წმინდა მამების სწავლებით ყველა სნეულება, ყველა მწარე წამალი, მწარე გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში გვხვდება, შემთხვევით არ არის. ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ეს ან უფლის ნებით ხდება ან უფლის დაშვებით, რასაც ჩვენს თავზე დაუდევრობით და უგუნურებით მოვიწევთ.
"უფლისთვის მთავარი არ არის ჩვენი გარეგნული მოქმედებები, არამედ შინაგანად როგორ ვიცვლებით. ახლა ჩვენ უმძიმესი პერიოდი გვაქვს ვირუსის გამო მსოფლიოშიც და ჩვენს ქვეყანაშიც. წმინდა მამების სწავლებით ყველა სნეულება, ყველა მწარე წამალი, მწარე გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში გვხვდება, ეს შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში, ოჯახის ცხოვრებაში, მთელი ერის ცხოვრებაში ეს შემთხვევით არ არის. ან უფლის ნებით ხდება ან უფლის დაშვებით ხდება, რასაც მოვიწევთ ჩვენს თავზე დაუდევრობით და უგუნურებით. ეს მწარე გაკვეთილები მოევლინება ადამიანს რომ ის გონს მოვიდეს, დაფიქრდეს, ამით უფალი რაღაცას ეუბნება. ამაზე უნდა დავფიქრდეთ. უფალმა ინებოს, რომ მოგვეცეს მოშურნეობა, გონიერება და სურვილი, ამ მადლის მოხვეჭის და უფალთან დაახლოების. ეს არის გზა ჭეშმარიტებისა და სასუფევლის დამკვიდრებისა", - განაცხადა მეუფე შიომ.
მეუფე შიომ გრიგოლ პალამას კვირიაკეს შესახებ იქადაგა და აღნიშნა, რომ მარხვის და ლოცვის მთავარი არსი არის სულიწმინდის მადლის მოხვეჭა, რითაც თანაზიარი ვხდებით ღმერთის ბუნების.
"ამ ენერგიას და მადლს ადამიანი სარწმუნოებრივი მოღვაწეობის გარეშე ვერ მოიხვეჭს", - განაცხადა მეუფე შიომ.
ამას უსმენს ქართველი ან ადამიანი და არ გააჩნია კითხვები? უფალი დედამიწაზე ადამიანია და მკურნავი. ფიზიკურად აქ, რომ იყოს უფალი ჩვენთან ის კი არ დაიმალებოდა სკვევრსა, თუ ბუნაგში, არამედ ივლიდა სკაფანდრების გარეშე და იქნებოდა მკურნალობის გაგებასა და მსახურებაში. მეუფე შიო, ისე როგორც სხვა მეუფეები ფორმალურად უფლის ხარისხშია, ანუ ფორმალურად უფლის უნარსა და გაგებაშია, ხოლო რაელობაში გადაგებს ანტიუფალის გაგებას. ანუ უფალი უვლენს განსაცდელს ადამიანს, რომ მერე რა მოხდეს? ან სადმე მაჩვენეთ უფლის ცხოვრებასა და გაგებაში ეს ეპიზოდი თუ გაგება და მერე გავჩუმდები. ან საქმედია შენ ამიხსენი ეს ქადაგება, თუ არა ესაა ბოდვის ნიმუში, რომელიც საქართველოში საღდება წამლად და ამ წამლობის შედეგია საშინელი. ამდენად, რა და ვის ქადაგებებს აქვს ჩვენთან უფლის სახელით ადგილი და რა ამოხსნები ეძლევა ადამიანებს უფლისა და მართლის სახელით ესაა ის საწამლავი, რომლის რეალობა ეს ქვეყანაა, და რომელსაც ხვალე არ გააჩნია. დიდება უფალს!