სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ყიდულობენ ადამიანები პანიკურად ტუალეტის ქაღალდს - "ქაღალდი რომ დაგვიმთავრდეს, რას გამოვიყენებთ მის ნაცვლად?"
რატომ ყიდულობენ ადამიანები პანიკურად ტუალეტის ქაღალდს - "ქაღალდი რომ დაგვიმთავრდეს, რას გამოვიყენებთ მის ნაცვლად?"

მსოფ­ლიო ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძვის. ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა კა­რან­ტინ­შია, ზო­გან სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ადა­მი­ან­თა დიდი ნა­წი­ლი, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც, მუ­შა­ო­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და. ყო­ველ­დღე გვეს­მის რჩე­ვე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის­გან და მე­დი­კო­სე­ბის­გან, რომ დავ­რჩეთ სახ­ლში და თავი ავა­რი­დოთ ხალ­ხმრა­ვალ შეკ­რე­ბებს.

ამის ფონ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი პა­ნი­კა­შია. ადა­მი­ა­ნე­ბი იმა­რა­გე­ბენ საკ­ვებს და ჰი­გი­ე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბებს, თუმ­ცა ყვე­ლას­თვის გა­საკ­ვი­რად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დზეა და ასე ხდე­ბა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­მოვ­ლინ­და.

ყვე­ლამ ვნა­ხეთ კად­რე­ბი, თუ რო­გორ და­უ­პი­რის­პირ­დნენ ფი­ზი­კუ­რად ავ­სტრა­ლი­ა­ში ქა­ლე­ბი ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დის გამო, ვნა­ხეთ ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დის­გან დაც­ლი­ლი ჰი­პერ­მარ­კე­ტე­ბის თა­რო­ე­ბი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, აშშ-ში, ვნა­ხეთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბიც, რო­გორ მი­აქვთ მან­ქა­ნე­ბით ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დე­ბი.

ერთი შე­ხედ­ვით ეს ყო­ვე­ლი­ვე აუხ­სნე­ლია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს გა­უჩ­ნდა კი­თხვა, რა­ტომ ყი­დუ­ლო­ბენ ამ­დენ ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალდს? - ფსი­ქო­ლო­გე­ბი ცდი­ლო­ბენ გან­მარ­ტონ, რა იმა­ლე­ბა ამის მიღ­მა.

მი­ზე­ზი #1 - უკი­დუ­რე­სი პა­ნი­კა

ფსი­ქო­ლო­გი და ავ­ტო­რი წიგ­ნი­სა "პან­დე­მი­ე­ბის ფსი­ქო­ლო­გია“, სტი­ვენ ტე­ი­ლო­რი CNN-თან ამ­ბობს - "ერთი მხრივ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ის რაც ხდე­ბა, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მო­ვემ­ზა­დოთ პა­ნი­კის გა­რე­შე“.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი აში­ნებს ადა­მი­ა­ნებს, რად­გა­ნაც ის არის ახა­ლი და ბევ­რი რა­მეა ისე­თი, რაც ვირუ­სის შე­სა­ხებ არ ვი­ცით. ტე­ი­ლო­რი ამ­ბობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის­გან ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ცხა­დე­ბებს ის­მენს - გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ უნდა მო­ვემ­ზა­დოთ რა­ღაც ძა­ლი­ან დიდი საფრ­თხის­თვის, მაგ­რამ ამ საფრ­თხის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მხო­ლოდ ხე­ლე­ბის და­ბა­ნას გვირ­ჩე­ვენ, ამი­ტო­მაც ადა­მი­ა­ნე­ბი უკი­დუ­რეს პა­ნი­კამ­დე მი­დი­ან.

"რო­დე­საც ადა­მი­ანს ეუბ­ნე­ბი, რომ რა­ღაც ძა­ლი­ან სა­ში­ში ხდე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი რაც უნდა გა­ა­კე­თო ხე­ლე­ბის და­ბა­ნაა, მოქ­მე­დე­ბა საფრ­თხის პრო­პორ­ცი­უ­ლად არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბულ საფრ­თხეს სიფრ­თხი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი სჭირ­დე­ბა“, - ამ­ბობს ტე­ი­ლო­რი.

