ათენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, საქართველოს საელჩო და საკონსულო ათენში მუდმივ კავშირზე არიან პაციენტთან. მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა და იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.