პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვიწვიოთ სინოდზე სპეციალისტები და ვიმსჯელოთ, რა არის დაუშვებელი" - მრევლის ნაწილი სიტკბოების ერთჯერადი ჭიქებით მიღებამ გააღიზიანა
"მოვიწვიოთ სინოდზე სპეციალისტები და ვიმსჯელოთ, რა არის დაუშვებელი" - მრევლის ნაწილი სიტკბოების ერთჯერადი ჭიქებით მიღებამ გააღიზიანა

ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტს, მე­უ­ფე გრი­გოლს მი­აჩ­ნია, რომ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სი­ნო­დის სხდო­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­მარ­თოს.

მისი თქმით, სი­ნოდს კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის სა­ხე­ლით შე­უძ­ლია, ილა­პა­რა­კოს. მისი თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მოწ­ვე­ულ იქ­ნას შეკ­რე­ბა, სა­დაც იმ­სჯე­ლე­ბენ, რა შე­ღა­ვა­თი შე­იძ­ლე­ბა და­იშ­ვას და რა არის და­უშ­ვე­ბე­ლი.

"სი­ნოდს შე­უძ­ლია ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით ილა­პა­რა­კოს და კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბებს ამ შემ­თხვე­ვა­ში, უფ­ლო­ბა­მო­სი­ლი ვინც არის, ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით გა­მო­ვი­დეს, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, მაგ­რამ რო­მე­ლი სამ­სა­ხუ­რია ამით აღ­ჭურ­ვი­ლი... ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ სა­კი­თხის მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან და სიმ­ძაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე , ჩვენ­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და, რომ გვემ­სჯე­ლა, რა თქმა უნდა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემი აზრი ასე­თია და სურ­ვი­ლიც, რომ მოწ­ვე­ულ იქ­ნას შეკ­რე­ბა. თუნ­დაც ამას სა­გან­გე­ბო და­არ­ქვით, რი­გი­თი შეკ­რე­ბა შარ­შან არ ყო­ფი­ლა, მხო­ლოდ იყო სა­გან­გე­ბო შეკ­რე­ბა, რო­მელ­მაც მი­ი­ღო ეპის­კო­პო­სის გან­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბა. თუნ­დაც სა­გან­გე­ბოდ მოწ­ვე­ულ იქ­ნას კონ­კრე­ტულ ვი­თა­რე­ბა­ში, მო­ვიწ­ვი­ოთ სი­ნოდ­ზე იგი­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, უშუ­ა­ლოდ მათი ბა­გე­ე­ბი­დან მო­ვის­მი­ნოთ ჩვენ და ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვიმ­სჯე­ლოთ, რა შე­ღა­ვა­თი შე­იძ­ლე­ბა და­იშ­ვას და რა არის და­უშ­ვე­ბე­ლად და ყვე­ლა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვის ეს იყოს სა­მოქ­მე­დო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პი“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

მე­უ­ფე გრი­გო­ლის თქმით, მრევ­ლის ნა­წი­ლი სიტ­კბო­ე­ბის ერთჯე­რა­დი ჭი­ქე­ბით მი­ღე­ბამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა.

"ძა­ლი­ან საფრ­თხი­ლო თე­მაა. წირ­ვის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა მი­თხრა, რომ სიტ­კბო­ე­ბა რაც მი­ი­ღო ერთჯე­რა­დი ჭი­ქე­ბით, და­ვით­რგუნ­დეთ, რა­ტომ მოგ­ვცეს ერთჯე­რა­დი ჭი­ქე­ბი­თო. ასე თუ წა­ვალთ შე­იძ­ლე­ბა იქამ­დე მი­ვი­დეთ, რომ ვირუ­სი კი­დევ უფრო გან­ვი­თარ­დეს. ჩვენ არ ვი­ცით სა­ერ­თოდ საღვთო გან­გე­ბუ­ლე­ბა რას გვიმ­ზა­დებს და რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ხვალ. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­წყვი­ტა ჭირ­მა თბი­ლის­ში, უამ­რა­ვი ეპი­დე­მია ყო­ფი­ლა და იმის შე­დე­გე­ბი ზოგი ვი­ცით, ზოგი არ ვი­ცით. დღეს, რაკი არა­ვინ არ იცის მისი ბუ­ნე­ბა, რო­გორ იმოქ­მე­დებს, მი­თუ­მე­ტეს ჩვენ სა­ი­დან უნდა ვი­ცო­დეთ. ჩვენ ვი­ცით ქრის­ტეს, ეკ­ლე­სი­ის ბუ­ნე­ბა და ამი­თი ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ და ეს არის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი ჩვენ­თვის სა­მოქ­მე­დო. მაგ­რამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ში, რა თქმა უნდა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ერთ მო­ძღვარ­თან ერთ მი­თი­თე­ბას მი­ი­ღებს, მე­ო­რეს­თან სა­პი­რის­პი­როს, სხვა­დას­ხვა ეპარ­ქი­ა­ში ან სხვა­დას­ხვა ეკ­ლე­სი­ა­ში, სხვა­დას­ხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არის ერთი და იგი­ვე პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს და­მაბ­ნე­ვე­ლი ხდე­ბა",-გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მოვიწვიოთ სინოდზე სპეციალისტები და ვიმსჯელოთ, რა არის დაუშვებელი" - მრევლის ნაწილი სიტკბოების ერთჯერადი ჭიქებით მიღებამ გააღიზიანა