მი­ზე­ზი #2 - მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ დიდი დრო­ით მო­უ­წევთ სახ­ლში გა­მო­კეტ­ვა

რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ უკვე გა­მო­ა­ცხა­და მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­რან­ტი­ნი. ადა­მი­ა­ნე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალდს და სა­ო­ჯა­ხო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ სხვა პრო­დუქტს.

ფიქ­რო­ბენ, რომ დიდი დრო­ით მო­უ­წევთ სახ­ლში გა­მო­კეტ­ვა. იმა­რა­გე­ბენ პრო­დუქ­ტებს და მათ შო­რის, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალდს.

მი­ზე­ზი #3 - მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბა

მა­ღა­ზი­ე­ბის ცა­რი­ე­ლი თა­რო­ე­ბის ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, ტე­ლე­ვი­ზორ­შიც ყო­ველ­დღე ვხე­დავთ, რო­გორ ყი­დუ­ლო­ბენ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პრო­დუქტს, რო­გორ ცა­რი­ელ­დე­ბა დახ­ლე­ბი. ვხე­დავთ, თუ რა პა­ნი­კუ­რად ყი­დუ­ლო­ბენ სხვე­ბი, თით­ქოს რა­ღაც ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოს­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან და ეს პა­ნი­კა სხვებ­შიც ღვივ­დე­ბა.

"ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი არ­სე­ბე­ბი, თით­ქოს ერ­თმა­ნეთს მი­ვუ­თი­თებთ რა არის სა­ხი­ფა­თო და რა უსაფრ­თხო, თით­ქოს ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბით მი­ვა­ნიშ­ნებთ, თუ რა გა­დაგ­ვარ­ჩენს. როცა შენ ხე­დავ ვი­ღა­ცას მა­ღა­ზი­ა­ში, რო­მე­ლიც პა­ნი­კუ­რად ყი­დუ­ლობს პრო­დუქ­ტებს, ამას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს გა­დამ­დე­ბი ეფექ­ტი“, - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი სტი­ვენ ტე­ი­ლო­რი.

და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი თა­რო­ე­ბის ფო­ტო­ე­ბის და­ნახ­ვი­სას დიდი ნა­წი­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ინ­ტიქ­ტუ­რად მი­დის და ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალს ყი­დუ­ლობს. ცდი­ლობს, მო­ას­წროს, სა­ნამ ჯერ კი­დევ შე­საძ­ლე­ბე­ლია ყიდ­ვა.

სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ში­შის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს თა­მა­შობს. არა­ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მარ­ტი­ვად ვრცელ­დე­ბა და ღია პლატ­ფორ­მე­ბი პა­ნი­კას ზრდი­ან.

მი­ზე­ზი #4 - ბუ­ნებ­რი­ვი სურ­ვი­ლი, რომ საფრ­თხეს ზედ­მე­ტად მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდე

ამე­რი­კის ფსი­ქო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ფრენკ ფერ­ლი ამ­ბობს, რომ არის რა­ღაც პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა პრო­დუქ­ტე­ბის მო­მა­რა­გე­ბა­ში. მისი გან­მარ­ტე­ბით, მო­მა­რა­გე­ბა - ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბუ­ნებ­რი­ვი სურ­ვი­ლია.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ურ­ჩე­ვენ ადა­მი­ა­ნებს, რომ სახ­ლებ­ში დარ­ჩნენ და სხვებ­თან კონ­ტაქტს თავი აა­რი­დონ, ამი­ტომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბუ­ნებ­რი­ვია, რომ მათ მომ­ზა­დე­ბა უნ­დათ. თვლი­ან, რომ გა­რეთ გას­ვლას ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ.

"ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი ადა­მი­ა­ნებ­ში ერ­თგვა­რად გა­დარ­ჩე­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ას ავ­ლენს. გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ვი­ყოთ სახ­ლში, არ გა­ვი­დეთ გა­რეთ და ბუ­ნებ­რი­ვია, რომ გვსურს მა­რა­გი გვქონ­დეს და რა თქმა უნდა, ეს მო­ი­ცავს ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დის მა­რაგ­საც. ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დი რომ დაგ­ვიმ­თავ­რდეს, რას გა­მო­ვი­ყე­ნებთ მის ნაც­ვლად?“ - ამ­ბობს ფრენკ ფერ­ლი CNN-თან სა­უბ­რი­სას.

