მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცის მიზეზით გამოწვეული უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც საქართველოშია ხელმისაწვდომი
მამაკაცის მიზეზით გამოწვეული უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც საქართველოშია ხელმისაწვდომი

ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ მე-6 წყვილს შვი­ლოს­ნო­ბის პრობ­ლე­მა აქვს. იყო დრო, რო­დე­საც უშ­ვი­ლო­ბის დი­აგ­ნო­ზი ასო­ცირ­დე­ბო­და მხო­ლოდ ქა­ლის პრობ­ლე­მას­თან, თუმ­ცა დღეს იგი­ვეს ვერ ვი­ტყვით. მა­მა­კა­ცის ფაქ­ტო­რით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი უშ­ვი­ლო­ბა პრო­ცენ­ტუ­ლად გა­უ­ტოლ­და ქა­ლის ფაქ­ტო­რით გან­პი­რო­ბე­ბულ უშ­ვი­ლო­ბას და შე­ად­გი­ნა 35 %. აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი­ვე მათ­გა­ნის ერ­თდრო­უ­ლი პრობ­ლე­მა გვხვდე­ბა 20 %-ში, ხოლო დარ­ჩე­ნილ 10% ში - საქ­მე გვაქვს უც­ნო­ბი წარ­მო­მავ­ლო­ბის უშ­ვი­ლო­ბას­თან.

რო­გორც რეპ­რო­დუქ­ცი­ის სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ცენ­ტრის IVF Georgia-ს გი­ნე­კო­ლოგ-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი ნანა კვერ­ნა­ძე გან­მარ­ტავს, მა­მა­კაც­თა უნა­ყო­ფო­ბის სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი არ­სე­ბობს.

“მა­მა­კა­ცის უშ­ვი­ლო­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი იყო­ფა რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფად, ესე­ნია:

სა­მე­დი­ცი­ნო მი­ზე­ზე­ბი: ვა­რი­კო­ცე­ლე, ინ­ფექ­ცი­ე­ბი, ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ან­ტის­პერ­მუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, მი­ლე­ბის დე­ფექ­ტე­ბი, ქრო­მო­სო­მუ­ლი დე­ფექ­ტე­ბი (რაც ძი­რი­თა­დად მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ხა­სი­ა­თი­საა), ასე­ვე სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის პრობ­ლე­მა.

გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი: სამ­რეწ­ვე­ლო ქი­მი­კა­ტე­ბი, ტოქ­სი­ნე­ბი, მძი­მე მე­ტა­ლე­ბი, ტყვია, რა­დი­ა­ცია, დას­ხი­ვე­ბა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და გა­და­ხუ­რე­ბა.

ცხოვ­რე­ბის წესი და სხვა მი­ზე­ზე­ბი: ალ­კოჰო­ლი, თამ­ბა­ქო, ემო­ცი­უ­რი სტრე­სი, დეპ­რე­სია, ჭარ­ბი წონა, ხან­გრძლი­ვად ყოფ­ნა მჯდო­მა­რე პო­ზი­ცი­ა­ში, მჭიდ­რო საც­ვლე­ბი, ლეფ­ტოფ­თან ხან­გრძლი­ვი მუ­შა­ო­ბა ისეთ პო­ზი­ცი­ა­ში, თუ ის იწ­ვევს სა­თეს­ლე ჯირ­კვლე­ბის გა­და­ხუ­რე­ბას.

თი­თო­ე­უ­ლი ეს სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ერთი შე­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­გეჩ­ვე­ნოთ, რე­ა­ლუ­რად გავ­ლე­ნას ახ­დენს მა­მა­კა­ცის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ზე,“ - გან­მარ­ტავს ნანა კვერ­ნა­ძე.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, თუ ერ­თწ­ლი­ა­ნი რე­გუ­ლა­რუ­ლი სქე­სობ­რი­ვი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ წყვილ­მა ვერ მი­ი­ღო ორ­სუ­ლო­ბა, უნდა მი­მარ­თონ რეპ­რო­დუქ­ტო­ლოგს, რა დრო­საც მოხ­დე­ბა რო­გორც ქა­ლის, ისე მა­მა­კა­ცის გა­მოკ­ვლე­ვა და მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა.

