მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვობაში ზღაპრების პარალელურად სამეცნიერო ენციკლოპედიებს ვათვალიერებდი" - წარმატებული სტუდენტის ისტორია, რომელსაც მეცნიერობა სურს
"ბავშვობაში ზღაპრების პარალელურად სამეცნიერო ენციკლოპედიებს ვათვალიერებდი" - წარმატებული სტუდენტის ისტორია, რომელსაც მეცნიერობა სურს

"ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­უ­კე­თე­სო პლაც­დარ­მია სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის და სწავ­ლის ევ­რო­პულ თუ ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­საგ­რძე­ლებ­ლად", - ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ტი­კი­სა და მარ­თვის სის­ტე­მე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სა­ინ­ჟინ­რო ფი­ზი­კის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტი დაჩი ოქ­რო­პი­რი­ძე.

2019–2020 სას­წავ­ლო წელს, ის ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი ხი­დის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ორი პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლეა:

"პირ­ვე­ლი - Quali Start-up lectures INM4 (სა­მე­დი­ცი­ნო ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტი, იუ­ლი­ხი, გერ­მა­ნია) სა­დაც და­ვეს­წა­რი ლექ­ცი­ებს MRI, PET და სხვა სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­სა­ხებ, ხოლო მე­ო­რე - ერთ თვი­ა­ნი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მა IKP2-ში (ბირ­თვუ­ლი ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტი, იუ­ლი­ხი, გერ­მა­ნია), სა­დაც მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა მე­მუ­შა­ვა COSY (The COoler SYnchrtron) ამაჩ­ქა­რე­ბელ­ზე მიმ­დი­ნა­რე Electric Dipole Moment Investigation ექ­სპე­რი­მენტზე" - აცხა­დებს დაჩი ოქ­რო­პი­რი­ძე და სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბე­ბის "ფურ­მუ­ლის" შე­სა­ხებ ვრცლად სა­უბ­რობს.

ფაქ­ტია, დღეს წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენტს ფი­ზი­კის მეც­ნი­ე­რე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ბავ­შვო­ბი­დან­ვე ჰქონ­და.

"ფი­ზი­კა ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და, ზღაპ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სულ ვკი­თხუ­ლობ­დი და ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი ას­ტრო­ნო­მი­ი­სა და სხვა სა­მეც­ნი­ე­რო ენ­ციკ­ლო­პე­დი­ებს, სხვა­თა­შო­რის უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ კარ­გი ზღაპ­რე­ბი ძა­ლი­ან ან­ვი­თა­რებს ადა­მი­ა­ნის წარ­მო­სახ­ვის უნარ­სა და კრე­ა­ტი­ულ აზ­როვ­ნე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩემი ინ­ტე­რე­სე­ბის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა ნა­წი­ლობ­რივ გა­ნა­პი­რო­ბა მა­შინ­დელ­მა და­სავ­ლურ­მა კინო ინ­დუსტრი­ამ, ჩემს ბავ­შვო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო Star Wars, Star Trek, Matrix.

ად­რინ­დე­ლი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე მე-7 გიმ­ნა­ზი­ა­ში, შემ­დგომ კი გა­და­ვე­დი კო­მა­რო­ვის სკო­ლა­ში, სა­დაც ჩემი ფი­ზი­კი­სად­მი ინ­ტე­რე­სი უფრო მე­ტად გაღ­რმავ­და და სა­ბო­ლო­ოდ, ეს პრო­ფე­სია ავირ­ჩიე. შე­ჯა­მე­ბის­თვის, ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კი­თხე­ბი, რო­გორ "მუ­შა­ობს" სამ­ყა­რო, რა ფუნ­და­მენ­ტუ­რი ძა­ლე­ბი და რა კა­ნო­ნე­ბი მარ­თავს ჩვენს რე­ა­ლო­ბას, რო­გორ შე­იქ­მნა ის და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა ყვე­ლაფ­რის მი­მართ ჩვენს გარ­შე­მო, არის ძი­რი­თა­დი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბი, თუ რა­ტომ ავირ­ჩიე ეს პრო­ფე­სია", - ამ­ბობს დაჩი ოქ­რო­პი­რი­ძე.

მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტი ინ­ტერ­ვი­უს დროს იმ ადა­მი­ა­ნებ­ზეც ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას, ვინც მას პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას და­ეხ­მა­რა და მათი აზრი გა­ით­ვა­ლის­წი­ნა:

"ზო­გა­დად მი­მაჩ­ნია, რომ რამ­დე­ნა­დაც ადა­მი­ა­ნი თვი­თონ გა­ნა­გებს სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას და მო­მა­ვალს, გა­რე­მო ფაქ­ტო­რებს კო­ლო­სა­ლუ­რი გავ­ლე­ნა აქვს ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე - ბავ­შვო­ბი­დან­ვე სწო­რი აღ­ზრდა, ინ­ტერ­სე­ბის სწო­რი გაღ­ვი­ვე­ბა და სწო­რი გა­რე­მო არის, ადა­მი­ა­ნის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მავ­ლი­სათ­ვის. ეს ტვირ­თი, მეტ­წი­ლად, სწო­რედ მშობ­ლებ­სა და პე­და­გო­გებ­ზე მო­დის.

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო დე­და­ჩე­მის წვლი­ლი ჩემს არ­ჩე­ვან­ში, იგი მა­მა­რა­გებ­და ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბით ბავ­შვო­ბი­დან­ვე, სი­მარ­თლე გი­თხრათ არ მახ­სოვს პირ­ვე­ლად ას­ტრო­ნო­მი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დია მე მო­ვი­თხო­ვე თუ მან მა­ჩუ­ქა, თუმ­ცა ორი­ვე შემ­თვე­ვა­ში, ეს იყო კრი­ტი­კუ­ლად სწო­რი მიდ­გო­მა, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ დროს, როცა ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და ოჯახ­ში. მისი და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნის გამო გა­დავ­წყვი­ტე კო­მა­როვ­ში გა­დას­ვლაც.

ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩემ­მა აღ­მზრდელ­მა ბე­ბი­ამ. შე­უძ­ლე­ბე­ლია გად­მოგ­ცეთ, რამ­დე­ნი შრო­მა და სიყ­ვა­რუ­ლი აქვს მას ჩემ­ში ჩა­დე­ბუ­ლი, იგი არის ალ­ბათ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი პე­და­გო­გი, მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და შე­დე­გი­ა­ნი მიდ­გო­მე­ბით.

სკო­ლა უდი­დეს როლს თა­მა­შობს ბავ­შვის აღ­ზრდა­ში. კო­მა­როვ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი, კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი მყავ­და, თა­ვი­სი სა­კი­თხი­სა და საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, თუმ­ცა გა­მო­ვარ­ჩევ­დი ჩემს მა­თე­მა­ტი­კი­სა და ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლებ­მაც გა­აღ­ვი­ვეს ჩემ­ში ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა ამ საგ­ნე­ბის მი­მართ. უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­რი­ოდ­ში, ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ ქე­თე­ვან კო­ტე­ტიშ­ვილს, პრო­ფე­სორ გია ნა­ბახ­ტი­ანს და სხვა პრო­ფე­სო­რებს, რომ­ლებ­მაც დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ჩემს გა­ნათ­ლე­ბა­ში (არ მინ­და ვინ­მე გა­მომ­რჩეს, ამი­ტომ არ ჩა­მოვ­თვლი).

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო პრო­ფე­სო­რი ქე­თე­ვან კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ღვაწ­ლი, არა­მარ­ტო ჩემს, არა­მედ ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ო­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ში, სამ­წუ­ხა­როდ ნაკ­ლე­ბად შე­სამ­ჩნე­ვი არი­ან მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახალ­გაზ­რდებს და მო­მა­ვალ თა­ო­ბას მუხლჩა­უხ­რე­ლად უკა­ფა­ვენ გზას წარ­მა­ტე­ბის­კენ. ანა­ლო­გი­უ­რი ღვაწ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი მხა­რის მხრი­დან დოქ­ტორ ან­დრო კა­ჭა­რა­ვას მი­უ­ძღვის. ეს და კი­დევ, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბის აკა­დე­მი­ურ თუ სა­მეც­ნი­ე­რო ფრონტზე და სრუ­ლი­ად უან­გა­როდ ცდი­ლო­ბენ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის წარ­მა­ტე­ბას ხელი შე­უ­წყონ. ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ხი­დის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი სწო­რედ მათი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გად ხორ­ცი­ელ­დე­ბა და უამ­რავ ახალ­გაზ­რდას ეძ­ლე­ვა შან­სი თვალ­სა­წი­ე­რი გა­ი­ფარ­თო­ვოს“, - ამ­ბობს დაჩი ოქ­რო­პი­რი­ძე და სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბე­ბის გან­ცდე­ბის შე­სა­ხებ გულ­წრფე­ლად სა­უბ­რობს.

გარ­და ამი­სა, დაჩი ოქ­რო­პი­რი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ თუ ადა­მი­ა­ნი მონ­დო­მე­ბუ­ლია და შრო­მის­მოყ­ვა­რე, ის აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს წარ­მა­ტე­ბას. თუმ­ცა, მან პრობ­ლე­მე­ბიც გა­და­ლა­ხა.

"სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში მეც­ნი­ე­რე­ბა არც თუ ისე პერ­სპექ­ტი­ულ სფე­როდ მო­ი­აზ­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ფუნ­და­მენ­ტუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მას­შტა­ბურ ექ­სპე­რი­მენ­ტებ­სა და კვლე­ვებს დიდი ბი­უ­ჯე­ტი და რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა, რომ­ლის მო­პო­ვე­ბაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია. მსგავ­სი ტი­პის პრო­ექ­ტე­ბი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბი­სათ­ვის უდი­დე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. ამ პრო­ექ­ტებ­ში მოხ­ვედ­რი­სათ­ვის დიდი შრო­მა დამ­ჭირ­და და შე­სა­ბა­მი­სად ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­თაც ვე­კი­დე­ბო­დი. სი­მარ­თლე, გი­თხრათ მქონ­და გან­ცდა, რომ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და იქა­უ­რი ტემ­პი­სათ­ვის ფე­ხის აწყო­ბა, იქ­ნე­ბო­და სირ­თუ­ლე­ე­ბი და ვერ შევ­ძლებ­დი სა­კი­თხე­ბის დაძ­ლე­ვას. თუმ­ცა, ჩას­ვლის დღი­დან­ვე ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლად დამ­ხვდნენ, ატ­მოს­ფე­რო არის ძა­ლი­ან მშვი­დი და მე­გობ­რუ­ლი, ბევ­რგან მი­მუ­შა­ვია და მსგავ­სი სა­მუ­შაო გა­რე­მო არ­სად არ მქო­ნია.

სა­კი­თხე­ბის სირ­თუ­ლეს რაც შე­ე­ხე­ბა, ცხა­დია მარ­ტი­ვი არ არის, მაგ­რამ მონ­დო­მე­ბი­თა და შრო­მით და­უძ­ლე­ვე­ლი არა­ფე­რია. ძა­ლი­ან დიდ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ­დი იქ მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლე­ბის მხრი­დან. ზო­გა­დად იუ­ლიხ­ში პა­ტა­რა ქარ­თუ­ლი “Community” არის, რო­მე­ლიც რა­ღაც მხრივ გეხ­მა­რე­ბა დაძ­ლიო სხვა­დას­ხვა გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რა­საც ადა­მი­ა­ნი აწყდე­ბა უცხო გა­რე­მო­ში მარ­ტო ყოფ­ნი­სას. ამ პრო­ექ­ტე­ბის მან­ძილ­ზე კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რომ მეც­ნი­ე­რე­ბა არის ის მი­მარ­თუ­ლე­ბა რა­საც მინ­და ჩემი მო­მა­ვა­ლი კა­რი­ე­რა და­ვუ­კავ­ში­რო, სა­მუ­შაო-შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არის გა­რე­მო რო­მე­ლიც არის გა­დამ­წყვე­ტი შე­დე­გი­ა­ნო­ბი­სათ­ვის. და­სა­ნა­ნია, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი, ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ პო­უ­ლობს მის სა­სურ­ველ პრო­ფე­სი­ას, ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხვე­ვა ვიცი ჩემს გარ­შე­მო, რო­დე­საც ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბი (მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით) იც­ვლი­ან პრო­ფე­სი­ას და გა­და­დი­ან ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, რათა ნი­ჭი­ერ­მა ახალ­გაზ­რდე­ბა შეძ­ლონ მათი თა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცია, რაც გრძელ ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მა­ტე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა“, - აღ­ნიშ­ნა სტუ-ის მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტმა დაჩი ოქ­რო­პი­რი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ბავშვობაში ზღაპრების პარალელურად სამეცნიერო ენციკლოპედიებს ვათვალიერებდი" - წარმატებული სტუდენტის ისტორია, რომელსაც მეცნიერობა სურს

"ბავშვობაში ზღაპრების პარალელურად სამეცნიერო ენციკლოპედიებს ვათვალიერებდი" - წარმატებული სტუდენტის ისტორია, რომელსაც მეცნიერობა სურს

"ტექნიკური უნივერსიტეტი საუკეთესო პლაცდარმია საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობისათვის და სწავლის ევროპულ თუ ამერიკულ უნივერსიტეტებში გასაგრძელებლად", - ამბობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი დაჩი ოქროპირიძე.