მი­სი­ვე თქმით, ადა­მი­ანს ასეთ დროს ბუ­ნებ­რი­ვი სურ­ვი­ლი აქვს, რომ გა­და­ჭარ­ბე­ბით მო­ემ­ზა­დოს. მარ­თა­ლია ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ურ­ჩე­ვენ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი სახ­ლში დარ­ჩე­ნას, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი თვლის, რომ იზო­ლა­ცი­ის პე­რი­ო­დი, შე­საძ­ლოა, უფრო დიდ­ხან­საც გაგ­რძელ­დეს, ამი­ტო­მაც ყვე­ლა­ფერს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ყი­დუ­ლო­ბენ.

მი­ზე­ზი #5 - გან­ცდა იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფერს ვა­კონ­ტრო­ლებთ

ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს იმა­რა­გე­ბენ, ფიქ­რო­ბენ სა­კუ­თარ თავ­სა და ოჯა­ხებ­ზე და ერ­თა­დერ­თი რისი გა­კე­თე­ბაც ასეთ დროს შე­უძ­ლი­ათ, ეს არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის­თვის კარ­გად მომ­ზა­დე­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა ასე ში­შის­გან მოქ­მე­დებს“, - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი ფიშჰო­ფი. მი­სი­ვე თქმით, მომ­ზა­დე­ბა, თუნ­დაც ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დის შე­ძე­ნით, აჩენს გან­ცდას, რომ ყვე­ლაფ­რის გა­კონ­ტრო­ლე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბას დაძ­ლე­ვენ და უი­მე­დო სი­ტუ­ა­ცი­ა­საც გა­და­ლა­ხა­ვენ.

ბრი­ტა­ნე­ლი ფსი­ქო­ლო­გი, ემა კენი ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დის პა­ნი­კუ­რად ყიდ­ვას ირა­ცი­ო­ნა­ლურს და გა­უ­აზ­რე­ბელს უწო­დებს. მისი თქმით, რა თქმა უნდა, ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ვერ ხსნის, თუ რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა ყი­დუ­ლობ­დნენ ასე­თი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით.

"ეს არ არის ვირუს­ზე რე­ა­გი­რე­ბა, ეს არის რე­აქ­ცია შიშ­ზე, რომ­ლის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზიც ასე­თია - რა მოხ­დე­ბა თუკი და­ნარ­ჩე­ნე­ბი ყვე­ლა­ფერს იყი­დი­ან და მე ისე დავ­რჩე­ბი. სწო­რედ ამის გამო ყი­დუ­ლო­ბენ პა­ნი­კუ­რად და ეს დიდი პრობ­ლე­მაა“, - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
daviti
8

მთელი მუსულმანური სამყარო იბანს წყლით, რაც გაცილებით უფრო ჰიგიენურია, ტუალეტის ქაღალდი საერთოდ არ სჭირდებათ

ზაზა
1
თუ საჭმელი ვერ ვჭამეთ,რაში დაგვჭირდება?
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რატომ ყიდულობენ ადამიანები პანიკურად ტუალეტის ქაღალდს - "ქაღალდი რომ დაგვიმთავრდეს, რას გამოვიყენებთ მის ნაცვლად?"

რატომ ყიდულობენ ადამიანები პანიკურად ტუალეტის ქაღალდს - "ქაღალდი რომ დაგვიმთავრდეს, რას გამოვიყენებთ მის ნაცვლად?"

მსოფლიო ახალი ტიპის კორონავირუსს ებრძვის. ზოგიერთი ქვეყანა კარანტინშია, ზოგან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ადამიანთა დიდი ნაწილი, მათ შორის, საქართველოშიც, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ყოველდღე გვესმის რჩევები ოფიციალური პირებისგან და მედიკოსებისგან, რომ დავრჩეთ სახლში და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს.

ამის ფონზე საზოგადოების ნაწილი პანიკაშია. ადამიანები იმარაგებენ საკვებს და ჰიგიენის საშუალებებს, თუმცა ყველასთვის გასაკვირად, განსაკუთრებული მოთხოვნა ტუალეტის ქაღალდზეა და ასე ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა.