„ჩვენ­თან მო­სულ თი­თო­ე­ულ წყვილს ვიკ­ვლევთ დე­ტა­ლუ­რად. მა­მა­კა­ცის შემ­თხვე­ვა­ში სპერ­მის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა სპერ­მა­ში ცო­ცხა­ლი სპერ­მა­ტო­ზო­ი­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის, მოძ­რა­ო­ბის, სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის, მორ­ფო­ლო­გი­ის შე­ფა­სე­ბა. რო­გორც წესი, მა­მა­კა­ცებ­ში უნა­ყო­ფო­ბა ხში­რად გა­მოწ­ვე­უ­ლია სპერ­მა­ში სპერ­მა­ტო­ზო­ი­დე­ბის და­ბა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით ან არარ­სე­ბო­ბით - აზო­ოს­პერ­მი­ით. მი­ზე­ზის დად­გე­ნის შემ­დეგ უკვე ვწყვეტთ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად თი­თო­ე­უ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვი­სათ­ვის თუ რო­მე­ლი დამ­ხმა­რე რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გია იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი ,“ - გან­მარ­ტავს IVF Georgia-ს ემ­ბრი­ო­ლო­გი თა­მა­რი დვა­ლი.

არ­სე­ბობს ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის 2 მე­თო­დი: სტან­დარ­ტუ­ლი ინ ვიტ­რო ინ­სე­მი­ნა­ცია და სპერ­მის ინ­ტრა­ცი­ტოპ­ლაზ­მუ­რი ინექ­ცია (ICSI). ინ ვიტ­რო ინ­სე­მი­ნა­ცია გუ­ლის­ხმობს წი­ნას­წარ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დის და სპერ­მის ერთ სინ­ჯა­რა­ში მო­თავ­სე­ბას, სა­დაც სპერ­მა­ტო­ზო­ი­დი თა­ვად ანა­ყო­ფი­ე­რებს კვერ­ცხუ­ჯრედს, ხოლო ICSI წარ­მო­ად­გენს მიკ­რო­მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას, რომ­ლის დრო­საც, ემ­ბრი­ო­ლოგს მიკ­როს­კო­პის ქვეშ, მიკ­რო­პი­პე­ტით თა­ვად შეჰ­ყავს მის მიერ არ­ჩე­უ­ლი სა­უ­კე­თე­სო პა­რა­მეტ­რის მქო­ნე სპერ­მა­ტო­ზო­ი­დი კვერ­ცხუ­ჯრედ­ში. ICSI-ის მე­თოდს დიდი უპი­რა­ტე­სო­ბა გა­აჩ­ნია მა­მა­კაც­თა ფაქ­ტო­რით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი უშ­ვი­ლო­ბის მკურ­ნა­ლო­ბის დროს.

თა­მა­რი დვა­ლის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი ეფექ­ტუ­რია, რო­დე­საც სპერ­მა შე­ი­ცავს სპერ­მა­ტო­ზო­ი­დებს, თუმ­ცა არ­სე­ბობს აზო­ოს­პერ­მი­ის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სპერ­მა არ შე­ი­ცავს სპერ­მა­ტო­ზო­ი­დებს. ამ დროს სპერ­მას ვი­ღებთ სა­თეს­ლე ჯირ­კვლი­დან ას­პი­რა­ცი­ის ან სა­თეს­ლე და­ნა­მა­ტე­ბი­დან მიკ­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის გზით (TESA Testicular sperm aspiration). ემ­ბრი­ო­ლო­გის მიერ მი­ღე­ბულ მა­სა­ლა­ში ხდე­ბა მოძ­რა­ვი სპერ­მა­ტო­ზო­ი­დე­ბის მო­ძი­ე­ბა და აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ატა­რებს ICSI-ის პრო­ცე­დუ­რას.