2019–2020 სასწავლო წელს, ის ქართულ-გერმანული ხიდის ფარგლებში განხორციელებული ორი პროექტის მონაწილეა:

"პირველი - Quali Start-up lectures INM4 (სამედიცინო ფიზიკის ინსტიტუტი, იულიხი, გერმანია) სადაც დავესწარი ლექციებს MRI, PET და სხვა სამედიცინო ტექნოლოგიების შესახებ, ხოლო მეორე - ერთ თვიანი გაცვლითი პროგრამა IKP2-ში (ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი, იულიხი, გერმანია), სადაც მომეცა საშუალება მემუშავა COSY (The COoler SYnchrtron) ამაჩქარებელზე მიმდინარე Electric Dipole Moment Investigation ექსპერიმენტზე" - აცხადებს დაჩი ოქროპირიძე და საკუთარი წარმატებების "ფურმულის" შესახებ ვრცლად საუბრობს.

ფაქტია, დღეს წარმატებულ სტუდენტს ფიზიკის მეცნიერებისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე ჰქონდა.

"ფიზიკა ბავშვობიდან მიყვარდა, ზღაპრების პარალელურად სულ ვკითხულობდი და ვათვალიერებდი ასტრონომიისა და სხვა სამეცნიერო ენციკლოპედიებს, სხვათაშორის უნდა აღვნიშნო, რომ კარგი ზღაპრები ძალიან ანვითარებს ადამიანის წარმოსახვის უნარსა და კრეატიულ აზროვნებას. აღსანიშნავია, რომ ჩემი ინტერესების ამ მიმართულებით განვითარება ნაწილობრივ განაპირობა მაშინდელმა დასავლურმა კინო ინდუსტრიამ, ჩემს ბავშვობაში განსაკუთრებით პოპულარული იყო Star Wars, Star Trek, Matrix.

ადრინდელი სასკოლო განათლება მივიღე მე-7 გიმნაზიაში, შემდგომ კი გადავედი კომაროვის სკოლაში, სადაც ჩემი ფიზიკისადმი ინტერესი უფრო მეტად გაღრმავდა და საბოლოოდ, ეს პროფესია ავირჩიე. შეჯამებისთვის, ფუნდამენტური საკითხები, როგორ "მუშაობს" სამყარო, რა ფუნდამენტური ძალები და რა კანონები მართავს ჩვენს რეალობას, როგორ შეიქმნა ის და ცნობისმოყვარეობა ყველაფრის მიმართ ჩვენს გარშემო, არის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზები, თუ რატომ ავირჩიე ეს პროფესია", - ამბობს დაჩი ოქროპირიძე.

მე-4 კურსის სტუდენტი ინტერვიუს დროს იმ ადამიანებზეც ამახვილებს ყურადღებას, ვინც მას პროფესიის არჩევისას დაეხმარა და მათი აზრი გაითვალისწინა:

"ზოგადად მიმაჩნია, რომ რამდენადაც ადამიანი თვითონ განაგებს საკუთარ ცხოვრებას და მომავალს, გარემო ფაქტორებს კოლოსალური გავლენა აქვს ადამიანის განვითარებაზე - ბავშვობიდანვე სწორი აღზრდა, ინტერსების სწორი გაღვივება და სწორი გარემო არის, ადამიანის წარმატებული მომავლისათვის. ეს ტვირთი, მეტწილად, სწორედ მშობლებსა და პედაგოგებზე მოდის.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო დედაჩემის წვლილი ჩემს არჩევანში, იგი მამარაგებდა ენციკლოპედიებით ბავშვობიდანვე, სიმართლე გითხრათ არ მახსოვს პირველად ასტრონომიის ენციკლოპედია მე მოვითხოვე თუ მან მაჩუქა, თუმცა ორივე შემთვევაში, ეს იყო კრიტიკულად სწორი მიდგომა, რამაც განაპირობა ჩემი ინტერესების განვითარება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ძალიან გვიჭირდა ოჯახში. მისი დაჟინებული თხოვნის გამო გადავწყვიტე კომაროვში გადასვლაც.

ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემმა აღმზრდელმა ბებიამ. შეუძლებელია გადმოგცეთ, რამდენი შრომა და სიყვარული აქვს მას ჩემში ჩადებული, იგი არის ალბათ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი პედაგოგი, მშვიდი, გაწონასწორებული და შედეგიანი მიდგომებით.

სკოლა უდიდეს როლს თამაშობს ბავშვის აღზრდაში. კომაროვში ძალიან ბევრი, კარგი მასწავლებელი მყავდა, თავისი საკითხისა და საქმის პროფესიონალები, თუმცა გამოვარჩევდი ჩემს მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლებს, რომლებმაც გააღვივეს ჩემში ცნობისმოყვარეობა ამ საგნების მიმართ. უნივერსიტეტის პერიოდში, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ქეთევან კოტეტიშვილს, პროფესორ გია ნაბახტიანს და სხვა პროფესორებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს განათლებაში (არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ამიტომ არ ჩამოვთვლი).

განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნო პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილის ღვაწლი, არამარტო ჩემს, არამედ ტექნიკური უნივერსიტეტის თაობების წარმატებაში, სამწუხაროდ ნაკლებად შესამჩნევი არიან მსგავსი ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდებს და მომავალ თაობას მუხლჩაუხრელად უკაფავენ გზას წარმატებისკენ. ანალოგიური ღვაწლი, გერმანული მხარის მხრიდან დოქტორ ანდრო კაჭარავას მიუძღვის. ეს და კიდევ, სხვა ადამიანები არიან საქართველოს მეცნიერების აკადემიურ თუ სამეცნიერო ფრონტზე და სრულიად უანგაროდ ცდილობენ მომავალი თაობის წარმატებას ხელი შეუწყონ. ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში განხორციელებული პროექტები სწორედ მათი დაუღალავი შრომის შედეგად ხორციელდება და უამრავ ახალგაზრდას ეძლევა შანსი თვალსაწიერი გაიფართოვოს“, - ამბობს დაჩი ოქროპირიძე და საკუთარი წარმატებების განცდების შესახებ გულწრფელად საუბრობს.

გარდა ამისა, დაჩი ოქროპირიძე მიიჩნევს, რომ თუ ადამიანი მონდომებულია და შრომისმოყვარე, ის აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. თუმცა, მან პრობლემებიც გადალახა.

"სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში მეცნიერება არც თუ ისე პერსპექტიულ სფეროდ მოიაზრება, განსაკუთრებით კი ფუნდამენტური მეცნიერებების მიმართულებით, მასშტაბურ ექსპერიმენტებსა და კვლევებს დიდი ბიუჯეტი და რესურსი სჭირდება, რომლის მოპოვებაც საქართველოში ძალიან რთულია. მსგავსი ტიპის პროექტები მომავალი თაობისათვის უდიდესი შესაძლებლობაა. ამ პროექტებში მოხვედრისათვის დიდი შრომა დამჭირდა და შესაბამისად ძალიან დიდი პასუხისმგებლობითაც ვეკიდებოდი. სიმართლე, გითხრათ მქონდა განცდა, რომ გამიჭირდებოდა იქაური ტემპისათვის ფეხის აწყობა, იქნებოდა სირთულეები და ვერ შევძლებდი საკითხების დაძლევას. თუმცა, ჩასვლის დღიდანვე ძალიან მეგობრულად დამხვდნენ, ატმოსფერო არის ძალიან მშვიდი და მეგობრული, ბევრგან მიმუშავია და მსგავსი სამუშაო გარემო არსად არ მქონია.

საკითხების სირთულეს რაც შეეხება, ცხადია მარტივი არ არის, მაგრამ მონდომებითა და შრომით დაუძლეველი არაფერია. ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი იქ მომუშავე ქართველების მხრიდან. ზოგადად იულიხში პატარა ქართული “Community” არის, რომელიც რაღაც მხრივ გეხმარება დაძლიო სხვადასხვა გამოწვევები, რასაც ადამიანი აწყდება უცხო გარემოში მარტო ყოფნისას. ამ პროექტების მანძილზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მეცნიერება არის ის მიმართულება რასაც მინდა ჩემი მომავალი კარიერა დავუკავშირო, სამუშაო-შემოქმედებითი თავისუფლება, არის გარემო რომელიც არის გადამწყვეტი შედეგიანობისათვის. დასანანია, რომ ძალიან ბევრი, ჭკვიანი ადამიანი საქართველოში ვერ პოულობს მის სასურველ პროფესიას, ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი ჩემს გარშემო, როდესაც ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები (მეცნიერების მიმართულებით) იცვლიან პროფესიას და გადადიან ბიზნესის სფეროში. მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება ქართულ უნივერსიტეტებში, რათა ნიჭიერმა ახალგაზრდება შეძლონ მათი თავის რეალიზაცია, რაც გრძელ ვადიან პერსპექტივაში სახელმწიფოს წარმატების აუცილებელი წინაპირობაა“, - აღნიშნა სტუ-ის მე-4 კურსის სტუდენტმა დაჩი ოქროპირიძემ.

მარიამ გეგუჩაძე კარანტინში გადაჰყავთ - "პარიზიდან ჩამოვფრინდი..."

ლარმა გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად, სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება - განათლების მინისტრის მოადგილე