საირმეში საკარანტინო ზონა მოეწყო. სასტუმროში ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრები გადაიყვანეს, რომლებიც კარანტინში ორი კვირის მანძილზე დარჩებიან. მგზავრებმა აეროპორტში პირველი პირველადი შემოწმება გაიარეს.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, აეროპროტიდან კლინიკაში არცერთი მგზავრი გადაუყვანიათ.
მარსელიდან მხოლოდ 37 მგზავრი ჩამოვიდა, რადგან, სავარაუდოდ, მგზავრების ნაწილმა საქართველოში ჩამოსვლა გადაიფიქრა.
მოქალაქები სასტუმროში იზოლაციის პერიოდს გაივლიან.