აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა.
მისივე თქმით, ტესტირება პარასკევს ღამით გაიკეთა.
ტრამპის განცხადებით, შედეგები ჯერ არ იცის და პასუხებს ჩვეულებრივ 1-2 დღე სჭირდება.
ცნობისთვის, გუშინ ტრამპმა მედიასთან განაცხადა, რომ კორონავირუსზე ტესტს, სავარაუდოდ, ჩაიტარებდა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რატომ არ იკეთებდა ტესტს, მაშინ, როცა კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან.
შეგახსენებთ, ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. CNN-ის ინფორმაციით, ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანი დაესწრო სადილს, რომელსაც ტრამპმა უმასპინძლა ფლორიდაში.