ყველამ ვნახეთ კადრები, თუ როგორ დაუპირისპირდნენ ფიზიკურად ავსტრალიაში ქალები ტუალეტის ქაღალდის გამო, ვნახეთ ტუალეტის ქაღალდისგან დაცლილი ჰიპერმარკეტების თაროები დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ვნახეთ ჩვენს ქვეყანაში გადაღებული კადრებიც, როგორ მიაქვთ მანქანებით ტუალეტის ქაღალდები.

ერთი შეხედვით ეს ყოველივე აუხსნელია და საზოგადოების ნაწილს გაუჩნდა კითხვა, რატომ ყიდულობენ ამდენ ტუალეტის ქაღალდს? - ფსიქოლოგები ცდილობენ განმარტონ, რა იმალება ამის მიღმა.

მიზეზი #1 - უკიდურესი პანიკა

ფსიქოლოგი და ავტორი წიგნისა "პანდემიების ფსიქოლოგია“, სტივენ ტეილორი CNN-თან ამბობს - "ერთი მხრივ, საზოგადოების რეაქცია გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ, ის რაც ხდება, გადაჭარბებულია. ჩვენ შეგვიძლია მოვემზადოთ პანიკის გარეშე“.

მისი განმარტებით, ახალი კორონავირუსი აშინებს ადამიანებს, რადგანაც ის არის ახალი და ბევრი რამეა ისეთი, რაც ვირუსის შესახებ არ ვიცით. ტეილორი ამბობს, რომ საზოგადოება ოფიციალური პირებისგან ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ისმენს - გვეუბნებიან, რომ უნდა მოვემზადოთ რაღაც ძალიან დიდი საფრთხისთვის, მაგრამ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ხელების დაბანას გვირჩევენ, ამიტომაც ადამიანები უკიდურეს პანიკამდე მიდიან.

"როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ რაღაც ძალიან საშიში ხდება, მაგრამ ყველაფერი რაც უნდა გააკეთო ხელების დაბანაა, მოქმედება საფრთხის პროპორციულად არ გამოიყურება. განსაკუთრებულ საფრთხეს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები სჭირდება“, - ამბობს ტეილორი.

მიზეზი #2 - მოლოდინი იმისა, რომ დიდი დროით მოუწევთ სახლში გამოკეტვა

რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოაცხადა მთელ ტერიტორიაზე კარანტინი. ადამიანები ყიდულობენ ტუალეტის ქაღალდს და საოჯახო საჭიროებებისთვის აუცილებელ სხვა პროდუქტს.

ფიქრობენ, რომ დიდი დროით მოუწევთ სახლში გამოკეტვა. იმარაგებენ პროდუქტებს და მათ შორის, დიდი რაოდენობით ტუალეტის ქაღალდს.

მიზეზი #3 - მიმბაძველობა

მაღაზიების ცარიელი თაროების ფოტოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება. გარდა ამისა, ტელევიზორშიც ყოველდღე ვხედავთ, როგორ ყიდულობენ დიდი რაოდენობით პროდუქტს, როგორ ცარიელდება დახლები. ვხედავთ, თუ რა პანიკურად ყიდულობენ სხვები, თითქოს რაღაც ძალიან სახიფათოსთვის ემზადებიან და ეს პანიკა სხვებშიც ღვივდება.

"ადამიანები, როგორც სოციალური არსებები, თითქოს ერთმანეთს მივუთითებთ რა არის სახიფათო და რა უსაფრთხო, თითქოს ჩვენი ქმედებებით მივანიშნებთ, თუ რა გადაგვარჩენს. როცა შენ ხედავ ვიღაცას მაღაზიაში, რომელიც პანიკურად ყიდულობს პროდუქტებს, ამას შეიძლება ჰქონდეს გადამდები ეფექტი“, - ამბობს ფსიქოლოგი სტივენ ტეილორი.

დაცარიელებული თაროების ფოტოების დანახვისას დიდი ნაწილი აბსოლუტურად ინტიქტურად მიდის და ტუალეტის ქაღალს ყიდულობს. ცდილობს, მოასწროს, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია ყიდვა.