„ჩვე­ნი კლი­ნი­კის სტა­ტის­ტი­კა­ზე დაყ­რდნო­ბით შეგ­ვიძ­ლია თა­მა­მად ვთქვათ, რომ აზო­ოს­პერ­მი­ის უმე­ტეს შემ­თხვე­ვებ­ში აქ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­კუ­ლა­რუ­ლი სპერ­მის ას­პი­რა­ცი­ის (TESA) პრო­ცე­დუ­რა წარ­მა­ტე­ბუ­ლია, ვი­ნა­ი­დან უმე­ტეს­წი­ნად ვპო­უ­ლობთ მოძ­რავ სპერ­მა­ტო­ზო­იდს, ვა­ნა­ყო­ფი­ე­რებთ, ვი­ღებთ ორ­სუ­ლო­ბას და იბა­დე­ბა ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი. აქვე გა­ვიხ­სე­ნებ ერთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რთულ შემ­თხვე­ვას - ეს იყო ინ­გლი­სე­ლი წყვი­ლი, სა­დაც მა­მა­კაცს არ აღ­მო­აჩ­ნდა არც ერთი მოძ­რა­ვი სპერ­მა­ტო­ზო­ი­დი, მან თავ­და­პირ­ვე­ლად უარი გა­ნა­ცხა­და TESA-ს ჩა­ტა­რე­ბა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად მოგ­ვი­წია აღე­ბუ­ლი კვერ­ცუ­ჯრე­დე­ბის გა­ყინ­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პა­ცი­ენ­ტი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მო­ემ­ზა­და პრო­ცე­დუ­რი­სათ­ვის და მე­ო­რედ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­კეთ­და TESA, სპერ­მა­ტო­ზო­ი­დის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­მო­ვალღვეთ გა­ყი­ნუ­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი, წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტარ­და ICSI და მი­ვი­ღეთ ემ­ბრი­ო­ნე­ბი. მათი გა­და­ტა­ნა მოხ­და დე­დის საშ­ვი­ლოს­ნოს ღრუ­ში და მი­ვი­ღეთ ორ­სუ­ლო­ბა. და­ი­ბა­და ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი, რო­მე­ლიც უკვე 1 წლის არის.“ - გან­მარ­ტავს თა­მა­რი დვა­ლი.

IVF Georgia პა­ცი­ენ­ტებს სთა­ვა­ზობს უშ­ვი­ლო­ბის მკურ­ნა­ლო­ბის სრულ სპექტრს დამ­ხმა­რე რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­გო­რი­ცაა: სპერ­მის საშ­ვი­ლოს­ნოს­ში­და ინ­სე­მი­ნა­ცია, ინ-ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა, ინ­ტრა­ცი­ტოპ­ლაზ­მუ­რი სპერ­მის ინექ­ცია, გა­ყი­ნუ­ლი ემ­ბრი­ო­ნის გა­მოლ­ღო­ბა-გა­და­ტა­ნა, სუ­რო­გა­ტი დე­დის ჩარ­თვა მკურ­ნა­ლო­ბა­ში, კვერ­ცხუ­ჯრე­დის/სპერ­მის დო­ნა­ცია, ასე­ვე სპერ­მის, კვერ­ცხუ­ჯრე­დის და ემ­ბრი­ო­ნის გა­ყინ­ვა და შე­ნახ­ვა.

