საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეცპროექტი COVID-19 - ყველაფერი კორონავირუსის შესახებ "პალიტრანიუსის" ეთერში
სპეცპროექტი COVID-19 - ყველაფერი კორონავირუსის შესახებ "პალიტრანიუსის" ეთერში

16 მარ­ტი­დან, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში ახა­ლი გა­და­ცე­მა - "სპე­ცპ­რო­ექ­ტი COVID-19" გავა, რო­მე­ლიც ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ თე­მას, კო­რო­ნა­ვირუს­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს ეძღვნე­ბა.

გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ წამ­ყვა­ნი თამ­თა ასა­თი­ა­ნი გვე­სა­უბ­რე­ბა:

"სპე­ცპ­რო­ექ­ტში გა­შუქ­დე­ბა პრობ­ლე­მა, რო­მელ­მაც მთე­ლი მსოფ­ლიო მო­იც­ვა, კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე ბევ­რი რამ არის ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა კი­დევ უამ­რა­ვი ახა­ლი კი­თხვა იბა­დე­ბა. ჩვენ კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ებს მი­ვაწ­ვდით და რაც მთა­ვა­რია, გა­ვაც­ნობთ სხვა­დას­ხვა პრაქ­ტი­კულ რჩე­ვას.

გა­და­ცე­მის იდეა არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მას შემ­დეგ გა­უჩ­ნდა, რაც ეს პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლო­შიც აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს წილ პა­სუ­ხის­მგე­ლო­ბას მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე და მზად ვართ მათ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას შე­ვუ­წყოთ ხელი.

სპე­ცპ­რო­ექ­ტი ეთერ­ში გავა ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს, 19:45 სა­ათ­ზე, გა­და­ცე­მა იქ­ნე­ბა იქამ­დე, სა­ნამ კო­რო­ნა­ვირუ­სი მძლავ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ო­ში.

- გან­სხვა­ვე­ბულს რას შეს­თა­ვა­ზებთ მა­ყუ­რე­ბელს?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა არ­ხის ყუ­რა­დღე­ბა ახლა აქე­თაა მი­მარ­თუ­ლი, ჩვენ მათ კი­დევ უფრო გან­სხვა­ვე­ბულ ფორ­მატს ვთა­ვა­ზობთ, რჩე­ვებს, რე­კო­მენ­და­ცი­ებს კომ­პე­ტენ­ტუ­რი პი­რე­ბის­გან, გა­ვაც­ნობთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც კა­რან­ტინ­ში ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან, გვექ­ნე­ბა ჩარ­თვე­ბი ისე­თი ქვეყ­ნე­ბი­დან რო­გო­რი­ცაა იტა­ლია, ჩი­ნე­თი და კი­დევ უფრო მეტ სი­ახ­ლებს შე­ვი­ტყობთ.

- რამ­დენ ხანს იქ­ნე­ბა გა­და­ცე­მა ეთერ­ში?

- მე რო­გორც წამ­ყვა­ნი, იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ ძა­ლი­ან მალე და­ა­მარ­ცხებს მსოფ­ლიო ამ ვირუსს და არც ამ გა­და­ცე­მის არ­სე­ბო­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო დიდ­ხანს, თუმ­ცა მა­ნამ­დე, ეთერ­ში ვართ ყო­ველ დღე შა­ბათ-კვი­რის გარ­და, 19:45 წუთ­ზე.

ვფიქ­რობ, ეს თემა ერ­თნა­ი­რად აინ­ტე­რე­სებს ყვე­ლა სქე­სი­სა და პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, ამი­ტომ გა­და­ცე­მის მა­ყუ­რე­ბე­ლიც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იქ­ნე­ბა და ჩვენ მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებთ, რომ ისი­ნი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ. სი­ახ­ლე­ე­ბი, სტა­ტის­ტი­კა, ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლე­ბი, სტუმ­რე­ბი.

მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ჩვენ ვე­მორ­ჩი­ლე­ბით კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს და სა­წყის ეტაპ­ზე გა­და­ცე­მის სტუმ­რე­ბი პრი­და­პირ ეთერ­ში გვე­ყო­ლე­ბი­ან მხო­ლოდ ჩარ­თვით, დის­ტან­ცი­უ­რად.

"პა­ლიტ­რა­ნი­უსს" აქვს ბევ­რი კარ­გი წა­მო­წყე­ბა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის სურ­ვილ­სა და ინ­ტე­რე­სებ­ზეა გათ­ვლი­ლი. ახ­ლაც სა­ჭი­როდ მი­ვიჩ­ნი­ეთ რომ სწო­რედ ასე­თი პრო­ექ­ტია სა­ჭი­რო, რათა და­ცხრეს ემო­ცია, გაქ­რეს პა­ნი­კა და ამაღ­ლდეს მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი თვით­შეგ­ნე­ბა, ამ საქ­მე­ში კი ყვე­ლამ ჩვე­ნი წვლი­ლი უნდა შე­ვი­ტა­ნოთ. მეც ისე­ვე მა­ღელ­ვებს ეს თემა, რო­გორც სხვებს, მყავს პა­ტა­რა შვი­ლი და ვცდი­ლობ და­ვიც­ვა ყვე­ლა მი­თი­თე­ბა და რე­კო­მენ­და­ცია. ვფიქ­რობ, თუ ყვე­ლა გა­ვაც­ნო­ბი­ე­რებთ საფრ­თხეს და გა­მო­ვი­ჩენთ პა­სუ­ხის­მგბე­ლო­ბას, ამ გა­მოწ­ვე­ვას ად­ვი­ლად დავძლევთ.

