მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსის შემთხვევათა მატება ჩვენთანაც დაფიქსირდება - არ უნდა მივეცეთ პანიკას, ინფექციას მსოფლიო დაძლევს" - გამყრელიძე
"კორონავირუსის შემთხვევათა მატება ჩვენთანაც დაფიქსირდება - არ უნდა მივეცეთ პანიკას, ინფექციას მსოფლიო დაძლევს" - გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპიდსი­ტუ­ა­ცია მთელს მსოფ­ლი­ო­ში უა­რეს­დე­ბა. მისი თმით, სა­ქარ­თვე­ლო გლო­ბა­ლუ­რი სამ­ყა­როს ნა­წი­ლია, ამი­ტომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის და­ფიქ­სი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც გა­იზ­რდე­ბა.

გამ­ყრე­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ი­სა, პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, რად­გან მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუსს დაძ­ლევს.

"როცა ეპი­დე­მია არის, პიკი რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის დგე­ბა. მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ შემ­თხვე­ვა­თა ზრდა გვექ­ნე­ბა, რად­გან შემ­თხვე­ვა­თა ქვეს­ვლა არის მხო­ლოდ ჩი­ნეთ­ში, ხოლო ყველ­გან ჩი­ნეთს გა­რეთ და უკვე 127 ქვე­ყა­ნა­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცია. ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვა ჩი­ნეთ­თან ერ­თად გახ­ლავთ უკვე 140 000, ანუ 60 000 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და უკვე ჩი­ნეთს გა­რეთ.

დღეს, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ფიქ­სირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ზრდა, ანუ ეპიდსი­ტუ­ა­ცია უა­რეს­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ ვართ გლო­ბა­ლუ­რი სამ­ყა­როს ნა­წი­ლი და რა თქმა უნდა, ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ­თან და­ფიქ­სირ­დე­ბა შემ­თხვე­ვა­თა მა­ტე­ბა, მაგ­რამ ამის­თვის უნდა იყოს ყო­ველ­მხრი­ვი მზა­დე­ბა. ჩვენ არ უნდა მი­ვე­ცეთ პა­ნი­კას იმი­ტომ, რომ ამ ინ­ფექ­ცი­ას მსოფ­ლიო დაძ­ლევს. ერ­თდერ­თი გახ­ლავთ ის, რომ ყვე­ლამ უნდა ვი­მუ­შა­ოთ რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით. ერთი გახ­ლავთ ის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვამ­ცი­როთ ინ­ფექ­ცი­ის შე­მო­ტა­ნა და აუ­ცი­ლებ­ლად და­ვიც­ვათ სა­კა­რან­ტი­ნო, ასე­ვე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 25 შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გევ­რდზე stopcov.ge-ზე არის გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ამას­თან, ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში 314 ადა­მი­ა­ნია, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას 63 ადა­მი­ა­ნი გა­დის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"კორონავირუსის შემთხვევათა მატება ჩვენთანაც დაფიქსირდება - არ უნდა მივეცეთ პანიკას, ინფექციას მსოფლიო დაძლევს" - გამყრელიძე

"კორონავირუსის შემთხვევათა მატება ჩვენთანაც დაფიქსირდება - არ უნდა მივეცეთ პანიკას, ინფექციას მსოფლიო დაძლევს" - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაცია მთელს მსოფლიოში უარესდება. მისი თმით, საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია, ამიტომ ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაშიც გაიზრდება.

გამყრელიძის შეფასებით, მიუხედავად ეპიდსიტუაციისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან მსოფლიო კორონავირუსს დაძლევს.

"როცა ეპიდემია არის, პიკი რა თქმა უნდა, ყოველთვის დგება. მე შემიძლია გითხრათ, რომ შემთხვევათა ზრდა გვექნება, რადგან შემთხვევათა ქვესვლა არის მხოლოდ ჩინეთში, ხოლო ყველგან ჩინეთს გარეთ და უკვე 127 ქვეყანაშია დაფიქსირებული ინფექცია. ინფექციის შემთხვევა ჩინეთთან ერთად გახლავთ უკვე 140 000, ანუ 60 000 შემთხვევა დაფიქსირდა უკვე ჩინეთს გარეთ.

დღეს, ყველა ქვეყანაში ფიქსირდება სერიოზული ზრდა, ანუ ეპიდსიტუაცია უარესდება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ჩვენთან დაფიქსირდება შემთხვევათა მატება, მაგრამ ამისთვის უნდა იყოს ყოველმხრივი მზადება. ჩვენ არ უნდა მივეცეთ პანიკას იმიტომ, რომ ამ ინფექციას მსოფლიო დაძლევს. ერთდერთი გახლავთ ის, რომ ყველამ უნდა ვიმუშაოთ რამდენიმე მიმართულებით. ერთი გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ინფექციის შემოტანა და აუცილებლად დავიცვათ საკარანტინო, ასევე თვითიზოლაციის პირობები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 314 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 63 ადამიანი გადის.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"