Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც ინფექციის შემოტანის პირველწყაროზე ვეღარ გავალთ - ამირან გამყრელიძე
მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც ინფექციის შემოტანის პირველწყაროზე ვეღარ გავალთ - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლოა, მომ­დევ­ნო კვი­რებ­ში და­ფიქ­სირ­დეს ისე­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის პირ­ველ­წყა­რო ვერ დად­გინ­დეს.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო ამ ეტაპ­ზე კვლავ ვირუ­სის შე­კა­ვე­ბის ფა­ზა­შია.

„34 შემ­თხვე­ვაა ამ წუ­თის­თვის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ დღეს კი­დევ მრა­ვა­ლი სინ­ჯია კვლე­ვა­ში ლუ­გარ­ში და მთლი­ა­ნად იცით, რომ ოთხ ად­გილ­ზე ტარ­დე­ბა ტეს­ტი­რე­ბა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით: ბა­თუ­მი, ქუ­თა­ი­სი, თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო და ერთ-ერთი კერ­ძო ლა­ბო­რა­ტო­რია. ამი­ტომ, უფრო გა­ი­შა­ლა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად. ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბი გვი­ან ღა­მით ან დი­ლით იკ­რი­ბე­ბა ხოლ­მე. ჯერ ჩვენ არ ვი­ცით შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა თუ არა.

რაც შე­ე­ხე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნას გან­ცხა­დე­ბას, პა­ტა­რა კო­რექ­ტივს შე­ვი­ტან­დი, რომ ჩვენ ამ შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ, რო­მელ­ზეც ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა სა­უბ­რობს, ძა­ლი­ან ღრმა ეპიდკვლე­ვას ვა­წარ­მო­ებთ და­ახ­ლო­ებთ 20-დან 25-მდე კონ­ტაქ­ტზე. იმე­დი გვაქვს, რომ წყა­რო დად­გინ­დე­ბა, ანუ სა­ი­დან მოხ­და, ამ ადა­მი­ა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა.

ამი­ტომ ჯერ დარ­წმუ­ნე­ბით ვერ გე­ტყვით, რომ ჩვენ გვყავს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, სა­დაც ვერ გავ­დი­ვართ პირ­ველ­წყა­რო­ზე. მა­ინც იმე­დი მაქვს, რომ ისე ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ახლა, რად­გან ბევ­რი კონ­ტაქ­ტი ვლინ­დე­ბა, რად­გან კონ­ტაქ­ტე­ბის მთე­ლი ჯაჭ­ვია კვლე­ვა­ში. დღე­საც ზო­გი­ერ­თი კონ­ტაქ­ტი, ამ პა­ცი­ენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი აღე­ბუ­ლია და კვლე­ვა­შია. ამი­ტომ, ვფიქ­რობთ, რომ მა­ინც გა­ვალთ კონ­ტაქ­ტზე. თუ ვერ გა­ვე­დით, მა­შინ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ქვე­ყა­ნა­ში უკვე იქ­ნე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ კვი­რა­ში, მო­მა­ვალ კვი­რა­ში უკვე გვექ­ნე­ბა შემ­თხვე­ვე­ბი, სა­დაც უკვე არის დიდი ალ­ბა­თო­ბა, რომ ვე­ღარ გა­ვალთ პირ­ველ­წყა­რო­ზე ინ­ფექ­ცი­ის შე­მო­ტა­ნის, ან ად­გი­ლობ­რი­ვი და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­სა, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად ამ შემ­თხვე­ვა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, თუ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­თხე­უ­ლი ან მე­ხუ­თე­უ­ლი გა­და­ცე­მა მოხ­დე­ბა, ვირუ­სის უფრო ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბა და­ი­წყე­ბა.

„ეს ნიშ­ნავს იმას, რაც დღეს ბა­ტონ­მა პრე­მი­ერ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ ჩვენ ჯერ კი­დევ ვიმ­ყო­ფე­ბით ე.წ. შე­კა­ვე­ბის ფა­ზა­ში. 2,5 თვეა, რაც სა­ქარ­თვე­ლო ამ ინ­ფექ­ცი­ას ებ­რძვის და აქამ­დე გარ­კვე­უ­ლად შე­ვა­კა­ვეთ ვირუ­სი, რომ არ გა­და­ვე­დით შე­და­რე­ბით უფრო ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბის ფა­ზა­ში. გვაქვს 34 შემ­თხვე­ვა და ყვე­ლა შემ­თხვე­ვის წყა­რო ვი­ცით, სა­ი­დან შე­მო­ვი­და, ვის გა­და­ე­დო და ამ ჯაჭვს მივ­ყვე­ბით. რო­დე­საც გაჩ­ნდე­ბა ავად­მყო­ფი სად­მე, რო­მე­ლი­მე აბუ­ლა­ტო­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ან კლი­ნი­კა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რით, რო­მე­ლიც არ ყო­ფი­ლა არც ეს­პა­ნეთ­ში, არც საფ­რან­გეთ­ში, არ­სად ევ­რო­პა­ში და მას კო­რო­ნა­ვირუ­სი ინ­ფექ­ცია და­უდ­გინ­დე­ბა, ის ვერ გა­იხ­სე­ნებს და ვერ გვე­ტყვის, ვის­თან იყო კონ­ტაქ­ტში, რო­მე­ლი­მე სა­ეჭ­ვო პერ­სო­ნას­თან ამ თვალ­საზ­რი­სით, მა­შინ ვამ­ბობთ უკვე, რომ არის ე.წ. მე­ო­თხე­უ­ლი გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვა. ჩვენ უკვე გვაქვს მე­სა­მე­უ­ლი გა­და­ცე­მა, მე­ო­თხე­უ­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ფიქ­სირ­დე­ბა. როცა მე­ო­თხე­უ­ლი, მე­ხუ­თე­უ­ლი გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვე­ბი გვექ­ნე­ბა, მა­შინ ეს ეპი­დე­მია უფრო იშ­ლე­ბა და იწყე­ბა ე.წ. ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბა“, - გან­მარ­ტა გამ­ყრე­ლი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nnn
26

დროულად რომ არ ჩაკეტეს საზღვრები, იმის შედეგია ეს ყველაფერი. პირადად თქვენ ნამდვილად გმირი ბრძანდებით

გიო
17

რამე არის ცნობილი? რატომ ამბობს ამას?

ავტორი:

მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც ინფექციის შემოტანის პირველწყაროზე ვეღარ გავალთ - ამირან გამყრელიძე

მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც ინფექციის შემოტანის პირველწყაროზე ვეღარ გავალთ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, მომდევნო კვირებში დაფიქსირდეს ისეთი შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის პირველწყარო ვერ დადგინდეს.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, საქართველო ამ ეტაპზე კვლავ ვირუსის შეკავების ფაზაშია.

„34 შემთხვევაა ამ წუთისთვის დადასტურებული, მაგრამ დღეს კიდევ მრავალი სინჯია კვლევაში ლუგარში და მთლიანად იცით, რომ ოთხ ადგილზე ტარდება ტესტირება ქვეყნის მასშტაბით: ბათუმი, ქუთაისი, თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო და ერთ-ერთი კერძო ლაბორატორია. ამიტომ, უფრო გაიშალა გეოგრაფიულად. ჩვენი მონაცემები გვიან ღამით ან დილით იკრიბება ხოლმე. ჯერ ჩვენ არ ვიცით შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება თუ არა.

რაც შეეხება ქალბატონი მარინას განცხადებას, პატარა კორექტივს შევიტანდი, რომ ჩვენ ამ შემთხვევის შესახებ, რომელზეც ქალბატონი მარინა საუბრობს, ძალიან ღრმა ეპიდკვლევას ვაწარმოებთ დაახლოებთ 20-დან 25-მდე კონტაქტზე. იმედი გვაქვს, რომ წყარო დადგინდება, ანუ საიდან მოხდა, ამ ადამიანის დაინფიცირება.

ამიტომ ჯერ დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს ინფიცირებული ადამიანი, სადაც ვერ გავდივართ პირველწყაროზე. მაინც იმედი მაქვს, რომ ისე ინტენსიურად ვმუშაობთ ახლა, რადგან ბევრი კონტაქტი ვლინდება, რადგან კონტაქტების მთელი ჯაჭვია კვლევაში. დღესაც ზოგიერთი კონტაქტი, ამ პაციენტთან დაკავშირებული ნიმუშები აღებულია და კვლევაშია. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ მაინც გავალთ კონტაქტზე. თუ ვერ გავედით, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი შემთხვევები ქვეყანაში უკვე იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ კვირაში, მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც უკვე არის დიდი ალბათობა, რომ ვეღარ გავალთ პირველწყაროზე ინფექციის შემოტანის, ან ადგილობრივი დაინფიცირებისა, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, თუ ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხეული ან მეხუთეული გადაცემა მოხდება, ვირუსის უფრო ფართო გავრცელება დაიწყება.

„ეს ნიშნავს იმას, რაც დღეს ბატონმა პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით ე.წ. შეკავების ფაზაში. 2,5 თვეა, რაც საქართველო ამ ინფექციას ებრძვის და აქამდე გარკვეულად შევაკავეთ ვირუსი, რომ არ გადავედით შედარებით უფრო ფართო გავრცელების ფაზაში. გვაქვს 34 შემთხვევა და ყველა შემთხვევის წყარო ვიცით, საიდან შემოვიდა, ვის გადაედო და ამ ჯაჭვს მივყვებით. როდესაც გაჩნდება ავადმყოფი სადმე, რომელიმე აბულატორიულ დაწესებულებაში ან კლინიკაში ტემპერატურით, რომელიც არ ყოფილა არც ესპანეთში, არც საფრანგეთში, არსად ევროპაში და მას კორონავირუსი ინფექცია დაუდგინდება, ის ვერ გაიხსენებს და ვერ გვეტყვის, ვისთან იყო კონტაქტში, რომელიმე საეჭვო პერსონასთან ამ თვალსაზრისით, მაშინ ვამბობთ უკვე, რომ არის ე.წ. მეოთხეული გადაცემის შემთხვევა. ჩვენ უკვე გვაქვს მესამეული გადაცემა, მეოთხეული ჯერჯერობით არ ფიქსირდება. როცა მეოთხეული, მეხუთეული გადაცემის შემთხვევები გვექნება, მაშინ ეს ეპიდემია უფრო იშლება და იწყება ე.წ. ფართო გავრცელება“, - განმარტა გამყრელიძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"