კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან" - მარინა ეზუგბაია
"დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან" - მარინა ეზუგბაია

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჩე­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა:

"და­ინ­ფი­ცი­ე­ბულ­თა შო­რის ჩე­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ არი­ან. არ არის ეს სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია. ჩე­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ არი­ან ჩვენს კლი­ნი­კა­ში, ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა მო­დის ჩვენს ცენ­ტრში, ძი­რი­თა­დად. ჩვენს ცენ­ტრს გა­რეთ გა­მო­ცხად­და რამ­დე­ნი­მე მიმ­ღე­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა COVID 19-ის­თვის. 28 პა­ცი­ენ­ტი არის ინ­ფექ­ცი­ურ­ში და 5 პა­ცი­ენ­ტი არის სხვა კლი­ნი­კებ­ში, მაგ­რამ მათ შო­რის არ არი­ან ჩე­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი!

არ არის სწო­რი მათ შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ჩე­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე არ არის პა­სუ­ხი მი­ღე­ბუ­ლი დას­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბა­ზე, რამ­დენ­ჯე­რაც არ უნდა და­მის­ვათ კი­თხვა, ასეთ პა­სუხს გაგ­ცემთ" - აღ­ნიშ­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, გუ­და­ურ­ში მდე­ბა­რე კაფე-რეს­ტო­რან­მა "მთვრა­ლი ალუ­ბა­ლი" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოდ კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის მქო­ნე ჩეხი ტუ­რის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მათ­თან და რეს­ტო­რა­ნი ამის გამო და­ი­კე­ტა. "მთვრა­ლი ალუბ­ლის" პოს­ტში გან­მარ­ტე­ბუ­ლი იყო, რომ ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ, მათ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი­დან მი­ა­წო­დეს.

ცოტა ხნის წინ, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რის­კებ­ზე მზად­ყოფ­ნი­სა და რე­ა­გი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სმა ანა კას­რა­ძემ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩე­ხე­თი­სა და სლო­ვა­კე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც გუ­და­ურ­ში მოგ­ზა­უ­რობ­დნენ, კო­რო­ნა­ვირუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, მათ ქვეყ­ნებ­ში და­უ­დას­ტურ­დათ.

რო­გორც კას­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ტუ­რის­ტებ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრს, რის შემ­დე­გაც და­ი­წყო იმ ად­გი­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა, სა­დაც ტუ­რის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მათ ნა­წილს კი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცია მი­ე­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან" - მარინა ეზუგბაია

"დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან" - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ჩეხეთის მოქალაქეების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

"დაინფიციებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან. არ არის ეს სწორი ინფორმაცია. ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან ჩვენს კლინიკაში, ყველა დადასტურებული შემთხვევა მოდის ჩვენს ცენტრში, ძირითადად. ჩვენს ცენტრს გარეთ გამოცხადდა რამდენიმე მიმღები დაწესებულება COVID 19-ისთვის. 28 პაციენტი არის ინფექციურში და 5 პაციენტი არის სხვა კლინიკებში, მაგრამ მათ შორის არ არიან ჩეხეთის მოქალაქეები!

არ არის სწორი მათ შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ჩეხეთის მოქალაქეებზე არ არის პასუხი მიღებული დასტური დაავადებაზე, რამდენჯერაც არ უნდა დამისვათ კითხვა, ასეთ პასუხს გაგცემთ" - აღნიშნა ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოსთან გამართულ ბრიფინგზე.

რამდენიმე საათის წინ, გუდაურში მდებარე კაფე-რესტორანმა "მთვრალი ალუბალი" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან, რადგან სავარაუდოდ კორონავირუსის ინფექციის მქონე ჩეხი ტურისტები იმყოფებოდნენ მათთან და რესტორანი ამის გამო დაიკეტა. "მთვრალი ალუბლის" პოსტში განმარტებული იყო, რომ ინფორმაცია ამის შესახებ, მათ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მიაწოდეს.

ცოტა ხნის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა ანა კასრაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს, რომლებიც გუდაურში მოგზაურობდნენ, კორონავირუსი საქართველოს დატოვების შემდეგ, მათ ქვეყნებში დაუდასტურდათ.

როგორც კასრაძე სოციალურ ქსელში წერს, ტურისტებმა ეს ინფორმაცია მიაწოდეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება, სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ, მათ ნაწილს კი თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა.

"საქართველოში მათ არ დადასტურებიათ კორონავირუსი" - რას წერს გუდაურში მოგზაურ ჩეხ ტურისტებზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი

კლინიკების ნაწილი მოქალაქეებს საერთაშორისო პასპორტის წარდგენას სთხოვს

პაციენტი, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა, კლინიკას დღეს დატოვებს, თუმცა ერთი კვირა თვითიზოლაციაში გადავა - როგორ არიან ინფიცირებული პაციენტები