პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიზაინერმა ნინა ზარქუამ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, ბიუჯეტს 10 ათასი დოლარი შესწირა
დიზაინერმა ნინა ზარქუამ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, ბიუჯეტს 10 ათასი დოლარი შესწირა

ქარ­თველ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა და ბრენდ Nina Zarqua collection-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ნინა ზარ­ქუ­ამ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს 10 ათა­სი დო­ლა­რი შეს­წი­რა.

დი­ზი­ა­ნე­რის თქმით კო­რო­ნა­ვირუს­მა კერ­ძო ბიზ­ნეს­საც შე­უქ­მნა პრობ­ლე­მე­ბი. პი­რა­დად მას მომ­ხმა­რებ­ლი­სა და მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მიზ­ნით მა­ღა­ზი­ის და­ხურ­ვაც მო­უხ­და. თუმ­ცა ზარ­ქუა ფიქ­რობს, რომ ახლა ქვე­ყა­ნა­ში და ზო­გა­დად მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, ნე­ბის­მი­ე­რი პირი სა­კუ­თარ პი­რად ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა უნდა დად­გეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ფე­ნის და­სახ­მა­რებ­ლად უნდა გა­ერ­თი­ან­დეს, რო­მე­ლიც ვირუს­მა ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ა­ზა­რა­ლა.

დი­ზი­ა­ნი­ე­რი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ხელ­მწი­ფოს კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე გა­უ­წო­დოს დახ­მა­რე­ბის ხელი.

"Nina Zarqua collection“ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ანა­ლო­გი­უ­რი აქ­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებს მო­დის ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­მელ­თაც აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მცი­რე­დით მა­ინც და­ეხ­მა­რონ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ფე­ნას.

აქვე გე­ტყვით, რომ ეს დი­ზი­ა­ნე­რის პირ­ვე­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია არ არის, ის და­ბა­დე­ბის დღე­ებს კა­თარ­ზის­ში ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­თან ერ­თად იხ­დის და დღე­სას­წა­ულს სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე მო­ხუ­ცებს უწყობს.

ყო­ფი­ლი მო­დე­ლი ნინა ზარ­ქუა აქ­სე­სუ­ა­რე­ბის, ფეხ­საც­მე­ლე­ბის, ჩან­თე­ბი­სა და სამ­კა­უ­ლის ხაზ­ზე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში იყი­დე­ბა. ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის სა­ხე­ლი დიდი ხა­ნია გას­ცდა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს. 2019 წელს, მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე Coachella Valley Music and Arts-ზე ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ტოპ-მო­დე­ლი კენ­დალ ჯე­ნე­რი, სწო­რედ ზარ­ქუ­ას შექ­მნი­ლი ბრჭყვი­ა­ლა ფეხ­საც­მლით წარ­სდგა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
1

არაჩვეულებრივი ჟესტია,ყველამ უნდა მივბაძოთ შესაძლებლობის ფარგლებში!

დათო
0

ამან შესწირა და დიდი კომპანიები, რაც მთავარია მილიარდიანი ბრუნვებით სათამაშო ბიზნესი, თანხის ამოღებაზე არიან ორიენტირებული ამ სიტუაციაშიც,როგორც ყოველთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

დიზაინერმა ნინა ზარქუამ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, ბიუჯეტს 10 ათასი დოლარი შესწირა

დიზაინერმა ნინა ზარქუამ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, ბიუჯეტს 10 ათასი დოლარი შესწირა

ქართველმა დიზაინერმა და ბრენდ Nina Zarqua collection-ის დამფუძნებელმა ნინა ზარქუამ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გათვალისწინებით სახელმწიფო ბიუჯეტს 10 ათასი დოლარი შესწირა.

დიზიანერის თქმით კორონავირუსმა კერძო ბიზნესსაც შეუქმნა პრობლემები. პირადად მას მომხმარებლისა და მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მაღაზიის დახურვაც მოუხდა. თუმცა ზარქუა ფიქრობს, რომ ახლა ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, ნებისმიერი პირი საკუთარ პირად ინტერესებზე მაღლა უნდა დადგეს და საზოგადოების იმ ფენის დასახმარებლად უნდა გაერთიანდეს, რომელიც ვირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა.

დიზიანიერი არ გამორიცხავს, რომ მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე სახელმწიფოს კიდევ რამდენჯერმე გაუწოდოს დახმარების ხელი.

"Nina Zarqua collection“ის დამფუძნებელი ანალოგიური აქციისკენ მოუწოდებს მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა მცირედით მაინც დაეხმარონ სოციალურად დაუცველ ფენას.

აქვე გეტყვით, რომ ეს დიზიანერის პირველი საქველმოქმედო აქცია არ არის, ის დაბადების დღეებს კათარზისში ბენეფიციარებთან ერთად იხდის და დღესასწაულს საკუთარ დაბადების დღეზე მოხუცებს უწყობს.

ყოფილი მოდელი ნინა ზარქუა აქსესუარების, ფეხსაცმელების, ჩანთებისა და სამკაულის ხაზზე მუშაობს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება. ქართველი დიზაინერის სახელი დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს. 2019 წელს, მუსიკალურ ფესტივალზე Coachella Valley Music and Arts-ზე ცნობილი ამერიკელი ტოპ-მოდელი კენდალ ჯენერი, სწორედ ზარქუას შექმნილი ბრჭყვიალა ფეხსაცმლით წარსდგა.

როგორ ირთობენ თავს სახლში გამოკეტილი ცნობილები - "2 კვირაა არსად გავსულვარ... გვენატრება მეგობრები, მშობლები, ქუჩებში სეირნობა"

10 წლის თურქი მსახიობი გოგონა, რომელსაც საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს - "დედამ სამსახური მიატოვა და თავი მას მიუძღვნა"

კანის ფესტივალი კოროვირუსის პანდემიის გამო გადაიდო