საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს.
"აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები", - ნათქვამია ინფორმაციაში.