სოციალური მედია ახალი კორონავირუსის შიშის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. არაზუსტი ინფორმაცია მარტივად ვრცელდება და ღია პლატფორმები პანიკას ზრდიან.

მიზეზი #4 - ბუნებრივი სურვილი, რომ საფრთხეს ზედმეტად მომზადებული შეხვდე

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, ფრენკ ფერლი ამბობს, რომ არის რაღაც პრაქტიკულობა პროდუქტების მომარაგებაში. მისი განმარტებით, მომარაგება - ეს აბსოლუტურად ბუნებრივი სურვილია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ხელისუფლება ურჩევენ ადამიანებს, რომ სახლებში დარჩნენ და სხვებთან კონტაქტს თავი აარიდონ, ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ მათ მომზადება უნდათ. თვლიან, რომ გარეთ გასვლას ვეღარ შეძლებენ.

"ახალი კორონავირუსი ადამიანებში ერთგვარად გადარჩენის ფსიქოლოგიას ავლენს. გვეუბნებიან, რომ ვიყოთ სახლში, არ გავიდეთ გარეთ და ბუნებრივია, რომ გვსურს მარაგი გვქონდეს და რა თქმა უნდა, ეს მოიცავს ტუალეტის ქაღალდის მარაგსაც. ტუალეტის ქაღალდი რომ დაგვიმთავრდეს, რას გამოვიყენებთ მის ნაცვლად?“ - ამბობს ფრენკ ფერლი CNN-თან საუბრისას.

მისივე თქმით, ადამიანს ასეთ დროს ბუნებრივი სურვილი აქვს, რომ გადაჭარბებით მოემზადოს. მართალია ორი კვირის განმავლობაში ურჩევენ ოფიციალური პირები სახლში დარჩენას, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ იზოლაციის პერიოდი, შესაძლოა, უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს, ამიტომაც ყველაფერს დიდი რაოდენობით ყიდულობენ.

მიზეზი #5 - განცდა იმისა, რომ ყველაფერს ვაკონტროლებთ

ადამიანები, რომლებიც ყველაფერს იმარაგებენ, ფიქრობენ საკუთარ თავსა და ოჯახებზე და ერთადერთი რისი გაკეთებაც ასეთ დროს შეუძლიათ, ეს არის მოსალოდნელი საფრთხისთვის კარგად მომზადება.

"საზოგადოება ასე შიშისგან მოქმედებს“, - ამბობს ფსიქოლოგი ფიშჰოფი. მისივე თქმით, მომზადება, თუნდაც ტუალეტის ქაღალდის შეძენით, აჩენს განცდას, რომ ყველაფრის გაკონტროლებაა შესაძლებელი, რომ ყველა დაბრკოლებას დაძლევენ და უიმედო სიტუაციასაც გადალახავენ.

ბრიტანელი ფსიქოლოგი, ემა კენი ტუალეტის ქაღალდის პანიკურად ყიდვას ირაციონალურს და გაუაზრებელს უწოდებს. მისი თქმით, რა თქმა უნდა, ტუალეტის ქაღალდი აუცილებელია, მაგრამ ვერ ხსნის, თუ რატომ შეიძლება ყიდულობდნენ ასეთი დიდი რაოდენობით.

"ეს არ არის ვირუსზე რეაგირება, ეს არის რეაქცია შიშზე, რომლის გამომწვევი მიზეზიც ასეთია - რა მოხდება თუკი დანარჩენები ყველაფერს იყიდიან და მე ისე დავრჩები. სწორედ ამის გამო ყიდულობენ პანიკურად და ეს დიდი პრობლემაა“, - ამბობს ფსიქოლოგი.

კარმის პლანეტა ნიშანს იცვლის - მსოფლიოს და ზოდიაქოს ნიშნებს რადიკალური ცვლილებები ელით, რომელიც მინიმუმ 3 წელს გასტანს

Youtube ხარისხს შეამცირებს - ექსპერტები შიშობენ, რომ ინტერნეტის სერვერები რეკორდულ მოხმარებას ვეღარ გაუძლებს

"მე შენ მიყვარხარ 67 წელია, ქორწინების იუბილეს გილოცავ!" - რა სიურპრიზი გაუკეთა ამერიკელმა პენსიონერმა კარანტინში მყოფ ცოლს