საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 30 შემთხვევაა დადასტურებული.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამავე ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-54.
ცნობისთვის, აქამდე საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ 25 შემთხვევა იყო, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.
დღეს გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ მასთან ტესტირება განმეორდა "კოვიდ 19-ზე" პასუხი უაროფითი მიიღეს.