უშ­ვი­ლო­ბის რის­კის შე­სამ­ცი­რებ­ლად, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი და დრო­უ­ლი მი­მარ­თვა ექიმ­თან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ
8

ზოგადად უშვილობის პრობლემა ძირითადად კაცებისგან მოდის, სამწუხაროა ამის აღიარება და მკურნალობა რომ არ სურთ, რეალურად ამის გამო უამრავი ქალი იტანჯება და თავად იბრალებენ უშვილობის მიზეზს, აბა ქართველ ვაჟკაც და დედას სიხარულს ხომ არ დააბრალებს? :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მამაკაცის მიზეზით გამოწვეული უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც საქართველოშია ხელმისაწვდომი

მამაკაცის მიზეზით გამოწვეული უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც საქართველოშია ხელმისაწვდომი

ოფიციალური სტატისტიკით, მსოფლიოში ყოველ მე-6 წყვილს შვილოსნობის პრობლემა აქვს. იყო დრო, როდესაც უშვილობის დიაგნოზი ასოცირდებოდა მხოლოდ ქალის პრობლემასთან, თუმცა დღეს იგივეს ვერ ვიტყვით. მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უშვილობა პროცენტულად გაუტოლდა ქალის ფაქტორით განპირობებულ უშვილობას და შეადგინა 35 %. აქვე აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანის ერთდროული პრობლემა გვხვდება 20 %-ში, ხოლო დარჩენილ 10% ში - საქმე გვაქვს უცნობი წარმომავლობის უშვილობასთან.

როგორც რეპროდუქციის სკანდინავიური ცენტრის IVF Georgia-ს გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი ნანა კვერნაძე განმარტავს, მამაკაცთა უნაყოფობის სხვადასხვა მიზეზი არსებობს.

“მამაკაცის უშვილობის გამომწვევი მიზეზები იყოფა რამდენიმე ჯგუფად, ესენია:

სამედიცინო მიზეზები: ვარიკოცელე, ინფექციები, ზურგის ტვინის დაზიანებები, ანტისპერმული ანტისხეულები, ჰორმონალური დარღვევები, მილების დეფექტები, ქრომოსომული დეფექტები (რაც ძირითადად მემკვიდრეობითი ხასიათისაა), ასევე სქესობრივი კავშირის პრობლემა.

გარემო ფაქტორები: სამრეწველო ქიმიკატები, ტოქსინები, მძიმე მეტალები, ტყვია, რადიაცია, დასხივება, მაღალი ტემპერატურა და გადახურება.

ცხოვრების წესი და სხვა მიზეზები: ალკოჰოლი, თამბაქო, ემოციური სტრესი, დეპრესია, ჭარბი წონა, ხანგრძლივად ყოფნა მჯდომარე პოზიციაში, მჭიდრო საცვლები, ლეფტოფთან ხანგრძლივი მუშაობა ისეთ პოზიციაში, თუ ის იწვევს სათესლე ჯირკვლების გადახურებას.

თითოეული ეს საკითხი, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვნად მოგეჩვენოთ, რეალურად გავლენას ახდენს მამაკაცის ნაყოფიერებაზე,“ - განმარტავს ნანა კვერნაძე.

სპეციალისტების განმარტებით, თუ ერთწლიანი რეგულარული სქესობრივი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა ვერ მიიღო ორსულობა, უნდა მიმართონ რეპროდუქტოლოგს, რა დროსაც მოხდება როგორც ქალის, ისე მამაკაცის გამოკვლევა და მიზეზების დადგენა.

„ჩვენთან მოსულ თითოეულ წყვილს ვიკვლევთ დეტალურად. მამაკაცის შემთხვევაში სპერმის ანალიზის საფუძველზე ხდება სპერმაში ცოცხალი სპერმატოზოიდების რაოდენობის, მოძრაობის, სიცოცხლისუნარიანობის, მორფოლოგიის შეფასება. როგორც წესი, მამაკაცებში უნაყოფობა ხშირად გამოწვეულია სპერმაში სპერმატოზოიდების დაბალი კონცენტრაციით ან არარსებობით - აზოოსპერმიით. მიზეზის დადგენის შემდეგ უკვე ვწყვეტთ, ინდივიდუალურად თითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის თუ რომელი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია იქნება ეფექტური ,“ - განმარტავს IVF Georgia-ს ემბრიოლოგი თამარი დვალი.

