Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განათლების სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციებით მიმართავს
განათლების სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციებით მიმართავს

არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-შე­მეც­ნე­ბი­თი რე­სურ­სე­ბის მი­წო­დე­ბის მიზ­ნით, ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ეძ­ლე­ვათ რე­კო­მენ­და­ცია, უზ­რუნ­ველ­ყონ სას­კო­ლო თე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი დის­ტან­ცი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის არ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა ასე­ვე უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ მშობ­ლებ­თან სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხე­ბის გა­მარ­თვა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-შე­მეც­ნე­ბი­თი რე­სურ­სე­ბის მი­წო­დე­ბი­სა და არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში მოს­წავ­ლე­თა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სწავ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით.

„სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შე­ი­მუ­შა­ვა. ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით სკო­ლებ­მა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და­გეგ­მონ იმგვა­რად, რომ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მიზ­ნე­ბი სრუ­ლად იყოს მიღ­წე­უ­ლი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით თი­თო­ე­ულ­მა სკო­ლამ:

  • მას­წავ­ლე­ბელ­მა/დამ­რი­გე­ბელ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ელექტრო­ნულ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­სა და ინ­ტერ­ნეტ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა. ასე­ვე, თი­თო­ე­ულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლის ოჯა­ხის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­ტექ­სტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოს­წავ­ლეს შე­ურ­ჩი­ოს კლას­გა­რე­შე სა­კი­თხა­ვი მა­სა­ლა, ასე­თის არ არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნოს სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა. ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შერ­ჩე­უ­ლი მა­სა­ლა სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მოს­წავ­ლეს მი­ა­წო­დოს ისე­თი გზით, რო­მე­ლიც შე­თან­ხმე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მშო­ბელ­თან.
  • აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მას­წავ­ლებ­ლებ­მა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის მო­ამ­ზა­დონ შე­სა­ბა­მი­სი მა­სა­ლე­ბი რო­გორც საგ­ნობ­რივ ჭრილ­ში, ასე­ვე გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, მა­გა­ლი­თად: სა­კი­თხა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რა; შე­მეც­ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი; კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბი; ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მე­ბი/ელ. მა­სა­ლე­ბი (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში); თე­მა­ტუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი და სხვა.
  • სკო­ლის ად­გი­ლობ­რი­ვი კონ­ტექ­სტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ი­მარ­თოს სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლე­ბი კლა­სე­ბის დამ­რი­გებ­ლებს, ცალ­კე­ულ მას­წავ­ლებ­ლებ­სა და კა­თედ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს შო­რის. მას­წავ­ლებ­ლებ­მა აა­წყონ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სხვა­დას­ხვა ფორ­მა მოს­წავ­ლე­ებ­თან.
  • ამ პრო­ცეს­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას Microsoft office 365-ის პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის. ამ მიზ­ნით სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უნდა შე­ვი­დეს ვებგ­ვერ­დზე https://email.mes.gov.ge/ და გა­ეც­ნოს ინ­სტრუქ­ცი­ებს.
  • მშობ­ლე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­წო­დე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ფორ­მა, მა­გა­ლი­თად: სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი; ვი­დე­ო­ზა­რე­ბი; სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია; ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტა და სხვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პე­რი­ო­დუ­ლად გა­ნახ­ლდე­ბა უფა­სო რე­სურ­სე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პორ­ტალ­ზე el.ge. ამას­თა­ნა­ვე გა­ზი­არ­დე­ბა ყვე­ლა ის ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, რომ­ლე­ბიც ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის. სკო­ლე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მი­ნის­ტრო მზა­დაა გა­ნი­ხი­ლოს შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი ან უკვე არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კის სხვა სკო­ლებ­თან გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით. ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ეტა­პობ­რი­ვად მი­ე­წო­დე­ბათ ყვე­ლა ის სი­ახ­ლე, რომ­ლებ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად შე­ი­მუ­შა­ვებს სა­მი­ნის­ტროს გუნ­დი”, - ნათ­ქვა­მია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცლე­ე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

განათლების სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციებით მიმართავს

განათლების სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციებით მიმართავს

არდადეგების პერიოდში მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია, უზრუნველყონ სასკოლო თემის შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხების გამოყენება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ასევე უნდა უზრუნველყონ მშობლებთან საკომუნიკაციო არხების გამართვა მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდებისა და არდადეგების პერიოდში მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით სკოლებმა განახლებული სასწავლო პროცესი დაგეგმონ იმგვარად, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული.

მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების გათვალისწინებით თითოეულმა სკოლამ:

  • მასწავლებელმა/დამრიგებელმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინდივიდუალური მდგომარეობა, ელექტრონულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. ასევე, თითოეულმა მასწავლებელმა მოსწავლის ოჯახის ინდივიდუალური კონტექსტიდან გამომდინარე მოსწავლეს შეურჩიოს კლასგარეშე საკითხავი მასალა, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში გამოიყენოს სკოლის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში შერჩეული მასალა სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს მიაწოდოს ისეთი გზით, რომელიც შეთანხმებული იქნება მშობელთან.
  • აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად რეკომენდებულია მასწავლებლებმა, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის მოამზადონ შესაბამისი მასალები როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციების გასავითარებლად, მაგალითად: საკითხავი ლიტერატურა; შემეცნებითი აქტივობები; კვლევითი პროექტები; ონლაინ პლატფორმები/ელ. მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თემატური დავალებები და სხვა.
  • სკოლის ადგილობრივი კონტექსტიდან გამომდინარე, გაიმართოს საკომუნიკაციო ქსელები კლასების დამრიგებლებს, ცალკეულ მასწავლებლებსა და კათედრების ხელმძღვანელებს შორის. მასწავლებლებმა ააწყონ კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა მოსწავლეებთან.
  • ამ პროცესში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Microsoft office 365-ის პროდუქტები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა საჯარო სკოლის წარმომადგენლისთვის. ამ მიზნით სკოლის წარმომადგენელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://email.mes.gov.ge/ და გაეცნოს ინსტრუქციებს.
  • მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებისთვის გამოიყენონ ყველა არსებული საკომუნიკაციო ფორმა, მაგალითად: სოციალური ქსელი; ვიდეოზარები; სატელეფონო კომუნიკაცია; ელექტრონული ფოსტა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ პერიოდულად განახლდება უფასო რესურსების ჩამონათვალი საგანმანათლებლო პორტალზე el.ge. ამასთანავე გაზიარდება ყველა ის ინიცირებული პროექტი, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. სკოლების სურვილის შემთხვევაში, სამინისტრო მზადაა განიხილოს შემოთავაზებები ან უკვე არსებული გამოცდილება, ინდივიდუალური პრაქტიკის სხვა სკოლებთან გაზიარების მიზნით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეტაპობრივად მიეწოდებათ ყველა ის სიახლე, რომლებსაც ყოველდღიურად შეიმუშავებს სამინისტროს გუნდი”, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცლეებულ ინფორმაციაში.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"