- რას ვე­ლო­დოთ პირ­ველ გა­და­ცე­მა­ში?

- დღეს სტუმ­რად გვე­ყო­ლე­ბა ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, რო­მე­ლიც ჩაგ­ვერ­თვე­ბა ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­დო­დან და დე­ტა­ლუ­რად გვე­ტყვის რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან ახლა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი, რამ­დე­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და და რამ­დე­ნის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვე­ლით უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, ასე­ვე თვალს გა­და­ვავ­ლებთ მსოფ­ლი­ოს და ჩაგ­ვერ­თვე­ბა ცნო­ბი­ლი ქალი, რო­მელ­მაც მა­ღა­ლი თვით­შეგ­ნე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და ახლა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ასე რომ, სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­ცე­მა გვე­ლო­დე­ბა და თქვენც დაგ­ვე­ლო­დეთ.

ავტორი:

სპეცპროექტი COVID-19 - ყველაფერი კორონავირუსის შესახებ "პალიტრანიუსის" ეთერში

სპეცპროექტი COVID-19 - ყველაფერი კორონავირუსის შესახებ "პალიტრანიუსის" ეთერში

16 მარტიდან, "პალიტრანიუსის" ეთერში ახალი გადაცემა - "სპეცპროექტი COVID-19" გავა, რომელიც ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ თემას, კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს ეძღვნება.

გადაცემის შესახებ წამყვანი თამთა ასათიანი გვესაუბრება:

"სპეცპროექტში გაშუქდება პრობლემა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, კორონავირუსის შესახებ საზოგადოებისთვის უკვე ბევრი რამ არის ცნობილი, თუმცა კიდევ უამრავი ახალი კითხვა იბადება. ჩვენ კიდევ უფრო საინტერესო ინფორმაციებს მივაწვდით და რაც მთავარია, გავაცნობთ სხვადასხვა პრაქტიკულ რჩევას.

გადაცემის იდეა არხის ხელმძღვანელობას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ეს პრობლემა საქართველოშიც აქტუალური გახდა. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს წილ პასუხისმგელობას მაყურებლის წინაშე და მზად ვართ მათ ინფორმირებულობას შევუწყოთ ხელი.

სპეცპროექტი ეთერში გავა ყოველ სამუშაო დღეს, 19:45 საათზე, გადაცემა იქნება იქამდე, სანამ კორონავირუსი მძლავრობს საქართველოსა და მსოფლიოში.

- განსხვავებულს რას შესთავაზებთ მაყურებელს?

- მიუხედავად იმისა, რომ ყველა არხის ყურადღება ახლა აქეთაა მიმართული, ჩვენ მათ კიდევ უფრო განსხვავებულ ფორმატს ვთავაზობთ, რჩევებს, რეკომენდაციებს კომპეტენტური პირებისგან, გავაცნობთ ადამიანებს, რომლებიც კარანტინში ან თვითიზოლაციაში არიან, გვექნება ჩართვები ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა იტალია, ჩინეთი და კიდევ უფრო მეტ სიახლებს შევიტყობთ.

- რამდენ ხანს იქნება გადაცემა ეთერში?

- მე როგორც წამყვანი, იმედს გამოვთქვამ, რომ ძალიან მალე დაამარცხებს მსოფლიო ამ ვირუსს და არც ამ გადაცემის არსებობა იქნება საჭირო დიდხანს, თუმცა მანამდე, ეთერში ვართ ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, 19:45 წუთზე.

ვფიქრობ, ეს თემა ერთნაირად აინტერესებს ყველა სქესისა და პროფესიის წარმომადგენელს, ამიტომ გადაცემის მაყურებელიც მრავალფეროვანი იქნება და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ისინი ინფორმირებული იყვნენ. სიახლეები, სტატისტიკა, ფოტო და ვიდეო მასალები, სტუმრები.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვემორჩილებით კომპეტენტური ადამიანების რეკომენდაციებს და საწყის ეტაპზე გადაცემის სტუმრები პრიდაპირ ეთერში გვეყოლებიან მხოლოდ ჩართვით, დისტანციურად.

"პალიტრანიუსს" აქვს ბევრი კარგი წამოწყება, რომელიც საზოგადოების სურვილსა და ინტერესებზეა გათვლილი. ახლაც საჭიროდ მივიჩნიეთ რომ სწორედ ასეთი პროექტია საჭირო, რათა დაცხრეს ემოცია, გაქრეს პანიკა და ამაღლდეს მოქალაქეობრივი თვითშეგნება, ამ საქმეში კი ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. მეც ისევე მაღელვებს ეს თემა, როგორც სხვებს, მყავს პატარა შვილი და ვცდილობ დავიცვა ყველა მითითება და რეკომენდაცია. ვფიქრობ, თუ ყველა გავაცნობიერებთ საფრთხეს და გამოვიჩენთ პასუხისმგბელობას, ამ გამოწვევას ადვილად დავძლევთ.

- რას ველოდოთ პირველ გადაცემაში?

- დღეს სტუმრად გვეყოლება ექიმი-ინფექციონისტი, რომელიც ჩაგვერთვება ინფექციური საავადმყოდოდან და დეტალურად გვეტყვის რა მდგომარეობაში არიან ახლა ინფიცირებულები, რამდენი გამოჯანმრთელდა და რამდენის გამოჯანმრთელებას ველით უახლოეს დღეებში, ასევე თვალს გადავავლებთ მსოფლიოს და ჩაგვერთვება ცნობილი ქალი, რომელმაც მაღალი თვითშეგნება გამოიჩინა და ახლა თვითიზოლაციაში იმყოფება.

ასე რომ, საინტერესო გადაცემა გველოდება და თქვენც დაგველოდეთ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"