"მოვიწვიოთ სინოდზე სპეციალისტები და ვიმსჯელოთ, რა არის დაუშვებელი" - მრევლის ნაწილი სიტკბოების ერთჯერადი ჭიქებით მიღებამ გააღიზიანა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს, მეუფე გრიგოლს მიაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სინოდის სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს.

მისი თქმით, სინოდს კონკრეტული პირების სახელით შეუძლია, ილაპარაკოს. მისი თქმით, აუცილებელია მოწვეულ იქნას შეკრება, სადაც იმსჯელებენ, რა შეღავათი შეიძლება დაიშვას და რა არის დაუშვებელი.

,,სინოდს შეუძლია ეკლესიის სახელით ილაპარაკოს და კონკრეტულ პიროვნებებს ამ შემთხვევაში, უფლობამოსილი ვინც არის, ეკლესიის სახელით გამოვიდეს, ეს არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მაგრამ რომელი სამსახურია ამით აღჭურვილი... ამიტომ ვამბობ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან და სიმძაფრიდან გამომდინარე , ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ გვემსჯელა, რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრი ასეთია და სურვილიც, რომ მოწვეულ იქნას შეკრება. თუნდაც ამას საგანგებო დაარქვით, რიგითი შეკრება შარშან არ ყოფილა, მხოლოდ იყო საგანგებო შეკრება, რომელმაც მიიღო ეპისკოპოსის განყენების შესახებ დადგენილება. თუნდაც საგანგებოდ მოწვეულ იქნას კონკრეტულ ვითარებაში, მოვიწვიოთ სინოდზე იგივე სპეციალისტები, უშუალოდ მათი ბაგეებიდან მოვისმინოთ ჩვენ და ამის გათვალისწინებით ვიმსჯელოთ, რა შეღავათი შეიძლება დაიშვას და რა არის დაუშვებელად და ყველა სასულიერო პირისთვის ეს იყოს სამოქმედო სახელმძღვანელო პრინციპი“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლის თქმით, მრევლის ნაწილი სიტკბოების ერთჯერადი ჭიქებით მიღებამ გააღიზიანა.

,,ძალიან საფრთხილო თემაა. წირვის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ სიტკბოება რაც მიიღო ერთჯერადი ჭიქებით, დავითრგუნდეთ, რატომ მოგვცეს ერთჯერადი ჭიქებითო. ასე თუ წავალთ შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ ვირუსი კიდევ უფრო განვითარდეს. ჩვენ არ ვიცით საერთოდ საღვთო განგებულება რას გვიმზადებს და რა შეიძლება მოხდეს ხვალ. უამრავი ადამიანი გაწყვიტა ჭირმა თბილისში, უამრავი ეპიდემია ყოფილა და იმის შედეგები ზოგი ვიცით, ზოგი არ ვიცით. დღეს, რაკი არავინ არ იცის მისი ბუნება, როგორ იმოქმედებს, მითუმეტეს ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ. ჩვენ ვიცით ქრისტეს, ეკლესიის ბუნება და ამითი ვხელმძღვანელობთ და ეს არის მთავარი პრინციპი ჩვენთვის სამოქმედო. მაგრამ კონკრეტულ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ერთ მოძღვართან ერთ მითითებას მიიღებს, მეორესთან საპირისპიროს, სხვადასხვა ეპარქიაში ან სხვადასხვა ეკლესიაში, სხვადასხვა გადაწყვეტილებები არის ერთი და იგივე პრობლემასთან დაკავშირებით, ეს დამაბნეველი ხდება",-განაცხადა მეუფემ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"