავშვების. გარკვეული ვადები არსებობს. ჩვენ თუ შევძელით ამ გამოწვევას შემჭიდროვებულ ვადებში ვუპასუხოთ, რისიც მეეჭვება- იმ ვადებზე, რა ვადებზეც განათლების სამინისტრო საუბრობს.

მაგალითად, განათლების სამინისტრო დღეის მონაცემებით ამბობს, რომ 26 აპრილამდე სასწავლო პროცესი თუ არ განახლდა სკოლებში, უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იქ არის გარკვეული სტანდარტები. განათლების სამინისტროს დღეს აქვს დავალება იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის გარკვეული იმედი მაინც რჩება“, - განაცხადა გახარიამ

მისივე თქმით, შესაძლოა, ცალკე აღებული სკოლები უფრო მომზადებული არიან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეგიონებში ბევრი ბავშვია, სადაც ინტერნეტზე წვდომაც კი არ არის.

„ის, რომ დისტანციურად განათლების სისტემა არ არის დღეს მზად, სრულფასოვანი განათლება მისცეს ჩვენს ბავშვებს, ეს ფაქტია და აქ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. შეიძლება ცალკე აღებული სკოლები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეგიონებში ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს, სადაც ელემენტარულად ინტერნეტზე წვდომა არის პრობლემა. ამიტომ, ადეკვატურად უნდა შევაფასოთ, სად ვართ და რისი შესაძლებლობები გვაქვს. 26 აპრილამდე ჩვენ თუ შევძელით საგანმანათლებლო პროცესის აღდგენა, მაშინ ერთი სცენარი გვაქვს, და თუ ვერ შევძელით, ეს არის მეორე სცენარი, რომელიც უახლოეს დღეებში განათლების სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს“, - განაცხადა გახარიამ.

LIVE: გადაცემა "სპორტალი" - ლერი ხაბელოვი, ლევან კორღალაძე

ზიარების წესი კანონიკური საკითხია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

The American Interest ქართულენოვანი გამოცემა - 2020 წლიდან ცნობილი ამერიკული ჟურნალი „ამერიკული ინტერესი“ ქართულ ენაზე გამოიცემა