ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ მასთან ტესტირება განმეორდა "კოვიდ 19-ზე" პასუხი უაროფითი მიიღეს.

"იცით, რომ პირველი პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, ეს იყო 26 თებერვალი, მასთან ტესტი მე-14 დღეს გაკეთდა და მაშინ მივიღეთ პასუხი მცირე კონცენტრაციით. მასთან ტესტირება გუშინ განმეორდა და პასუხი მივიღეთ უარყოფითი. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ წესის მიხედვით, პროტოკოლურად აუცილებელია, რომ 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ტესტირება და თუ მეორედაც უარყოფით პასუხს მვიიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია. იმედი გვაქვს, რომ ეს მართლაც ასე იქნება", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ 25 შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

ლუგარის ლაბორატორიაში ამ დრომდე სულ 600 შესაძლო შემთხვევის ნიმუში იქნა გატესტილი. ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 438 ადამიანი, 1100 კი - თვითიზოლაციაში. 70 პაციენტი იმყოფება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"