Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რესპუბლიკურის საკარანტინო ზონაში დაკვირვების ქვეშ 38 მოქალაქეა - მათგან ცხელება მხოლოდ 4 პაციენტს აქვს
რესპუბლიკურის საკარანტინო ზონაში დაკვირვების ქვეშ 38 მოქალაქეა - მათგან ცხელება მხოლოდ 4 პაციენტს აქვს

რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ამ­ჟა­მად 38 მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან გო­ფო­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, მათ­გან ცხე­ლე­ბა მხო­ლოდ 4 პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა.

„ამ­ჟა­მად რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 38 მო­ქა­ლა­ქეა დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ. მთე­ლი შა­ბა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მოძ­რა­ო­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი გა­ვუშ­ვით ბი­ნა­ზე, და­უმ­თავ­რდათ იზო­ლა­ცი­ის ვადა, ვი­საც კა­რან­ტი­ნის 14 დღი­ა­ნი ვადა ამო­ე­წუ­რა, ისი­ნი წა­ვიდ­ნენ ბი­ნა­ზე და მათ ნაც­ვლად მო­იყ­ვა­ნეს სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბი. გუ­შინ იყო 29, გუ­შინ წა­ვი­და და­ახ­ლო­ე­ბით 10-მდე პა­ცი­ენ­ტი თუ 11. მათ ნაც­ვლად დღის და ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვი­ღეთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც გად­მოკ­ვე­თეს გუ­შინ სა­ზღვა­რი“, - გა­ნა­ცხა­და გო­ფო­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ცხე­ლე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბათ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ არი­ან.

„რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, მარ­ტო 4 პა­ცი­ენტს აქვს ცხე­ლე­ბა, ასე ვთქვათ, მეტ-ნაკ­ლე­ბი ცხე­ლე­ბა და ისი­ნი ახლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ არი­ან. ერთ-ერთ მათ­განს კვლე­ვაც ჩა­უ­ტარ­და რენდგე­ნო­ლო­გი­უ­რი რომ არა­ფე­რი გა­მოგ­ვე­პა­როს, და­ნარ­ჩე­ნებს და­ბა­ლი ცხე­ლე­ბა აქვთ სა­დღაც 37-37.5-ის ფარ­გლებ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად, მაგ­რამ რა თქმა უნდა, ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯერ არც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გაშ­ვე­ბა და ბი­ნა­ზე გა­წე­რა არ იგეგ­მე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა, ზოგს ძა­ლი­ან მალე გა­უ­ვა უკვე ვადა ამ ორ­კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის“,- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გო­ფო­ძემ.

ავტორი:

რესპუბლიკურის საკარანტინო ზონაში დაკვირვების ქვეშ 38 მოქალაქეა - მათგან ცხელება მხოლოდ 4 პაციენტს აქვს

რესპუბლიკურის საკარანტინო ზონაში დაკვირვების ქვეშ 38 მოქალაქეა - მათგან ცხელება მხოლოდ 4 პაციენტს აქვს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 38 მოქალაქე იმყოფება. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მათგან ცხელება მხოლოდ 4 პაციენტს აღენიშნება.

„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 38 მოქალაქეა დაკვირვების ქვეშ. მთელი შაბათის განმავლობაში იყო მოძრაობა, მოქალაქეების ნაწილი გავუშვით ბინაზე, დაუმთავრდათ იზოლაციის ვადა, ვისაც კარანტინის 14 დღიანი ვადა ამოეწურა, ისინი წავიდნენ ბინაზე და მათ ნაცვლად მოიყვანეს სხვა პაციენტები. გუშინ იყო 29, გუშინ წავიდა დაახლოებით 10-მდე პაციენტი თუ 11. მათ ნაცვლად დღის და ღამის განმავლობაში მივიღეთ ადამიანები, რომლებმაც გადმოკვეთეს გუშინ საზღვარი“, - განაცხადა გოფოძემ.

მისივე თქმით, პაციენტები, რომლებსაც ცხელება აღენიშნებათ, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან.

„რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მარტო 4 პაციენტს აქვს ცხელება, ასე ვთქვათ, მეტ-ნაკლები ცხელება და ისინი ახლა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან. ერთ-ერთ მათგანს კვლევაც ჩაუტარდა რენდგენოლოგიური რომ არაფერი გამოგვეპაროს, დანარჩენებს დაბალი ცხელება აქვთ სადღაც 37-37.5-ის ფარგლებში ტრადიციულად, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ პაციენტების ჯერ არც თვითიზოლაციაში გაშვება და ბინაზე გაწერა არ იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ზოგს ძალიან მალე გაუვა უკვე ვადა ამ ორკვირიანი კარანტინის“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"