ევროპა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ეპიცენტრი გახდა , - ამ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ავრცელებს.
მისი თქმით, ევროპაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ეს ჩინეთში ეპიდემიის პიკის დროს იყო. მან მსოფლიო ლიდერებს კორონოვირუსის წინააღმდეგ მთელი ძალისხმევით ბრძოლისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიოში 5 123 ადამიანი ემსხვერპლა.