არსებობს ინ ვიტრო განაყოფიერების 2 მეთოდი: სტანდარტული ინ ვიტრო ინსემინაცია და სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექცია (ICSI). ინ ვიტრო ინსემინაცია გულისხმობს წინასწარ დამუშავებული კვერცხუჯრედის და სპერმის ერთ სინჯარაში მოთავსებას, სადაც სპერმატოზოიდი თავად ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს, ხოლო ICSI წარმოადგენს მიკრომანიპულაციას, რომლის დროსაც, ემბრიოლოგს მიკროსკოპის ქვეშ, მიკროპიპეტით თავად შეჰყავს მის მიერ არჩეული საუკეთესო პარამეტრის მქონე სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში. ICSI-ის მეთოდს დიდი უპირატესობა გააჩნია მამაკაცთა ფაქტორით განპირობებული უშვილობის მკურნალობის დროს.

თამარი დვალის განმარტებით, აღნიშნული პროცედურები ეფექტურია, როდესაც სპერმა შეიცავს სპერმატოზოიდებს, თუმცა არსებობს აზოოსპერმიის შემთხვევები, როდესაც სპერმა არ შეიცავს სპერმატოზოიდებს. ამ დროს სპერმას ვიღებთ სათესლე ჯირკვლიდან ასპირაციის ან სათესლე დანამატებიდან მიკროქირურგიული ჩარევის გზით (TESA Testicular sperm aspiration). ემბრიოლოგის მიერ მიღებულ მასალაში ხდება მოძრავი სპერმატოზოიდების მოძიება და აღმოჩენის შემთხვევაში ატარებს ICSI-ის პროცედურას.

„ჩვენი კლინიკის სტატისტიკაზე დაყრდნობით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ აზოოსპერმიის უმეტეს შემთხვევებში აქ ჩატარებული ტესტიკულარული სპერმის ასპირაციის (TESA) პროცედურა წარმატებულია, ვინაიდან უმეტესწინად ვპოულობთ მოძრავ სპერმატოზოიდს, ვანაყოფიერებთ, ვიღებთ ორსულობას და იბადება ჯანმრთელი ბავშვი. აქვე გავიხსენებ ერთ განსაკუთრებულად რთულ შემთხვევას - ეს იყო ინგლისელი წყვილი, სადაც მამაკაცს არ აღმოაჩნდა არც ერთი მოძრავი სპერმატოზოიდი, მან თავდაპირველად უარი განაცხადა TESA-ს ჩატარებაზე და შესაბამისად მოგვიწია აღებული კვერცუჯრედების გაყინვა. მოგვიანებით პაციენტი ფსიქოლოგიურად მოემზადა პროცედურისათვის და მეორედ ჩამოვიდა საქართველოში, გაკეთდა TESA, სპერმატოზოიდის მიღების შემდეგ გამოვალღვეთ გაყინული კვერცხუჯრედები, წარმატებით ჩატარდა ICSI და მივიღეთ ემბრიონები. მათი გადატანა მოხდა დედის საშვილოსნოს ღრუში და მივიღეთ ორსულობა. დაიბადა ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც უკვე 1 წლის არის.“ - განმარტავს თამარი დვალი.

IVF Georgia პაციენტებს სთავაზობს უშვილობის მკურნალობის სრულ სპექტრს დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა: სპერმის საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია, ინ-ვიტრო განაყოფიერება, ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია, გაყინული ემბრიონის გამოლღობა-გადატანა, სუროგატი დედის ჩართვა მკურნალობაში, კვერცხუჯრედის/სპერმის დონაცია, ასევე სპერმის, კვერცხუჯრედის და ემბრიონის გაყინვა და შენახვა.

უშვილობის რისკის შესამცირებლად, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და დროული მიმართვა ექიმთან.

სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ში ASADO Steakhouse გაიხსნა

აქ.ახლა - თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში

ზეგანაკვეთური შრომა და არასრული სამუშაო განაკვეთი - იურისტი ანა გორდეზიანი შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე