სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაფე-ბარებსა და რესტორნებს მთავრობა ე.წ. გატანის სერვისის რეკომანდაციას აძლევს და დროებით, სტუმრების მიღებას უზღუდავს
კაფე-ბარებსა და რესტორნებს მთავრობა ე.წ. გატანის სერვისის რეკომანდაციას აძლევს და დროებით, სტუმრების მიღებას უზღუდავს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩევ­ლის, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭო­ზე სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, კაფე-ბა­რებ­სა და რეს­ტორ­ნებს ეძ­ლე­ვათ რე­კო­მენ­და­ცია, შე­ზღუ­დონ ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან.

რო­გორც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ჩი­ქო­ვან­მა აღ­ნიშ­ნა, მათ ექ­ნე­ბათ სა­შუ­ლე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბას ე.წ. გა­ტა­ნის სერ­ვი­სი შეს­თა­ვა­ზონ.

"სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ზე მი­ღე­ბუ­ლი იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ რე­კო­მენ­და­ცია მი­ე­ცეს კა­ფე­ებს, რეს­ტორ­ნებ­სა და ბა­რებს, რომ შე­ზღუ­დონ მათი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან.

მათ ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­აგ­რძე­ლონ ოპე­რი­რე­ბა და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა ე.წ. გა­ტა­ნის სერ­ვი­სე­ბის­თვის, თუმ­ცა ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­ზღუ­დოს თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი და კონ­ტაქ­ტი ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან", - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა.

კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ რეს­ტორ­ნე­ბი­სა და კაფე-ბა­რე­ბის შე­საძ­ლო და­ხურ­ვის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნა.

"დღეს ჩვენ ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად უნდა ვიმ­სჯე­ლოთ და მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კა­ფის, რეს­ტორ­ნის, ბა­რე­ბის და­ხურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სხვა­ნა­ი­რად გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა მარ­თვა. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ ამა­ზე უნდა იმუ­შა­ოს, რა­ნა­ი­რად შეგ­ვიძ­ლია ამ ეფექ­ტის შერ­ბი­ლე­ბა.

რამ­დე­ნი­მე კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ზო­მი­ლე­ბაა, რომ­ლის მარ­თვაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, იმოქ­მე­დებს, ეფექ­ტუ­რად გა­ვუმკლავ­დე­ბით ჩვენ ამ გა­მოწ­ვე­ვას თუ არა. ეს არის 4 გან­ზო­მი­ლე­ბა: ჯან­დაც­ვა, ეკო­ნო­მი­კა, ლო­გის­ტი­კა და მა­რა­გე­ბის მარ­თვა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი“, - მი­მარ­თა პრე­მი­ერ­მა საბ­ჭოს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალეკო
1

რეკომენდაციაა თუ სავალდებულოა?

ნატალი
0

ბატონო პრემიერო გთხოვთ სასწრაფოდ დახუროთ ტურისტული ზონები საქართველოში, ასევე კაფე ბარები და რესტორნები. მე პირადად მჯერა თქვენი და ერთ დღესაც ნუღარ დავაგვიანებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ დღესვე უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული აღნიშნული ობიეწტების დასახურად კაზინოებისაც რა თქმა უნდა. ეს იქნება დიდი პრევენცია ვირუსის უსწრაფესი გავრცელების შესაჩერებლად. აღარ შეგახსენებთ არავის იტალიის და ირანის მსგალითებს. უფრო გაჭირვება აღარ გვინდა. არც იმის შეხსენება არ მგონია საჭირო რომ უკონტროლო ეპიდემიის ზღვარზე მალე დავდგებით თუ სწრაფად არ ვიმოქმედებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

კაფე-ბარებსა და რესტორნებს მთავრობა ე.წ. გატანის სერვისის რეკომანდაციას აძლევს და დროებით, სტუმრების მიღებას უზღუდავს

კაფე-ბარებსა და რესტორნებს მთავრობა ე.წ. გატანის სერვისის რეკომანდაციას აძლევს და დროებით, სტუმრების მიღებას უზღუდავს

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოზე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კაფე-ბარებსა და რესტორნებს ეძლევათ რეკომენდაცია, შეზღუდონ ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეების მომსახურებასთან.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჩიქოვანმა აღნიშნა, მათ ექნებათ საშულება, მოსახლეობას ე.წ. გატანის სერვისი შესთავაზონ.

"საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს, რომ შეზღუდონ მათი მომსახურეობის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეების მომსახურებასთან.

მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციონირება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან", - განაცხადა ჩიქოვანმა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რესტორნებისა და კაფე-ბარების შესაძლო დახურვის საკითხი დააყენა.

"დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება კაფის, რესტორნის, ბარების დახურვასთან დაკავშირებით. სხვანაირად გაგვიჭირდება მართვა. ფინანსთა სამინისტრომ ამაზე უნდა იმუშაოს, რანაირად შეგვიძლია ამ ეფექტის შერბილება.

რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი განზომილებაა, რომლის მართვაც საბოლოო ჯამში, იმოქმედებს, ეფექტურად გავუმკლავდებით ჩვენ ამ გამოწვევას თუ არა. ეს არის 4 განზომილება: ჯანდაცვა, ეკონომიკა, ლოგისტიკა და მარაგების მართვა და საზოგადოებრივი წესრიგი“, - მიმართა პრემიერმა საბჭოს.

ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა

გადავა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობაზე? - გახარიას განმარტება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება