სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგარეო უწყება - თურქეთ-საქართველოს შორის ფრენები 20 მარტამდე გახანგრძლივდა
საგარეო უწყება - თურქეთ-საქართველოს შორის ფრენები 20 მარტამდე გახანგრძლივდა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ფრე­ნე­ბი გა­ხან­გრძლივ­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 20 მარ­ტის 24:00 სა­ა­თამ­დე.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ფრე­ნე­ბის გა­უქ­მე­ბას თურ­ქე­თის მხა­რე სა­ქარ­თვე­ლოს­თან 14 მარ­ტი­დან გეგ­მავ­და, თუმ­ცა შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად ვადა გა­ხან­გრძლივ­და.

„თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კამ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში და­ა­წე­სა მთე­ლი რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი, რო­გორც “თურ­ქე­თის ავი­ა­ხა­ზე­ბის” სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნებ­ზე, ისე სახ­მე­ლე­თო სა­ზღვარ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის მხრივ. მათ შო­რის, რო­გორც ცნო­ბი­ლია სა­ქარ­თვე­ლო და თურ­ქე­თი შე­თან­ხმდნენ შე­ზღუ­დონ ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა სახ­მე­ლე­თო სა­ზღვარ­ზე სარ­ფის სა­ბა­ჟო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტის გავ­ლით. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვა არ ეხე­ბა ტვირთბ­რუნ­ვას.

ამას­თან ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ხალ­ხთა­შო­რი­სი და საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ რომ ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას გა­ნაგ­რძობს ვა­ლე­სა და კარ­წა­ხის გა­და­სას­ვლე­ლი პუნ­ქტე­ბი.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კამ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ზო­მე­ბის ფარ­გლებ­ში უკვე გა­ა­უქ­მა ავი­ა­მი­მოს­ვლა მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მ.წ. 14 მარ­ტი­დან იგეგ­მე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. თუმ­ცა ორი­ვე მხა­რემ ერ­თობ­ლი­ვი შე­თან­ხმე­ბით მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ფრე­ნე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის მიმ­დი­ნა­რე წლის 20 მარ­ტის 24:00 სა­ა­თამ­დე.

ამას­თან, დღე­ი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მთავ­რო­ბე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის მი­მოს­ვლა მხო­ლოდ ორი - ლა­გო­დე­ხი­სა და წი­თე­ლი ხი­დის სა­სა­ზღვრო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უც­ვლე­ლი რჩე­ბა 14 მარ­ტი­დან დრო­ე­ბით და­წე­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ორი­ვე მხა­რე მხო­ლოდ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლის მქო­ნე სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ქვე­ყა­ნა­ში შე­უ­ფერ­ხე­ბელ შეს­ვლას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

შე­ზღუდ­ვე­ბი არ ვრცელ­დე­ბა სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვებ­ზე.

ინნა
1

თურქეთში დაფიქსირდა უკვე კორონავირუსის 6 შემთხვევა, ამასთანავე ხვალ და ზეგ თურქეთში უნდსა დაბრუნდნენ 21 000 თურქეთის მოქალაქე საუდის არაბეთიდან, რომლებიც წმინდა ადგილების მოსალოცად იყვნენ. ისინი კიდევ უფრო გაამწვავებენ სიტუაციას, ადგილზეც შეიმჩნევა თურქეთში კორონავირუსის ზრდა და თუ საქართველოში 20 მდე იფრენენ 5 დღეში ბევრ უბედურებას შემოიტანენ. გააუქმეთ დღესვე, თორემ ისევ საქართველო დაზარალდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

საგარეო უწყება - თურქეთ-საქართველოს შორის ფრენები 20 მარტამდე გახანგრძლივდა

საგარეო უწყება - თურქეთ-საქართველოს შორის ფრენები 20 მარტამდე გახანგრძლივდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთ-საქართველოს შორის შეთანხმების თანახმად ორ ქვეყანას შორის ფრენები გახანგრძლივდება მიმდინარე წლის 20 მარტის 24:00 საათამდე.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფრენების გაუქმებას თურქეთის მხარე საქართველოსთან 14 მარტიდან გეგმავდა, თუმცა შეთანხმების თანახმად ვადა გახანგრძლივდა.

„თურქეთის რესპუბლიკამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში დააწესა მთელი რიგი შეზღუდვები, როგორც “თურქეთის ავიახაზების” საერთაშორისო ფრენებზე, ისე სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების მხრივ. მათ შორის, როგორც ცნობილია საქართველო და თურქეთი შეთანხმდნენ შეზღუდონ ფიზიკური პირების გადაადგილება სახმელეთო საზღვარზე სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ტვირთბრუნვას.

ამასთან ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური ხალხთაშორისი და საქმიანი კავშირების გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ რომ ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის გადასასვლელი პუნქტები.

გასათვალისწინებელია, რომ თურქეთის რესპუბლიკამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომების ფარგლებში უკვე გააუქმა ავიამიმოსვლა მრავალი ქვეყნის მიმართულებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მ.წ. 14 მარტიდან იგეგმებოდა საქართველოსთან დაკავშირებითაც. თუმცა ორივე მხარემ ერთობლივი შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება ფრენების გახანგრძლივების მიმდინარე წლის 20 მარტის 24:00 საათამდე.

ამასთან, დღეიდან, საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობების მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა მხოლოდ ორი - ლაგოდეხისა და წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მეშვეობით განხორციელდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უცვლელი რჩება 14 მარტიდან დროებით დაწესებული რეჟიმი, რომლის თანახმადაც, ორივე მხარე მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას უზრუნველყოფს.

შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.

როგორია საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენების განრიგი? - საგარეო უწყება ცხრილს აქვეყნებს

Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან რამდენიმე ქვეყანაში ფრენებს აჩერებს

"თიბისის" გენერალური დირექტორი ბანკის მიერ სამთვიან საშეღავათო პერიოდის დაწესებაზე განმარტებებს აკეთებს