პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წლების წინ ეკას ძმა ბაზალეთზე შეიწირა რაღაც გაუგებრობამ, ახლა კი ეკაც და მისი ვაჟიც..." - ვინ არიან იტალიაში გარდაცვლილი დედა და შვილი?
"წლების წინ ეკას ძმა ბაზალეთზე შეიწირა რაღაც გაუგებრობამ, ახლა კი ეკაც და მისი ვაჟიც..." - ვინ არიან იტალიაში გარდაცვლილი დედა და შვილი?

ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის­თვის მო­რი­გი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და იტა­ლი­ა­ში - სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ქა­ლაქ ბა­რის ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში 41 წლის ეკა და 16 წლის ბექა ჯა­ბუ­შა­ნუ­რე­ბი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იპო­ვეს. პო­ლი­ცი­ას ჯა­ბუ­შა­ნუ­რე­ბის მო­ძებ­ნის თხოვ­ნით გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლობ­ლებ­მა მას შემ­დეგ მი­მარ­თეს, რაც ისი­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ პა­სუ­ხობ­დნენ. იტა­ლი­ელ სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თვე­ლი დედა-შვი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვით არის გარ­დაც­ვლი­ლი, რაც ბი­ნა­ში კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა გა­მათ­ბო­ბელ­მა გა­მო­იწ­ვია. იტა­ლი­ა­ში გარ­დაც­ვლი­ლი დედა-შვი­ლი დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მლა­შე­დან არი­ან და ქა­ლაქ ბარ­ში მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ. ბექა სწავ­ლობ­და, ეკა კი - მუ­შა­ობ­და. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მათი ერთ-ერთი ახ­ლო­ბე­ლი გვი­ამ­ბობს:

- ენი­თა­უ­წე­რე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, ეკას დე­დაც ცო­ცხა­ლი ჰყავს და მა­მაც, მათ­თვის ეს ტრა­გე­დია პირ­ვე­ლი არ არის, წლე­ბის წინ ეკას ძმა ბა­ზა­ლეთ­ზე შე­ი­წი­რა რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბამ, ახლა კი ეკაც და მისი ვა­ჟიც... არა­და, რო­გორ შეჰ­ხა­როდ­ნენ ეკას მშობ­ლე­ბი შვი­ლიშ­ვილს. ეკა და­ახ­ლო­ე­ბით 11 წლის წინ გაჰ­ყვა უფ­რო­სი დის კვალს იტა­ლი­ა­ში. გო­გო­ნებ­მა სამ­შობ­ლო­ში ცხოვ­რე­ბა რომ ვერ აა­წყეს, იტა­ლი­ა­ში წა­ვიდ­ნენ სა­მუ­შა­ოდ.ამ დროს უკვე მე­უღ­ლეს­თან იყო გა­შო­რე­ბუ­ლი, თა­ვი­დან შვი­ლი დედ-მა­მას ცოტა ხნით და­უ­ტო­ვა, ბავ­შვმა ბაღი რომ და­ას­რუ­ლა, მა­შინ­ვე წა­იყ­ვა­ნა და იქ შე­იყ­ვა­ნა სკო­ლა­ში... განა არ უჭირ­და, ძა­ლი­ა­ნაც უჭირ­და, საბ­რა­ლო გოგო გა­მუდ­მე­ბით მუ­შა­ობ­და, რომ ბავ­შვი გვერ­დით ჰყო­ლო­და და კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ცა. ახლა კი ეს გა­უ­გო­ნა­რი უბე­დუ­რე­ბა მოხ­და... დედა-შვილს ისე უყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, იმ ქვეყ­ნა­დაც ერ­თად წა­ვიდ­ნენ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა გა­მათ­ბო­ბელ­მა არა­ერ­თი სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, იტა­ლი­ა­შიც თუ მსგავ­სი ხდე­ბა, ვინ იფიქ­რებ­და... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"წლების წინ ეკას ძმა ბაზალეთზე შეიწირა რაღაც გაუგებრობამ, ახლა კი ეკაც და მისი ვაჟიც..." - ვინ არიან იტალიაში გარდაცვლილი დედა და შვილი?

"წლების წინ ეკას ძმა ბაზალეთზე შეიწირა რაღაც გაუგებრობამ, ახლა კი ეკაც და მისი ვაჟიც..." - ვინ არიან იტალიაში გარდაცვლილი დედა და შვილი?

ქართველი ემიგრანტებისთვის მორიგი ტრაგედია დატრიალდა იტალიაში - სამართალდამცველებმა ქალაქ ბარის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 41 წლის ეკა და 16 წლის ბექა ჯაბუშანურები გარდაცვლილები იპოვეს. პოლიციას ჯაბუშანურების მოძებნის თხოვნით გარდაცვლილების ახლობლებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც ისინი სატელეფონო ზარებს 3 დღის განმავლობაში არ პასუხობდნენ. იტალიელ სამართალდამცველთა პირველადი ინფორმაციით, ქართველი დედა-შვილი ბუნებრივი აირის გაჟონვით არის გარდაცვლილი, რაც ბინაში კუსტარულად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია. იტალიაში გარდაცვლილი დედა-შვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშედან არიან და ქალაქ ბარში მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ბექა სწავლობდა, ეკა კი - მუშაობდა. მომხდარის შესახებ მათი ერთ-ერთი ახლობელი გვიამბობს:

- ენითაუწერელი ტრაგედია დატრიალდა, ეკას დედაც ცოცხალი ჰყავს და მამაც, მათთვის ეს ტრაგედია პირველი არ არის, წლების წინ ეკას ძმა ბაზალეთზე შეიწირა რაღაც გაუგებრობამ, ახლა კი ეკაც და მისი ვაჟიც... არადა, როგორ შეჰხაროდნენ ეკას მშობლები შვილიშვილს. ეკა დაახლოებით 11 წლის წინ გაჰყვა უფროსი დის კვალს იტალიაში. გოგონებმა სამშობლოში ცხოვრება რომ ვერ ააწყეს, იტალიაში წავიდნენ სამუშაოდ.ამ დროს უკვე მეუღლესთან იყო გაშორებული, თავიდან შვილი დედ-მამას ცოტა ხნით დაუტოვა, ბავშვმა ბაღი რომ დაასრულა, მაშინვე წაიყვანა და იქ შეიყვანა სკოლაში... განა არ უჭირდა, ძალიანაც უჭირდა, საბრალო გოგო გამუდმებით მუშაობდა, რომ ბავშვი გვერდით ჰყოლოდა და კარგი განათლება მიეცა. ახლა კი ეს გაუგონარი უბედურება მოხდა... დედა-შვილს ისე უყვარდა ერთმანეთი, იმ ქვეყნადაც ერთად წავიდნენ.

- საქართველოში კუსტარულად დამონტაჟებულმა გამათბობელმა არაერთი სიცოცხლე იმსხვერპლა, იტალიაშიც თუ მსგავსი ხდება, ვინ იფიქრებდა... წაიკითხეთ სრულად

ვინ არის ქართველო გოგონა, რომელმაც იტალიაში, მკაცრი კარანტინის დროს იქორწინა - "სადაც სიყვარულია, იქ კორონავირუსიც კი უძლურია"

"აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ოჯახის წევრებთან და სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია"

"პირს, რომელიც პირველ პაციენტთან ერთად ირანში დაინფიცირდა, კიდევ ერთი ტესტი გაუკეთდება და თუ პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, გაწერაში მესამე პაციენტი გაასწრებს პირველს"